1 თვის შემდეგ
ჰიუნჯინის pov
ჩემთვის წყნარად მეძინა და ფელიქსის კივილმა გამაღვიძა.
ფელიქსი: ჰიუნჯინნნნნნ!!!
უცებ წამოვხტი და სააბაზანოში შევვარდი.
ფელიქსი: ნახე რამხელა კალიაა!😭
ხელი გაუშვირა და შემომახტა. ჩუსტი დავითრიე და კალია მოვკალი.
მე: ფელიქს მომშორდი რა. უნდა გავემზადო და კომპანიაში წავიდე.
ფელიქსი: აუ არააა. - უფრო მეტად მომეკრო.
მე: ადრე წამოვალ და მერე სადმე წავიდეთ კაი?
ფელიქსი: მაინც სად?
მე: შენ სადაც გინდა.
ფელიქსი: კაიი.ლოყები გამიწელა და მომშორდა. უცებ გავემზადე და კარებისკენ წავედი მარა ფელიქსმა გამაჩერა.
ფელიქსი: მალე მოდი რა.
მე: ყველაზე ბევრი 3 საათი გავჩერდები და წამოვალ.მაკოცა და გამაგდო😭.
ფელიქსის pov
აუ ეხლა რა ვაკეთო მთელი 3 საათი. კაცებში წავალ🤣🤣. კაი ხო, რამეს ვითამაშებ.
ამ თამაშში გავიდა 2 საათი და მერე მოვემზადე. ვაა ძლივს მოვიდა ჰიუნჯინი. ეხლა რო ჩამეხუტოს გავგლიჯავ შუაზე.
მე: ააა გადი არ შემეხო!
ჰიუნჯინი: ჰაააა?? რა გჭირს?
მე: მთელი ნახევარი საათი ვიკეთებდი თმას და თუ გამიფუჭებ მოგკლავ.
ჰიუნჯინი: 🙄🙄🙄 კაი წავედით.პარკში წავედით და ეხლა ვსეირნობთ.
მე: აუ ნაყინი მინდა.
ჰიუნჯინი: შენ აქ იყავი და მოვიტან.მაღაზიაში წავიდა. შემოვბრუნდი და საქანელებისკენ მივდიოდი როცა ვიღაცას დავეჯახე. კინაღამ წაიქცა მარა ხელი მოვკიდე.
მე: ბოდიში.
?: ფელიქს?
მე: ეე ვერ გიცანი, რა შეცვლილი ხარ.ეს ვიღაც თურმე ჩემი ყოფილი სუბინი აღმოჩნდა. ნუ იმის გამო დავშორდით რო მე ავსტრალიაში მივდიოდი, მაგრამ ვმეგობრობთ.
სუბინი: გეთანხმები, მართლა შეცვლილი ვარ. მოდი მომიყევი აბა ახალი რა ხდება.
მე: ნუ რამდენიმე თვის წინ ჩამოვედი, შეყვარებული მყავს და მეტი ახალი რავი არაფერი.
სუბინი: ვაა გილოცავ.
მე: მადლობა. შენსკენ რა ხდება?
სუბინი: მე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ვიღაც მომწონს და მალე ვაპირებ თქმას.
მე: აუუ იმედია იმასაც მოწონხარ.
სუბინი: თუ მაგის მეგობრებს დავუჯერებთ კი.
მე: აუ რა კაიაა.ხტუნვა დავიწყე და თან ტაშს ვუკრავდი.
სუბინი: ისევ ისეთი ხარ😂.
მე: აუ ძაან მიხარიაა.ჩავეხუტე და თვითონაც მომხვია ხელები.
სუბინი: ეხლა მეჩქარება და უნდა წავიდე, მერე აუცილებლად მომწერე და სადმე წავიდეთ.
მე: კაი. კარგადდ!
სუბინი: კარგად.წავიდა და ჰიუნჯინიც მოვიდა.
ჰიუნჯინი: ეს ვინ იყო?
მე: ამმ... ჩემი ყოფილი.
ჰიუნჯინი: რა უნდოდა შენთან?
მე: შემთხვევით დავეჯახე და მერე ცოტა ვილაპარაკეთ.
ჰიუნჯინი: ფელიქს დავინახე რო ჩაეხუტე!
მე: და რის გამო ჩავეხუტე ეგ მაინც გაიგე ჯერ.
ჰიუნჯინი: არ მაინტერესებს.გაბრაზებული წავიდა და მე დამტოვა ესე. აუ თან მინდა ვიტირო და თან მინდა გავწიწკნო.