16

59 11 72
                                    

ფელიქსის pov:

თავი მისკდება და თვალების გახელაც არ მინდა თუმცა როგორღაც ვიკრებ ძალას და მაინც ვახელ. საწოლზე წამოვჯექი თვალების სრესვით და როცა გარემო მოვათვალიერე მაშინ მივხვდი რომ ჩემს სახლში არ ვიყავი. საერთოდ არც ჰანთან არ ვიყავი სადღაც სხვაგან ვიყავი და გვერძე რომ გავიხედე ვიღაც კაცი შემრჩა თუმცა მადლობა ღმერთს ორივე ჩაცმულები ვართ ანუ არაფერი არ მომხდარა.

კარგი ფელიქს დამშვიდდი ღრმად ისუნთქე.

იმ კაცს თმები დავაგლიჯე და კიდე არ იღვიძებს. აუ ჩემი ხო არის ახლა ეს ღირსი ვკრა წიხლი და გადავაგდო ანდა რა მაკავებს არ ვიცნობ არ მიცნობს.

ეს ვიღაც გადავაგდე საწოლიდან და თვალებს არ ახელს მაინც. აუ ეს მგონი ღამე ჩავგუდე.

ფეხზე წამოვდექი და ახლა ფეხით გავარხიე. როგორც იქნა შეიშმუშნა და თვალების გახელაც ინება.

-გაიღვიძე? -მკითხა რაღაცნაირი გამაღიზიანებელი ღიმილით.

-არა მძინავს და გელანდები უბრალოდ.

-სარკაზმის ხასიათზე ხარ? შენს შეყვარებულს რომ ნახავ დამიჯერე აღარ იქნები.

-რას ბოდავ. საერთოდ აქ რა ჯანდაბა მინდა თან შენთან ერთად. -ავათვალიერ-ჩავათვალიერე უკვე ფეხზე წამომდგარი.

-ნუთუ არაფერი გახსოვს?

-არა! თუმცა ნამდვილად ვიცი ჰიუნჯინს არ ვუღალატებდი მითუმეტეს შენნაირთან.

-ჩემნაირთან? -წარბი აწია

-ცუდად არ გამიგო მაგრამ ჩემს გემოვნებაში სულ ოდნავაც არ ჯდები.

-ოჰ კარგი. თუმცა რაღაც უნდა გაჩვენო.

-რა უნდა მაჩვენო?

-ვიდეო, სადაც მე და შენ ძალიან კარგად ვერთობით.

-ხუმრობ. -ნერვიულად გავიცინე.

-სულაც არა.

-როგორ არა. -თავი გავაქნიე

-შენი თვალით ნახე.

my wife's brother Where stories live. Discover now