იუნას პ.ო.ვ
გავიღვიძე და გვერდით ვხედავ ჯონქუქს, ძალიან საყვარლად ძინავს, არ მინდოდა მას გაღვიძებოდა ასე რომ ჩუმად ადგომა ვცადე, მაგრამ ხელები უფრო მომხვია.ჯკ:პატარავ სად მიიპარები?
მე:არსად უბრალოდ აბაზანაში მინდოდა შესვლა და თან შენი გაღვიძებაც არ მინდოდა.
ჯკ:მე შენზე 15 წუთით ადრე გავიღვიძე და გიყურებდი ჩემო პატარა.
მე: აჰა... კარგი ქუქ გამიშვი ბაბუსთან უნდა წავიდე.
ჯკ: პატარავ ცოტა ხანი კიდევ იყავი რა სად გეჩქარება? მოასწრებ ყველაფერს, დღეს ისედაც მიდიხარ და ვერ გნახავ და მაცადე რა დავტკბე შენით.
მე:კარგი კარგი მოდი.
ხელები შემოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე.
ჯკ:ახ როგორ მომენატრება შენთან ჩახუტება ეს ორი დღე.
მე:ქუქ მეც მომენატრები, მაგრამ მოითმინე რა, თანაც ჯერ არც წავსულვარ.
ჯკ:ხო ვიცი, მაგრამ უკვე ძალიან მენატრები.
ცოტა ხანი ასე ჩახუტებულები ვიყავით და მერე ავდექით, ქუქი ქვევით ჩავიდა საჭმლის გასაკეთებლად, დავიბანე და ჩავედი ქვევით
ჯკ:ჩემი პატარაც ჩამოსულა.
მოიწია და მოწყვეტით მაკოცა
ჯკ:მოდი ჭამე და წაგიყვან მერე.
მე:კარგი ქუქ
დავჯექით საჭმელად და ქუქი სულ მე მიყურებდა.
მე:ქუქ რატო მიყურებ?
ჯკ:უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ.
მე:გმადლობთ, მაგრამ რა გჭირს?
ჯკ:არაფერი უბრალოდ ჩემი საცოლე მიდის და ორი დღე ვერ ვნახავ.
მე:საქმე რომ არ იყოს ჯერ არც წავიდოდი.
ჯკ:ვიცი პატარავ.
მოვრჩით ჭამას და ჩავჯექით მანქანაში, და მივედით მშობლების სახლთან.
