იუნას პ.ო.ვ
ვიღაცის ფერება მაღვიძებს, გავიხედე და ეს ჯონქუქი იყო.ჯკ: დილამშვიდობის პატარავ.
მე:დილამშვიდობის საყვარელო.
მივიწიე და თავი მის გულმკერდზე დავდე, ის თმებზე მეფერებოდა.
მე:ქუქ
ჯკ:გისმენ.
მე:აქ დავრჩებით დღეს?
ჯკ:შენ როგორც გინდა თუ გინდა დღესვე წავიდეთ, თუ გინდა ორი დღე კიდე დავრჩეთ.
მე:2 დღე კიდე დავრჩეთ, იქ რომ წავიდე მაინც ვერ გავაკეთებ არაფერს.
ჯკ:კარგი დავრჩეთ.
მე:და...
ჯკ:მითხარი რაც გინდა.
მე:ნუ ქორწილზე მინდოდა მეკითხა.
ჯკ:აჰა, გაინტერესებს როდის დავქორწინდეთ?
მე:კი.
ჯკ: ჯერ შენ უნდა გამოკეთდე ბოლომდე ჩემო პრინცესა, ჯერ კიდევ გიჭირს სუნთქვა, თანაც მსოფლიო ტური გვაქ მალე, თანაც ჩემს მსოფლიო ტურზე შენც....
მე: არანაირი მეც!! ვრჩები კორეაში!!
წამოვდექი და ლოგინის თავს მივეყრდენი.
ჯკ:მე კი მინდა რომ წამოხვიდე.
მე:დამცინი ხო? შენს მსოფლიო ტურზე მე რა მესაქმება?!
ჯკ:ჩემი საცოლე ხარ და თანაც მე შენ გითხარი იახტაზე რომ სადაც მე წავიდოდი შენც იქ წამოხვიდოდი.
მე:აუცილებელი არ არის ჩემი წამოსვლა.
ჯკ:არის პატარავ, მინდა რომ ჩემს გვერდით იყო ყველა კონცერტზე.
მე:ქუქ აქ საქმეები მაქვს და ვის დავუტოვე ამხელა კომპანია ნარის? თუ არეუმს?
ჯკ:რა მოხდა მერე? ვერ მიხედავენ?
მე:საყვარელო კარგი რა, მათ ეს საქმე არ გამოსდით.
ჯკ:პატარა,მე რა უნდა ვქნა მერე? ამდენი ხანი შენს გარეშე არა არ შემიძლია.
მე:ჯონქუქ რომც მინდოდეს უფლებას მაინც არავინ მომცემს, რომ შენთან ერთად წამოვიდე მსოფლიო ტურზე.
