ჯანდაბა!
ვალე შეხტა.
პაკ ღმერთო, მალე ჩამოდი.
ვალემ ბალიში სახეზე აიფარა.
ჯიმინ... ჯიმინ... მალე ჩამოდი.
ვალეს ტელეფონზე ზარი გაისმა.-გისმენ.
-გეძინა და აღარ გაგაღვიძე, სკოლაში ვუთხარი რომ ცუდათ ხარ.
-რატომ?
-დასვენება გჭირდება, საუზმე სამზარეულოშია.
-მადლობა.
ვალემ ტელეფონი გათიშა.
ეხლა თვალებში როგორ ვუყურო? რამ დამასიზმრა ეგეთი რამე!? გუკისთან!
გუკის მოსვლამდე ვალე დამშვიდებას ცდილობდა, საუკეთესო ხერხად მან ჯიმინთან დარეკვა მოიფიქრა.
-ჩემო ფისუნიაა, როგორ მომენატრე.
-მეც წიწილა.
-რაშვები? სკოლაში ხარ?
-არა, დღეს სახლში.
-შენ სკოლა გააცდინე? რა ხდება!? კარგად ხარ!?
-სუსტად ვიყავი დილით უბრალოდ.
-გთხოვ ვალე თავს გაუფრთხილდი, მითუმეტეს მანდ არ ვარ ფისო.
-ვიცი საყვარელო.
-იუნგის მივწერ და მოგიტანს წამლებს.
-არაა საჭირო, წიწილა კარგად ვარ.
-ვღელავ შენზე.
-რამე რომ იყოს ჯიმინ ხომ იცი აქ რა ისტერიკები იქნებოდა.
ჯიმინს გაეღიმა.
-რაშვები შენ? რეპეტიციაზე ხარ?
-დღეს ვისვენებ და მაღაზიებში უნდა გავიარო.
-კარგი საყვარელო.
-კნუტო კოსმეტიკიდან რამე გჭირდება?
-არა არა არაფერი.
-მაგას კონსულტანტი ამარჩევინებს ესეიგი, დანარჩენს ჩემით აგირჩევ.
-ჯიმინ არ გინდა არაფერი, მაგნიტიც მეყოფა.
-მაგნიტს შორეულ ნათესავებს ჩამოუთრევ, ჩემი ლამაზი გოგოსთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა.
-ჯიმინ არ გინდა.
-აუ აღარაფერს გეტყვი ხოლმე!
-ნუ მიბრაზდები წიწილა, გთხოვ.
-ჩემი შემიყვარებული ხარ და რასაც მინდა გიყიდი!
-კარგი, კარგი.
-ეგრე!
-აუ წიწილაა...
საწყალი ხმით ამოიკრუტუნა ვალემ.
-რა მოხდა ფისუნია?
-ძალიან მომენატრე ჩემო ფუნთუშა.
-სულ ცოტა მოითმინე კნუტო.
-ჯიმინ იცი... დამესიზმრე.
-ხოო? და რა დაგესიზმრა?
-ჩემს ოთახში შემოხვედი ზედის გარეშე და ვნებიანად მაკოცე.
-ოჰოო გააგრძელე.
-წამში ორივე გავშიშვლდით და მთელი ღამე ვერთობოდით.
-აშკარად ძალიან მოგნატრებივარ კნუტო.
-კი.
ვალემ კარების გახსნის ხმა გაიგო.
-წიწილა ვიღაც მოვიდა უნდა წავიდე.
-გაკოცე ჩემო ფისუნია.
-მეც, დროებით.
ვალემ მისაღებში ჩაირბინა.
YOU ARE READING
კონტრაქტი🔞
Romanceსიყვარული, სექსი, ფული. ფიკი შეიცავს 🔞სცენებს, ძალადობას და არაცენზურულ ლექსიკას. ფიკში ნახსენები იქნება ალკოჰოლი და ნარკოტიკი.