თავი15

136 13 0
                                    

-ქალბატონო, თქვენი ძმა კვლავ უგონოთაა, მას ოპერაცია სჭირდება.
-რა!?
-რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიტანოთ თანხა.
-ექიმო მას ხომ დაზღვევა აქვს? ხომ უნდა აანაზღაურონ.
-არა, ბატონმა ვლადმა დაზღვევა მხოლოდ თქვენს სახელზე გააკეთა.
ოპერაციის და მკურნალობის ღირებულება ოცდაათიათასი დოლარია.
-ექიმო აუცილებლად ვიშოვნი ფულს, გთხოვთ ოპერაცია დაიწყეთ, მისმა ცოლმა მთლიანი ფული მიისაკუთრა.
ვალეს ცრემლები წამოუვიდა.
-მაგხელა ფული არ მაქვს, დრო მჭირდება.
-უფლება არ მაქვს ოპერაცია დავიწყო, მაგრამ ძალიან კარგი ადვოკატის ნომერი მაქვ, ვფიქრობ დაგეხმარებათ, იქამდე პრეპარატებზე გვეყოლება, ვეცდები დრო მაქსიმალურად გავწელო.
ვალემ ექიმს ფურცელზე დაწერილი ნომერი გამოართვა.
-მადლობა ძალიან დიდი, ბატონო კიმ ... მადლობა.
-უთხარით მას რომ ჩემი მეგობარი ხართ.
-მადლობა... უღრმესი.
-არაფრის, იჩქარეთ.
ვალემ ყველაფერი გააკეთა, თუმცა თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, ის სამსახურებში წელში წყდებოდა, თავისუფალ დროს კი ბანკების რიგებში იდგა და სესხის აღებას ცდილობდა.
რამოდენიმე დღეში ვალე ცოცხალ მკვდარ არსებას გავდა, უძილობისგან და ტირილისგან ჩაშავებული და შეშუპებული თვალები, მკრთალი და ავადმყოფური კანის ფერი, თითქმის ყოველთვის აკანკალებული ხელები.
-ვალე.
-გამარჯობა პორშ.
-როგორაა ბატონი ვლადი?
-ცუდათ.
-მისმინე... ჩემი მეგობარი დახურულ წვეულებას აწყობს.
-წვეულებების ხასიათი არ მაქვს.
-ვერ გამიგე, ღამე მიმტანი სჭირდებათ, დღეს ღამე, კარგად იხდის.
-ხო?
-ვიფიქრე ფული გჭირდება და არაა ცუდი ვარიანტი.
-მადლობა, პორშ... ხვალ ვლადთან წამლები უნდა მივიტანო, ძალიან გადამარჩინე.
-არაფრის, ბინას ყიდი?
-კი, სხვანაირად ოპერაცის ფულს ვერ ვიშოვი.
-ცუდია რომ ვეღარ გნახავ.
-პორშ ნებისმიერ დროს შევძლებთ შევხვდეთ ერთმანეთს.
-მთავარია შენი პრობლემები მოაგვარო.
-ძალიან დამეხმარე, მართლა.
-მეტი რომ შემეძლოს მეტს გავაკეთებდი.
-ვიცი, პორშ წავალ ციტას მაინც დავისვენებ.
-რათქმაუნდა, ცხრა საათისთვის გაგაღვიძებ და მე წაგიყვან, უკანაც წამოგიყვან.
ვალემ პორში გადაკოცნა.
-მადლობა.
-მიდი მიდი დაისვენე.
რამოდენიმე საათის შემდეგ.
-ჰეი გაიღვიძე.
ვალემ თვალები დაისრისა.
-გამოიძინე?
-კი.
-წამოდი შეჭამე და გაემზადე, წვნიანი მოგიტანე.
-მადლობა პორშ.
-არაფრის.
რამოდენიმე ხანში ვალე მიმტანის ფორმით ორსართულიან, უზარმაზარ სახლში ფუსფუსებდა.
-ორი ვისკი მიუტანე იმ ორ ბიჭს კუთზეში რომაა.
ღიმილით თქვა ახალ გაზრდა გოგომ.
-დიახ.
ვალე ორ მაღალ ბიჭთან მივიდა.
-თქვენი ვისკი.
ბიჭემა ვალეს თავაზიანად გაუღიმეს და ჭიქები გამოართვეს.
-შენ...
ერთეთმა ბიჭმა ვალეს ხელი დაიჭირა და თვალებში ჩახედა.
-რას... რას აკეთებთ?
ვალე შეშინებულ თვალებს აცეცებდა.
-გამიშვით...
მეორე ბიჭმა ვალე დაიხსნა.
-ნუ შეაშინე გოგო.
საღამოს ბოლომდე ვალე თავს არიდებდა უცნაურ სტუმარს.
-ვალე პორშმა არ მომატყუა, მართლაც ძალიან კარგი გოგოხარ.
-მადლობა.
ვალემ გამოიცვალა.
-ვალე...
ვალე შეხტა.
-თქვენ!? ჩემი სახელი საიდან იცით?

კონტრაქტი🔞Where stories live. Discover now