თავი19

146 13 2
                                    

-შენ კიდევ ღელავდი, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.
-იუჯინ მლანძღავდა ყველა!
-უბრალოდ ყველა ავის არის მიჩვეული, მალე გადაუვლით.
ვალეს ცრემლები წამოუვიდა.
-ნუ ტირი ჩემო პატარავ გთხოვ.
-არ უნდა დამეწყო შენთან ურთიერთობა!
-დაწყნარდი პატარავ.
იუჯინი ვალეს ჩაეხუტა და თმაზე დაუწყო მოფერება.
-პატარავ ცნობილი სახე ვარ და ლოგიკურია რომ ყველას არ მოეწონები და ჰეითი შენს მხარესაც წამოვა, მაგრამ მე ეგ არ მადარდებს.
-იუჯინ მხოლოდ ჩემი სამსახური რომ იყოს ესე არ ვინერვიულებდი მაგრამ...
-მაგრამ?
-მართლა მომწონხარ, შენს ფანებს მოუსმენ და დამშორდები...
-რას იძახი!? არა პატარავ არ დაგშორდები.
-ავი ჩემზე ლამაზია?
-პატარავ შენ ყველაზე ლამაზი ხარ.
-რატომ დაშორდი?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-მითხარი!
-ჩემ მეგობარს ეფლირტავებოდა, უარი რომ მიიღო კლუბში გამოთვრა და ვიღაც უცხო ბიჭი აიყვანა თავის სახლში.
-შენ საიდან გაიგე?
-სახლში მივადექი, სიურპრიზს ვუმზადებდი.
-რა საშინელებაა.
იუჯინმა ვალეს ნაზად აკოცა.
-დამშვიდდი ეხლა და ნუღარ ტირი.
ვალემ იუჯინს მხარზე თავი დაადო.
-ჩემო ლამაზო...
იუჯინმა ვალეს თმაზე ხელი ჩამოუსვა.
-პატარავ მე ცოტახნით უნდა წავიდე.
-სად?
-მეგობრებს უნდა შევხვდე.
-მე არ წამიყვან?
-მხოლოდ ბიჭები ვიქნებით.
-კარგი მაშინ, მალე მოხვალ?
-ცოტა შემაგვიანდება.
-მე მაშინ ჩემ ძმასთან წავალ.
-კარგი, ხოარ გწყინს უშენოთ რო მივდივარ? შემიძლია დავრჩე.
-არა.
-მართლა?
-მართლა.
-ჩემო გოგო.
იუჯინმა მოწყენილ ვალეს აკოცა და გამზადება დაიწყო.
-წავედი პატარავ.
-მიდი.
იუჯინმა ვერც კი შეამჩნია ვალეს უხასიათობა და შუაღამემდე ვალე მარტო დატოვა.
-იუჯინ სად ხარ ამდენი ხანი!?
-პატარავ... მოვედი.
იუჯინმა ვალეს კოცნა ცადა.
-გაეთრიე! სასმლის სუნად ყარხარ!
-რატომ მიბრაზდები? უბრალოდ გავერთე ცოტა.
იუჯინმა ვალეს წელზე ხელი მოხვია.
-და მინდა გართობა გავაგრძელო.
ვალემ იუჯინს ხელი კრა და თავის საძინებელში დილამდე ჩაიკეტა.
ჯიმინს ყოველთვის თან დავყავდი, ეს კი...
მთელი ღამე ვალე ჯიმინზე ფიქრობდა, გამთენიისას ჩაძინებულ ვალეს მხოლოდ საღამოს გაეღვიძა.
-დილამშვიდობისა პატარავ.
-საღამოა უკვე.
იუჯინი დივნიდან ადგა და ვალეს ჩაეხუტა.
-უხასიათოთ ხარ?
-შემეშვი!
-რა გჭირს?
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს ნეტავ!?
-ოოო კარგი რა! ცოტათი შემაგვიანდა გუშინ!
-ნუ მიყვირი! ის არ გეყო რო გუშინ მიმაგდე!?
-რას ნიშნავს მიგაგდე? გაგაფრთხილე და აგიხსენი რომ მივდივარ მეგობრებთან ერთად!
-მაშინ როცა ცუდათ ვიყავი და გვერდით მჭირდებოდი! მილიონობით ადამიანმა გამლანძღა შენს გამო!
ვალე ჭაქა დაბლა დაახეთქა.
-მიმაგდე და წახვედი!
ვალე იატაკზე დაჯდა და ტირილი დაიწყო.
ჯიმინი არასდრო მომექცეოდა ასე, გაიელვა აზრმა ვალეს თავში.
-პატარავ...
იუჯინმა ვალე ფეხზე ააყენა და ჩაეხუტა.
-ჩემო პატარავ მომისმინე, არ მიმიტოვებიხარ, გესმის?
ვალემ ცრემლები მოიწმინდა.
-ღამე თავი ძალიან მარტოსულად ვიგრძენი... ძალიან მჭირდებოდი.
-რატომ არ დამირეკე?
-ნაწყენი ვიყავი.
-რაზე?
-იმაზე რომ წახვედი.
-ხომ გკითხე? პატარავ შენს აზრებს ვერ წავიკითხავ.
იუჯინმა ვალეს შუბლზე აკოცა.
-პატარავ როდესაც რამე მსგავსი იქნება, მითხარი და მოვალ ან არ წავალ.
-კარგი.
-ნუ დამიმალავ ეგეთ რაღაცეებს და აღარ ვიჩხუბებთ.
ვალემ იუჯინს თავი დაუქნია.
-ეხლა კიდევ დაწყნარდი.
ვალე იუჯინს ჩაეხუტა.
-იყავი გუშინ შენ ძმასთან?
-კი.
-როგორაა?
-უკეთ, მაგრამ რეაბილიტაცია სჭირდება.
იუჯინმა ვალეს ნაზი კოცნა აჩუქა.
-პატარავ რადგან გუშინ ეგრე გაწყენინე, დღეს სადაც გინდა იქ წავიდეთ და რაც გინდა ის გავაკეთოთ.
-მართლა?
-კი.
-კარგი, თეატრში ან ბალეტზე ხომ არ წავიდეთ?
-პატარავ...
-გთხოვ.
-კარგი, რადგან შეგპირდი.
ვალე იუჯინს ჩაეხუტა.
-მადლობა.
წყვილი გაემზადა და დიდ თეატრში წავიდა.
-ხომ მოგწონს იუჯინ?
-კი ძალიან, წავალ შამპანიურს მოვიტან.
-იუჯინ მერამდენეა უკვე?
-არ დამითვლია.
-გეყოს!
-კარგი.
იუჯინმა ვალე ხელი გადახვია და სპექტაკლის ბოლომდე ვალეს დეკოლტეს თვალს არ აშორებდა.
-იუჯინ ხომ მოგეწონა?
-კი ჩემო პატარავ, ეხლა სად წავიდეთ?
-გამოფენაზე.
-აჰამ... დარწმუნებული ხარ?
-კი.
-კარგი, როგორც იტყვი.
-და მერე მუზეუმში.
-მმმ... რაღაც თავი ამტკივდა...
ღიმილით თქვა იუჯინმა.
-კარგი! სახლში წავალ მე, შენ შენს მეგობრებთან და როგორც გუშინ მიმაგდე ისევ!
-ვხუმრობ ვალე! რა გჭირს!?
-სახლში მინდა.
-ვალე!
-არ შეიძლება სახლში მინდოდეს!?
-არ შეიძლება ყველაფერზე მებუტებოდე!
-შენ შემპირდი...
-ვიხუმრე! რათქმაუნდა წამოგყვები ყველგან.
-შემეშვი!
იუჯინმა ვალეს ხელი მოკიდა, მანქანასთან მიათრია და უხეშად ჩასვს შიგნით.
-რა ჯანდაბას აკეთებ!?
-მოკეტე! შენი ისტერიკები უკვე ყელშია ამოსული!
ვალემ მანქანიდან გადასვლა სცადა.
-ტრაკი დააყენე! თუ არ გინდა ნორმალურად დროის გატარება, ეგდები სახლში!
სრულ სიჩუმეში, გაბუტული ვალე და გაბრაზებული იუჯინი სახლში დაბრუნდნენ, რამოდენიმე დღე წყვილი ერთმანეთს აიგნორებდა.
-მე წავედი და სახლში გვიან მოვალ.
ვალემ დააიგნორა იუჯინი.

კონტრაქტი🔞Where stories live. Discover now