ვინ ხარ?

126 6 0
                                    

და რას ნიშნავს სიყვარული?ან სიძულვილი?სიყვარული არ ნიშნავს უაზრო ეჭვიანობას და მესაკუთრეობას.ის უფრო დიდი და ღრმა მცნებაა.დიახ ჩემთვის ეს მცნებაა,რადგან არასდროს შემიგრძვნია მსგავსი რამ,მაგრამ როგორც მეუბნებიან ეს ის გრძნობაა რითიც ადამიანი ცოცხლობს,საზრდოობს და ბედნიერია და თუ ეს გრძნობა არ გაქვს,მაშინ ძალიან მეცოდებიო.როგორ ფიქრობთ შესაცოდი ვარ?
აი სიძულვილი ის გრძნობაა რომელმაც შეიძლება გაგაგიჟოს და ჭკუიდან გადაგიყვანოს.სწორედ მათ ნაირად სერიალებში რომ შეშლილი მკვლელები არიან.
მე ვიცი,რომ ადამიანები არ უნდა მძულდეს.არც მძულს ისინი,უბრალოდ მათი სულელური აზრებით,საქციელებით და სიტყვებით ისე ვცოფდები,თავს ვეღარ ვიკავებ და მათ საშინლად ვტკენ.აი ეს გრძნობა გამაჩნია მე.
არანაირი სიყვარული,თანაგრძნობა და ასეშემდეგ.ხანდახან იმასაც ვფიქრობ,რომ ღმერთმა სწორედ ამისთვის გამაჩინა,ვბრაზდებოდე ხალხზე,მათ საცოდაობაზე,მათ უცოდველ თვალებზე და სახეზე,რომლის მიღმაც დამპალი და წაბილწული სული იმალება და უბრალოდ გავტეხო ისინი მორალურად და ფიზიკურად.კი გარეგნობას და ინტელექტს არ ვუჩივი,მაგრამ ლამაზი გარეკნის შიგნით საშინელი შიგთავსი იმალება.თუ ვაშლი ნახევრად დამპალია,რას ვეძახით?ნახევრად დამპალ და ნახევრად კარგ ვაშლს?არა,რაც არ უნდა დავუძახოთ ვაშლი მაინც დამპალია.
"ვინ ვარ და როგორ გავხდი ის ვინც ახლა ვარ?"
ეს კითხვა უსასრულოდ მიტრიალებს თავში.რისთვის ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებ?რატომ არ შემიძლია ჩვეულებრივი ადამიანივით ვინმე შევიყვარო,ვიყოლიო მეგობრები და საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო?რატომ არ მიყვარს გარშემომყოფები და მზად ვარ დაუფიქრებლად გამოვიყენო ძალა და მათი ტკივილის ყურებით სიამოვნება მივიღო?
მე გარდავიქმენი ამაყ,ამპარტავან და კაცთმოძულე პიროვნებად,რომლის მიზანმიმართულობა და ქედმაღლობა სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება.მე ის გავხდი ვინც არ მინდოდა.
კი მე ბევრჯერ ვცადე შეცვლა,გამოვიცვალე საცხოვრებელი ადგილი,ქვეყანაც და ყველაფერი მატერიალურიც,მაგრამ ყოველთვის მაწუხებს სიცარიელე და არასრულყოფილების მტანჯველი გრძნობა.რაც მომესურვება ყველაფერი მაქვს,მაგრამ ვერ ვხვდები რა მინდა და რა მაკლია.ნარკოტიკებსაც მოვიხმარდი,მაგრამ უბრალოდ ისინიც გაუბრალოვდა და ტკივილის მეტი არაფერი მოჰქონდა.ასევე იყო ალკოჰოლზეც და მოსაწევზეც.ათასი ნაგვით ვივსებდი ორგანიზმს,მაგრამ მაინც ის მტანჯველი,სულის ამწრიალებელი გრძნობა არ მტოვებდა.ომეგები და ბეტებიც არ მაკლდა,ყოველდღე სხვადასხვა მათგანი მეწვა საწოლში,მაგრამ მათთან სექსიც ვერ მაკმაყოფილებდა.აშკარად ჩაიქნია ცხოვრებამ ჩემზე ხელი.
და ვინ თქვა რომ ადამიანები არ იცვლებიან ჯონგუკ?იცვლებიან თანაც როგორ იცვლებიან,არასწორ ადგილას და არასწორ დროს,გამოჩნდება ადამიანი,რომელიც ყირაზე დააყენებს შენს ცხოვრებას,180 გრადუსით შეგცვლის შენც და შენს ცხოვრებასაც,მაგრამ ეს შენ არ იცი ჯონგუკ,ჯერ საკმარისად ბევრი არ გისწავლია ცხოვრებისგან.

გარდასახვაWhere stories live. Discover now