ჯონი მშვიდად ზის ტყავის სავარძელში,თან ვისკის წრუპავს და სიგარეტს ეტანება.ელოდება მორიგ და ყველაზე ნანატრ მსხვერპლს.ეს ესაა უნდა შემოიყვანონ და ამ დროს ჯიმინი შემოვიდა.ჯონს მიუახლოვდა,ცოტახანი უყურებდა,აკვირდებოდა მის მტაცებლურ თვალებსა და ნაკვთებს.მზერა მაგიდაზე გადავიდა სადაც პინცეტით დაწყებული ნაჯახით დამთავრებული ყველანაირი ცივი იარაღი იდო.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.რაც არ უნდა ყოფილიყო,ამხელა ტანჯვისთვის ეცოდებოდა ჯონგინი,მაგრამ ჯონგუკს ხელს ვერ შეუშლიდა.
-ჯიმინში პატარავ,არ გინდა რომ სახლში შეხვიდე?-ჰკითხა ჯონგუკმა ომეგას.ის დარწმუნებული იყო,რომ ომეგა ამ სანახაობას ვერ გაუძლებდა.
-ახლავე შევალ გუკ,უბრალოდ მინდოდა მეთქვა,რომ ზედმეტად ბევრი დალიე დღეს და დროა,რომ გაჩერდე.არ მინდა ცუდად გახდე.-აუხსნა ჯიმინმა.გული ეკუმშებოდა შიშისგან,რადგან ჯონი ისე უყურებდა,თითქოს წინ სამყაროს დამაქცევარი ედგა.
-კარგი პატარავ,აჰა წაიღე.-უთხრა ჯონმა და ვისკის ბოთლი მიაწოდა.თავადვე ხვდებოდა,რომ ახლა სმის და თრობის დრო არ იყო.ჯიმინმა გამოართვა ბოთლი და სახლში შევიდა.ჯონი კარგად აანალიზებდა ყველაფერს,გონებაში ჯიმინს ამართლებდა,რადგან თვითონ მშობლის გამო,ყველაფერზე იყო წამსვლელი.არ იყო იმაში დარწმუნებული,რომ შეეძლო მისი ჭეშმარიტის სიცოცხლე,ამის გამო სასწორზე შეეგდო,მაგრამ გამორიცხული არც იყო.
კარები გაიღო და ჯონგინი შემოიყვანეს.ჯონმა ყველას უბრძანა დაეტოვებინათ ოთახი.ჯონგინს მიუახლოვდა და ქეჩოში წაავლო ხელი და სკამამდე მიათრია.ჯონგინს მცირედ აღენიშნებოდა დალურჯებები სახეზე.ჯონს ასევე არ გამოჰპარვია შრამი,რომელიც წარბიდან დიაგონალზე მოჰყვებოდა სახეს და ტუჩებთან მთავრდებოდა.-ნეტავ ასეთი რამ,ვინ დამართა შენს ლამაზად მახინჯ სახეს?-იკითხა ირონიით ჯონმა.
-შენმა ბოზმა.-მიუგდო ჯონგინმა.ჯონი ამას არ ელოდა.ესეიგი ჯიმინი სათანადოდ არ შეუფასებია,როგორც ყოველთვის.