⚠️⚠️⚠️
მცირე გადახვევას გავაკეთებ,ეს თავი მთლიანად ჯონის გრძნობებს მიეძღვნება,მის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე და ზოგადად ყველაფერზე რაც გამოიარა ამ 5 წლის მანძილზე.♤♤♤
და თქვენ გგონიათ შეგიძლიათ განსაჯოთ დამოკიდებული ადამიანი?თქვენ ხართ რაიმეზე დამოკიდებული?გიგრძვნიათ ეს ტკივილი მთელი სხეულის არეში?
ჯონი იტანჯება.ჯონი არ გამტყდარა,მაგრამ იტანჯება.
და მაინც რა ხანმოკლეა ეს ცხოვრება იმისათვის,რომ დღეები ვენაში ნემსის გარჭობით გაფლანგო.
მაგრამ როდესაც იცი,რომ მტანჯველ ტკივილს მოგაშორებს,რატომაც არა?
თავდაპირველად ეს იმის გამო არ დაწყებულა,რომ ჯონი ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა,არამედ იმიტომ,რომ გული სტკიოდა.ძლიერად სტკიოდა და ვერაფრით უშველა ამ ტკივილს.ისევ დაუბრუნდა ნემსს და კოვზზე გახურებულ ნაგავს.და მაინც რამხელა შვებას გრძნობდა,როდესაც ნემსის წვრილი წვერი მის ვენაში შედიოდა და შიგნით ეს შხამი შეჰყავდა.ვარსკვლავებს შორის ფარფატი,სიმსუბუქის შეგრძნება,თითქოს დაფრინავსო.დიახ ჯონმა ფრენაც ისწავლა,ფრენის დროს დაცემაც,ვარსკვლავებსაც ბევრჯერ შეეხო და მთვარეზეც ბევრჯერ დაეშვა.
მაგრამ ხომ იცით,რომ ყველაფერი სამუდამო არ არის?
ეს სიამოვნება და ერთგვარი ყურადღების გადატანა,გაუსაძლისმა ტკივილმა ჩაანაცვლა.თითქოს ყველა ძვალს სათითაოდ გიტეხავენ ჩაქუჩით და ორგანოებს გაძრობენ ხელებით.როდესაც ამას გრძნობ,შეუძლებელია კიდევ არ გაიჩხირო.მითუმეტეს მაშინ,როდესაც იცი რომ ეს ტკივილს წაიღებს.ეს ჯოჯოხეთი მაშინ შეწყდა,როდესაც გაჩხერის დროს ჯონს მისმა ძმისშვილმა,დომენიმ შეუსწრო.ის პატარა იყო და ამისი არაფერი ესმოდა,ფიქრობდა რომ ბიძია ავად იყო და ნემსს ამიტომ იკეთებდა.მივიდა კიდევაც მასთან და ანგელოზური ხმით ჰკითხა ცუდად ხომ არ იყო.
ჯონგუკს ამ დროს გულისრევა მოაწვა.გული ერეოდა არა სიტუაციაზე ან ნაგავზე მის ვენებში,არამედ საკუთარ თავზე.
ის საკუთარ თავთან ომში დამარცხდა."სადამდე დაეშვი?"
ეს კითხვა არ ტოვებდა მის გონებას.პატარა ანგელოზის გამოცხადებამ განაცდევინა ფერიცვალება ეშმაკით შეპყრობილ ჯონს.მან საბოლოოდ გადააგდო ნემსიც და ათასგვარი ნეხვით სავსე პრეპარატებიც.ღმერთს შეჰფიცა,რომ თავს აღარასდროს და აღარაფრით გაინადგურებდა და ასეც მოიქცა.დადიოდა ეკლესიაში,უსმენდა დილის და საღამოს ლოცვებს,ათასგვარ საქმეში ეხმარებოდა სტიქაროსნებს და მამაოებს.პარკებში და ათასგვარ გასართობ ადგილას დაატარებდა მის ძმისშვილებს.ისე ექცეოდა მათ,როგორც საკუთარ შვილებს მოექცეოდა.
ამ 5 წლის განმავლობაში ცდილობდა ხელში იარაღი არ აეღო,მაგრამ მაინც უწევდა.ყოველი მსხვერპლისას ისევ მოდიოდა ეს ნაცნობი,აწ უკვე ახლობელი სიამოვნება არსაიდან.
დიახ,როდესაც შურისძიება იპყრობს ადამიანს,მას ყველაფერი სიამოვნებს,მათ შორის ადამიანის მოკვლაც,თან მოგეხსენებათ ჯონის ფანტაზია ამ საკითხში.
ჯიმინის ძებნაში,ამ საქმეში გარეული ხალხის მოკვლაში,მის ძმიშვილებთან დროის გატარებაში და ეკლესიაში სიარულში გავიდა ხუთი წელი.
ხუთი დაწყევლილი წელი.
გესმით ეს რამდენია?ამდენი ხანი არ გაგიჟდებოდით ჯონის ადგილას?
ის ბევრჯერ დაფიქრებულა ხომ არ გავგიჟდიო?მის სიგიჟეს ბევრი ფაქტი მოწმობს.
მალაგითად მისი სიარული ეკლესიაში.იგი რათქმაუნდა ყოველთვის ღმერთის მორწმუნე ალფა იყო და ყოველთვის ღმერთს მიენდობოდა ხოლმე,მაგრამ ეკლესიაში არასდროს დადიოდა.მკვლელობიდან დაბრუნებული ეკლესიაში მიდიოდა.ეს ნამდვილად სიგიჟე იყო.
ერთი პერიოდი იმასაც ფიქრობდა შეიძლებოდა მისი სიგიჟე სხვებსაც შეემჩნიათ და ოთხ კედელში,საწოლზე მიბმული გამოეკეტათ.
ამ ფიქრებში ჩაძინებულს ყოველთვის კოშმარები ტანჯავდა.გაღვიძებულს კი პანიკური შეტევა ეწყებოდა.
ეს ახლაც ასეა.პანიკური შეტევები ყოველთვის თან ახლავს ჯონს.ამ დროის მანძილზე მას ახლოს არავინ ჰყავდა გვერდით.ის მარტო უძლებდა ყველანაირ განსაცდელს.შეტევების დროს ცდილობდა ღია სივრცეში ყოფნას,რადგან ასე ადვილად მშვიდდებოდა,მაგრამ თუ გარეთ არ იყო,დროზე ადრე სვავდა წამლებს,რაც ბუნებრივია ამშვიდებდა,მაგრამ რაოდენობის გაზრდას შედეგის შესუსტება მოჰყვა.
მან ყველა ცოდვისთვის გადაიხადა ამ დროის მანძილზე.მე ასე ვიტყოდი,მაგრამ ჯონი ფიქრობს,რომ უარესს იმსახურებს.მისნაირი ადამიანი,მისნაირი ალფა,განა არ იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში?თქვენ როგორ ფიქრობთ?არ მეთანხმებით?