გარდასახვა:სიმშვიდე

45 5 1
                                    

    "ეშმაკს უყვარს,რომ აიღოს და გაანადგუროს ის,რაც ლამაზი და მშვენიერია,მაგრამ ღმერთს უყვარს,რომ აიღოს ის,რაც განადგურებულია და აქციოს ლამაზად და მშვენიერად"
 
       ჯიმინს არ უნდოდა გაღვიძება.
თვალების გახელისას,სინათლემ თვალი მოსჭრა და მაშინვე დახუჭა,მაგრამ ხელზე ვიღაცის ცივ თითებს გრძნობდა და აინტერესებდა ვინ იყო.ზანტად გაახილა თვალები.ჯონგუკი.მისი გადამრჩენელი,მისი ჭეშმარიტი.აანალიზებდა,რომ მშვიდი ცხოვრება დასრულდა,მაგრამ ბედნიერი დაიწყო.მას ჭეშმარიტი ჰყავს,რომელმაც გადაარჩინა,თანაც ისე,რომ არც კი იცნობდა წესივრად.ცრემლები მოადგა.ერთის მხრივ სჯერა,რომ ჯონგუკთან ერთად ყველაფერს შეძლებს,მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა,რომ ჯონი მის გამო დაზიანდეს.მან ხელი ნაზად გადაატარა ჯონგუკის სახეზე.ამაზე ჯონს გაეღვიძა.ის დიდი და მრგვალი,პატარა ბავშვის თვალებით უყურებდა ჯიმინს.და მაინც რა ლამაზია ეს ალფა.სრულიად განსხვავდება იმ ჯონგუკისგან,რომელიც ღონისძიებაზე ნახა.იქ მტაცებლური იერი ჰქონდა,თითქოს ყველას ცოცხლად შეჭამდა ვინც კი ფეხებში მოედებოდა,ახლა კი უცოდველ,ნაზ და საყვარელ ბავშვს გავს.

-ჯიმინ,თავს როგორ გრძნობ?-იკითხა აღელვებული ხმით ჯონგუკმა,თან კარგად აკვირდებოდა ჯიმინის სახეს,თითქოს ცდილობდა პასუხი ასე მიეღო.

-კარგად ვარ ჯონგუკ,ნუ ღელავ.-ცოტახნის პაუზის შემდეგ განაგრძო ჯიმინმა-შენ როგორ ხარ?ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს?

-ამას მეუნდა გეკითხებოდე სულელო,მანდ შენ წევხარ,მე კიარა-გაიცინა ჯონმა-შენი კარგად ყოფნა უპირველესყოვლისა.

ჯიმინი მოჯადოვებულივით უყურებდა თავის ალფას.შემდეგ თვალები დახუჭა.ქუთუთოებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს,ცდილობდა ცრემლები ღაპაღუპით არ წამოსვლოდა.

-ჯონგუკ...გუკი...ბ ბოდიში-საბოლოოდ მაინც ატირდა ჯიმინი.

გარდასახვაWhere stories live. Discover now