გარდასახვა:DEJAVU

55 3 2
                                    

ჯონი იდგა დედამისთან ერთად განათებულ ბაღში.ირგვლივ მრავალი სახეობის ყვავილები და ჯიშის ხეები იყო.ფერთა გამა ერთ დიდ ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა.ბაღის შუაგულში დიდი,ვერცხლისფრად მოკაშკაშე სკამი იდგა.ჯონი და დედა სწორედ იმ სკამისაკენ წავიდნენ.დედამ შვილი გვერდით დაისვა,ცოტახანი აცრემლიანებული თვალებით და კეთილი ღიმილით უყურებდა.სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი,რაზეც ჯონი კატასავით გაიტრუნა.

-ჩემი დიდი ბიჭი.-თქვა ჩურჩულით დედამ თან ცდილობდა,რომ ხმა არ აკანკალებოდა.ჯონმა მისი მტევანი აიღო და ნაზად ეამბორა დედას ხელზე.-გახსოვს სულ რას გეუბნებოდი?-კითხა დედამ.-რაც არ უნდა მოხდეს,საკუთარი თავის მიმართ რწმენა და ღმერთის მიმართ სიყვარული არ დაკარგო მეთქი.
დამიჯერე ჩემო პატარა ბიჭო,რაც არ უნდა მოხდეს ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს,რომელსაც ვერ გაუძლებ.-დაასრულა დედამ,შვილისკენ მიიწია და გულში ჩაიკრა.

-როგორ მენატრები ჩემო ლამაზო.-თავი მის კისერში ჩარგო ჯონმა და ცრემლები გადმოცვივდა.-ყველაზე მეტად მაკლიხარ.-ქვითინებდა ჯონი.დედა დამამშვიდებლად ეფერებოდა ზურგზე და ნაზად იღიმოდა.

-ძლიერი იყავი ჩემო ბიჭო,გახსოვდეს მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.-შუბლზე აკოცა შვილს და ფეხზე წამოდგა.კიდევ ერთხელ გაუღიმა და თვალის მომჭრელ სინათლეში გაუჩინარდა.სინათლე გაძლიერდა და ჯონს თვალი მოჭრა.როდესაც სინათლეს შეეჩვია და თვალები გაახილა.თავის ოთახში იწვა ხელზე გადასხმით და გადაბინტული მუცელით.მის ხელზე ჯიმინს ედო თავი და ეძინა.წამით გულში სითბო ჩაეღვარა,მაგრამ მაშინვე გამოწია ხელი.ამაზე ჯიმინს გაეღვიძა.თვალები გაუფართოვდა გაღვიძებული ჯონი,რომ დაინახა.

-ღმერთო ჩემო ნუთუ გაიღვიძე?-თვალებზე ცრემლები მოადგა ჯიმინს.ღიმილით უყურებდა ჯონს.მთელი არსებით უნდოდა ჩახუტებოდა,მაგრამ იცოდა ეს კარგ არაფერს მოუტანდა.
ჯონი დუმდა,როგორც ყოველთვის.
შემდეგ კი ჩაახველა და ხმადაბლა თქვა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 25 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

გარდასახვაWhere stories live. Discover now