"თქვენ რას იზამთ თუ მოგიწევთ სიკვდილთან თამაში საყვარელი ადამიანის გამო?ბევრი ვერ გაბედავს და შიშისგან დაიმალება,გაქრება,აორთქლდება,
მაგრამ განა ყველა ასეთი ჩვარია?"ორი თვე გავიდა მას შემდეგ,რაც ჯიმინი და ჯონგუკი კუნძულიდან დაბრუნდნენ.ჯონმა ჯიმინის მამა გაიცნო,რომელიც მაშინვე მოეწონა,რადგან სასიამოვნო მოსაუბრე იყო და რაღაცნაირად,მამასაც აგონებდა.
ჩამოსვლისთანავე ჯიმინმა კატეგორიულად მოითხოვა გილგამეშს შეერთებოდა და ვარჯიში დაიწყო.ჯონმაც შეუსრულა მოთხოვნა.ჯიმინი ოფიციალური გილგამეშის წევრია.არ უნდა მისი სული დაამახინჯოს ამ სიბინძურემ,მაგრამ მისი ომეგის სურვილი ასეთია,ჯონი ვერაფერს განაწყობს.სცადა,მაგრამ უშედეგოდ.ყოველ დღე ჯიმინს თავად ავარჯიშებდა.ომეგა ბოლომდე იხარჯებოდა,მის მაქსიმუმს აჩვენებდა ალფას.და მაინც ასეთი ნაზი არსებისთვის,მას დიდი ძალა და ნებისყოფა აქვს.ჯონი შოკშია.ჯიმინმა მალევე აითვისა იარაღის სროლა,საბრძოლო ილეთები და ტექნიკები.დანის ხმარება და ასეშემდეგ.ამასთანავე კუნთებიც საგრძნობლად გაეზარდა და პრესიც დაეტყო.ჯონგუკსაც კი აჯობებდა მალე თუ მოინდომებდა.
-ჯიმინ იქნებ შევისვენოთ პატარავ?ფეხზე ვეღარ ვდგავარ.-ამოილუღლუღა ღონემიხდილმა ჯონმა.
-კიდევ ცოტახანიც გუკი,შენ იჯექი,მე მალევე მოვრჩები.-უპასუხა აჩქარებული სუნთქვით ჯიმინმა და ხელახლა ასწია 120 კილოიანი შტანგა.ამ ჯერადაც გამოუვიდა,1 საათია სხვადასხვა სიმძიმეებს ეზიდებოდა.ჯონი უკვე ნერვიულობდა.ერთ ერთის აწევისას სისხლიც კი წამოუვიდა ცხვირიდან.ეს ომეგა ან ზედმეტ ძალას ვერ დაიტევს სხეულში და მაგისგან მოკვდება,ან დაღლილობისგან.მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებდა ვარჯიშს.შტანგა ძირს დააგდო,წყლის ბოთლს დაწვდა და ხარბად მოიყუდა.როდესაც გამოცალა ჯონისკენ წავიდა და მის გვერძე ჩაიმუხლა.სახე ახლოს მიუტანა ტუჩებთან და ვნებიანად დაიჩურჩულა.