გარდასახვა:მებადური

27 2 0
                                    

"რთულია გაუძლო მოწოლილ ბრაზს,გაუმკლავდე პროვოკაციებს და პლიუს ამას არაფერი მოიმოქმედო.რა ადვილია მათთვის ცხოვრება,ვისაც მრისხანება არ გააჩნია,მაგრამ მათთვის რთულია ვისაც აქვს იმიტომ,რომ რაც მრისხანებით იწყება ის სირცხვილით მთავრდება.მაგრამ შერცხვება ჯონს?განა იქნება მრისხანება მისი სუსტი წერტილი?არამგონია."

      ჯიმინის თხოვნით ჯონი ცოტათი დამშვიდდა და ჯონგინს თავი გაანება,მაგრამ ჯონგინი არაფრით ანებებდა თავს.მის კომპანიაში სტუმრობდა,ათასგვარ დამპლურ თამაშს თამაშობდა,რომ ჯონი მწყობრიდან გამოეყვანა,მაგრამ ჯონი ჭკუაში ჯობნიდა და იმის მაგივრად,რომ ყელში წვდომოდა და იქვე მიეხრჩო,ის იჯდა წყნარად და მშვიდი გამომეტყველებით და კორექტული,მაგრამ ირონიით და სარკაზმით სავსე სიტყვებით ანადგურებდა ჯონგინს.ჯონგინი იაკუძადან ყოფილა,სწორედ ამიტომ თხოვა ჯიმინმა ჯონგუკს თავის შეკავება.ჯონგინი თუ იაკუძაში წლები არის,მაშინ ჯონი დიდ საფრთხეში ჩაიგდებდა თავს,თუ დაუფიქრებლად იმოქმედებდა.
ახლაც კი ჯონი იჯდა თავის კაბინეტში,მოდუნებული ტყავის დიდ სავარძელში,რომელიც მეფის ტახტს მოგაგონებდათ და ახალი მანქანების 3D ესკიზებს ათვალიერებდა.ჯონგინი კი წინ ედგა და გაუჩერებლად ქაქანებდა იმასთან დაკავშირებით,რომ ჯიმინისთვის თავი გაენებებინა.

-უკაცრავად ჯონგინ,მაგრამ შენ ახლა მეუბნები,რომ ჩემ მეუღლეს შევეშვა,რომელიც ქორწილის დღეს ააკანკალე და აატირე.ეს შენ უნდა მეუბნებოდე,რომ თავი გავანებო მას?-ქვემოდან ახედა ჯონმა ჯონგინს,რომელიც მრისხანებას აფრქვევდა.

-როგორც გავიგე,ვინც ჯიმინს შეეხო,ყველა ტანჯვით მოგიკლავს.მე რატომ მტოვებ ცოცხალს?-მორიკი პროვოკაცია წამოიწყო ჯონგინმა.

-ჯონგინ ჩემი ზედმეტსახელი იცი?-კითხა ჯონგუკმა ჯონგინს.

-არა მე შენზე ინფორმაციას კიარ ვაგროვებ გენიოსო.-უპასუხა ჯონგინმა.

გარდასახვაWhere stories live. Discover now