ჯონგუკი და ჯიმინი სანაპიროზე იჯდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ.უსმენდნენ ტალღების ქვებზე შეხეთქების ხმას,უყურებდნენ,როგორ ქრებოდა მზე ნელნელა ჰორიზონტიდან.
-ჯონგუკში,დამავიწყდა მეკითხა.ამ კუნძულს რა ქვია?
-ჰიკარისტა-უპასუხა ჯონმა.-ეს კუნძული ჩემმა მშობლებმა იყიდეს,როდესაც მე დავიბადე.თურმე,ჩემი დაბადება ერთმა მკითხავმა უწინასწარმეტყველათ,მას კი ჰიკარისტა ერქვა.ამიტომ იმის საპატივემულოდ,რომ მკითხავმა ასეთი სასიხარულო ამბავი ამცნო,ამ კუნძულს ჰიკარისტა დაარქვეს.
-ასეთი ამბები ყოველთვის გულზე მხვდება.-უპასუხა ჯიმინმა,თან ყურებდე იკრიჭებოდა.
-ჯიმინში,სერფინგი გიცდია აქამდე?
-არა გუკი.წყლის შიში მაქვს პატარაობიდან.
ჯონი დუმდა,შემდეგ ფეხზე წამოხტა და სერფინგის დაფას ხელი სტაცა.
-მაშინ 10 წუთით დამელოდე ჩემო ანგელოზო,კარგი?-დაიხარა და ომეგას შუბლზე კოცნა დაუტოვა.გატრიალდა და ზღვისკენ ძუნძულით გაიკაფა გზა.
ჯიმინი მის ყველა მოძრაობას თვალს ადევნებდა.თითქოს ტალღები ჯონთან შეთანხმებით მოძრაობდნენ.ჰარმონიულად დასრიალებდა ჯონი ბობოქარ ტალღებზე,გეგონებოდათ მასზე ძალაუფლება აქვსო.ჯონგუკი ნამდვილ გედს გავდა ტბაზე მოტივტივეს.მისთვის დიდი ტალღები არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.პირიქით თითქოს მწვერვალის დაპყრობას ლამობდესო,ყველა დაბრკოლებას გზად იტოვებდა და სასურველს აღწევდა.მწვერვალს იპყრობდა.როდესაც მზე ბოლომდე ჩავიდა,ჯონმა ნაპირისკენ გამოცურა.სერფინგის დაფა აიღო წყლის ზედაპირიდან,და საბოლოოდ ამოვიდა ნაპირზე.ჯიმინი ბნედადაცემულივით უყურებდა ჯონის მოძრაობას.მისი კუნთების განლაგებას.წყლით დასველებულ პრესს,რომელიც წითელი ცის ფონზე,ბზინავდა.ჯიმინი ვერ გრძნობდა,რომ ჯონს პირდაღებული უყურებდა,აი ჯონგუკი კი ამ სანახაობას კმაყოფილი შესცქეროდა.