განტევების ვაცი 2:შეუჩერებელი

29 3 4
                                    

        ტბის სახლამდე ჯონი გონებაში სიტყვებს ალაგებდა,რას და როგორ ეტყოდა ჯიმინს.არც ის უნდოდა,რომ მისთვის გული ეტკინა და არც ის უნდოდა,დროზე ადრე შეემჩნია ჯიმინს,რომ ჯონგუკმა მას ყველაფერი აპატია.დიახ აპატია,როგორ შეიძლება 5 წლის შემდეგაც გაბრაზებული იყოს ადამიანი,მითუმეტეს თავის ომეგაზე.სხვებს ჯონი წლები ემტერება ხოლმე,ამის კარგი მაგალითი ის ხანძარში ჩაძაღლებული მაფიის ბოსია(კიმი).ჯონს თავი განტევების ვაცი ეგონა ჯიმინის და ჯონგინის გამო.ამ გრძნობას ვერაფერს უხერხებდა,მაგრამ მისი ომეგასთვის მას გულში ჩაიკლავდა.როგორ მოენატრა მისი ფერმკთალი კანი,სავსე წითელი ტუჩები,მომაკვდინებლად ლამაზი თვალები.რას არ იზამდა იმ დროის დასაბრუნებლად,ეს თვალები რომ ხვდებოდა დილას ახალ გაღვიძებულზე.ჯონი ხომ ყოვლისშემძლეა?მას ხომ ყველაფერი შეუძლია?რათქმაუნდა შეუძლია,ამაში ეჭვის შეპარვაც არ შეიძლება,ასერომ ყველაფერი ძველებურად თუ არა,ბევრად უკეთესად იქნება.

მაგრამ შესწევს ამის ძალა ჯონს?
ღმერთმა იცის.

                                ♤♤♤
                   ჯიმინის პოვ*
    როდესაც ნომერში ჯონგუკის დაცვა შემომივარდა,სულაც არ შემშინებია,პირიქით ამას ველოდი.მეტიც,სწორედ ამის გამო დავბრუნდი კორეაში.ჯონგუკს გულს აუცილებლად მოვულბობ,თავს შევაკლავ და მაინც ვათქმევინებ ერთხელ მაინც მიყვარხარს.არ ვიცი ჯონგინთან მომხდარის შემდეგ საერთოდ თუ შემომხედავს,მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო ნათქვამია.
ახლა ვზივარ ამ კუპრივით შავ მერსედესში,და ვუყურებ გზაზე,როგორ ანაცვლებს შენობებს ხეები.გული გამალებით მიცემს,მაგრამ ვცდილობ არ შემეტყოს.არ ვიცი ამდენი ხნის შემდეგ მას რომ დავინახავ,რას ვიზამ,მაგრამ ახლა თუ ასე ვარ,ალბათ მის წინ მუხლები მომეკვეთება და სასოწარკვეთილი შევთხოვ პატიებას.
როდესაც დაცვამ მაცნობა რომ მოვედითო,გარეთ საკმაოდ ბნელოდა,ვერაფერს ვარჩევდი წესივრად.ტელეფონზე ფანარი ჩავრთე,რადგან ფეხი არაფერზე წამომეკრა.კიბეებს რომ მივუახლოვდი,კარი გაიღო და წინ ჯონგუკი ამესვეტა.მის თვალებში წყენის მეტს ვერაფერს ვხედავდი.ღმერთმა ქნას დღეს ცოცხალი გადავრჩე.  

გარდასახვაWhere stories live. Discover now