"შურისძიებას იცით რა მინუსი აქვს?თუ იჩქარებ,ისეთ შეცდომას დაუშვებ,რომ შეიძლება აქეთ შენზე იძიონ შური"
ჯონი უკვე მზად იყო,რომ ჯონგინისთვის ყელი გამოეჭრა,მაგრამ ხომ გაგიგიათ მოჩქარეს მოუგვიანდესო.მთელი ძალებით და ბოლო ჯანსაღი ნერვით ცდილობდა თავი შეეკავებინა.გეგმაზე კონცენტრირება იყო საჭირო.მაგრამ როგორ გინდა რამეზე კონცეტრირდე,როდესაც შენი ომეგა მასთანაა,ვისაც სისხლით ხორცამდე ვერ იტან.ვინჩენცოს გეგმის მიხედვით,ჯიმინს ჯონგინი უნდა მოეტყუებინა და შეხვედრა მოეთხოვა,შემდეგ კიდევ ჯონი და ვინჩენცო მიხედავდნენ ამ ნაბიჭვარს.
ახლაც ჯონი და ვინჩენცო იცდიდნენ მანქანაში.წუთებს ითვლიდნენ.ჯონი წამდაუწუმ ამოწმებდა ტელეფონს,ჯიმინისგან ელოდა ნიშანს,მაგრამ ის არა და არ ჩანდა.ნახევარი საათის გასვლის შემდეგ,ძლივს აზუზუნდა ტელეფონი.მესიჯი ჯიმინისგან იყო.-მაპატიე ჯონგუკ.
ჯონი წამოწითლდა.ყელში ბურთი გაეჩხირა.თაბრუსხვევა და ტკივილი მკერდის არეში,გულისრევის შეგრძნებას უმძაფრებდა.არ უნდა დაიჯეროს.ჯერ ცხადი არაფერია,მაგრამ ძალიან ცუდი შეგრძნება არ ტოვებდა მის გულს.რატომ ითხოვს ჯიმინი პატიებას.ჯონმა ცუდი აზრები მაშიკვე უკუაგდო და ვინჩენცოს გახედა,რომელიც მასზე უკეთეს მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო.
-ჯონ დაწყნარდი,ჯერ შევამოწმოთ წამოდი,ყველაფერი კარგადაა დამიჯერე.-თქვა ვინჩენცომ ისე,რომ დიდად თვითონაც არ ყოფილა მის სიტყვებში დარწმუნებული.ჯონი და ვინი შენობისკენ გაემართნენ.გარეთ ჯიმინის მანქანა იდგა.ჯერ მანქანა გადაატრიალეს,მაგრამ ვერაფერი.შემდეგ შენობაში შევიდნენ.ყველა კუთხე კუნჭული კარგად შეისწავლეს,ისეთი ადგილებიც კი დაათვალიერეს სადაც ჯიმინის პოვნა შეუძლებელი იქნებოდა.უეცრად ჩუმი ჩხაკუნის ხმა მოესმათ.ხმისკენ შეტრიალდნენ და დაინახეს ჯიმინი აკანკალებული ხელებით იარაღს უმიზნებდა მის ალფას,უკნიდან კი ჯონგინი ეკვროდა და ყურში რაღაცებს უჩურჩულებდა.უეცრად სროლის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა მთელი შენობა.ჯონი გაოგნებული იდგა.ჯიმინმა ის მხარში დაჭრა.მაშინვე მოშორდნენ ჯიმინი და ჯონგინი იქაურობას,ვინჩენცოს კი ვერ გადაეწყვიტა,მათ გაჰკიდებოდა თუ ჯონთან დარჩენილიყო.იარაღი ამოიღო და მათი მიმართულებით გაისროლა,რასაც ჯონგინის ყვირილის ხმა მოჰყვა.ჯონგინი მუხლებზე დაეცა,ჯიმინი კი დაიხარა და ააყენა.გაჭირვებით წაიყვანა გასასვლელისკენ და მასში გაუჩინარდნენ.