my bad boy p.8

111 11 4
                                    

    ხელები აუკანკალდა მეის , დანა ძირს დააგდო .
-მეზიზღები ჯექსონ , მართალია ადრე მიყვარდი , მაგრამ ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელე , ყოველ დღე მიწევდა ყურება , თუ როგორ ეფერებოდი ქუჩის კახპებს . ჩემს სიყვარულს აბუჩად იგდებდი , მიუხედავად იმისა რომ იცოდი როგორც მიყვარდი . იმ დღეს არც კი შემაჩერე , ალბათ ფიქრობდი , რომ უკან დავბრუნდებოდი . ვერ წარმოიდგენ როგორ მინდოდა შეგეჩერებინე  და ჩამხუტებოდი .
-ახლა შემიძლია .
-არა , უკვე დაიგვიანე , ხვდები ამას , მაგრამ არ გინდა დაჯერება , აღარ მიყვარხარ ჯექსონ ვანგ .
-უნდა დაგიჯერო ?
-გამიშვი აქედან.  "სიძულვილით აღსავსე უყურებდა მეი "
-არა .
-სხვა გზა არ დამიტოვე . "მეი მიუახლოვდა და ფეხი ამოარტყა მთელი ძალით ერთ ადგილას , ბიჭი ტკივილისგან ჩაიკეცა და ძირს დაეცა , მეიმ კი ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ბინიდან გამოიქცა . 
ქუჩებში დაეხეტებოდა და თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა , უეცრად მაგარ სხეულს შეეჯახა .
-ჯინიონგ ? "გაკვირვებული იყო მეი . "
-წამოდი . " ხელი ჩაკიდა ბიჭმა ისე რომ არაფრის თქმა არ დააცადა  მანქანაში ჩასვა "
-ყველაფერი უნდა ამიხსნა ჯინიონგ .
-ახლა ამის დრო არარის .
-აბა როდის ?
-ახლა არა მეი .
-სად მიგყავარ?
-მარკთან . " უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა , არცერთი იღებდა ხმას , მეი ფანჯრიდან იხედებოდა "
-არ აპირებ რამის თქმას ?
-.......
-მეი , შენ გელაპარაკები .
-.......
-ასე მსჯი ?
-.....
-მეი .
-......
-კარგი , როგორც გინდა .
-შეგიძლია ერთ ადგილას მიმიყვანო ??
-კი . სად ?
-ჩვენ ...
-კი გამახსენდა .. 
ზუსტად ერთ საათში ადგილზე იყვნენ . პატარა სახლი იდგა , მის გარშემო კი ხეები , გზიდან სახლის დანახვა შეუძლებელი იყო , ეზოში ბევრი ყვავილი ხარობდა , ერთი შეხედვით თავი ზღაპრულ ადგილას გეგონებოდა , თუმცა მაინც იყო მასში , საშიში რაღაც . რის გამოდაც ის ადგილი მივიწყებული იყო .
-გახსოვს , სარდაფში რომ ვერ შევდიოდით . ისე გვეშინოდა . 
მეი საქანელაზე დაჯდა .
-მოდი ძველი დრო გავიხსენოთ .
"ჯინიონგი მის გვერდით დაჯდა საქანელაზე "
-იმდენი ოცნებები გვქონდა ."ამოიოხრა ჯინიონგმა "
-ხოო .
-შენ ოცნებობდი ,რომ ჯექსონზე დაქორწინდებოდი . მე კიდევ ერთ გოგონაზე ვოცნებობდი , დღემდე ვეძებ მაგრამ ვერ მივაგენი .
-მე რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ ?
- არ შემეძლო საუბარი , გრძნობებს ჩემს გულში ვინახავდი , მეგონა თუ ვინმეს  ყველაფერს ვეტყოდი , ჩემი სიყვარული გაუფერულდებოდა . სისულელეა არა ?
-და ახლა ამას რატომ მეუბნები .
-ძალიან მომინდა გულის გადაშლა . ვინ იყო ??
-ნინო.
-რაა ?
-ხო ვიცი , კარგი ურთიერთობა არ გქონია მასთან .
-სულელო ჯინიონგ . ის სულ ჩემზე ეჭვიანობდა , მაგიტომაც ვერ მიტანდა. ხომ შეგეძლო...
-იმის თქმა გინდა რომ ნინოს მე ???
-ხო უყვარდი . დაგეხმარები მის მოძებნაში .
- მადლობა .
-ის თუ გახსოვს დამალობანას რომ ვთაშობდით ?
-გინდა ვითამაშოთ ? "თვალები აუციმციმდა ჯინიონგს .
-კიი . შენ იხუჭები .
მეი საქანელადან წამოხტა და მთელი სისწრაფით გაიქცა.
-1.2.3.4..... ვიხილები და მოვდივარ . 
  ეზო კარგად დაათვალიერა ბიჭმა ,10 წუთიანი ძებნის შემდეგ , კვლავ ვერ იპოვა მეი .
-კარგი შენ მოიგე ,"დანებების მიზნით ხელები მაღლა აწია ბიჭმა.
- ახლა სახლში წავიდეთ .  "მოესმა მეის ხმა.
ანქანაში ჩასხდნენ და ორივენი ბავშვობას იხსენებდნენ .
   როდესაც ბინაში მივიდნენ კარები ჯინიონგმა გააღო . შემოსასვლელში მარკის ტანსაცმელი ეყარა .
-მეი ჯობია აქ დარჩე.
- არა . "ჯინიონგს გვერდი აუარა და მარკის ოთახში შევიდა , დაინახა ბიჭი მარტო არ იწვა ლოგინში , სიბნელის გამო მისი სახის დანახვა შეუძლებელი იყო , ამითაც შუქი აანთო . გაკვირვებული უყურებდა ორივეს , შემდეგ ხმამაღლა დაიყვირა
-აქ რას აკეთებ ქეთი ?
მარკი მძინარე სახით უყურებდა და თვალებს ისრესდა .
-არ გინდა შემოგვიერთდე ??"ეშმაკურად იღიმოდა ბიჭი "
-მეი გაიღვიძე , მივედით მარკთან .
ნაზად შეეხო მხარზე ჯინიონგი .

my bad boyWhere stories live. Discover now