- ყველაფერი ისე არ არის , როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ( გაისმა იონგჯეს ხმა )
- შეგიძლია სიმართლე მითხრა ?
- იცი რა არის სიმართლე ? მარკი აქ ზედმეტია , გაეთრიე აქედან .
( მთელი ხმით ყვიროდა იონგჯე , ასეთი გაღიზიანებული ბიჭი ქეთის არასოდეს ენახა )
- რისი გეშინია ? ( შეეკითხა მარკი )
- მე რომ ის ვიყო , ვინც გგონივარ . პირველ რიგში შენ მოგიღებდი ბოლოს . ( სიმწრისგან მკაფიოდ გამოთქვა სიტყვები იონგჯემ )
როგორ ბედავ აქ მოსვლას ?
- ეს პასუხი არ არის . ( ჩაერია მათ საუბარში ქეთი )
- ჩემი პასუხი არ გაკმაყოფილებს ? ( აღშფოთებული იყო იონგჯე )
- მე აღარ ვიცი ვის დავუჯერო .
- მე წავალ . ( მარკმა ნერვიულად ამოიხვნეშა )
- არ მითხრა რომ მას მიყვები ქეთი .
- უბრალოდ კარებს დავკეტავ .
მარტოები დარჩნენ ოთახში , სიჩუმე უკვე აუტანელი იყო , თითქოს სიჩუმესაც სურდა საუბარი . ორივეს გონება ყვიროდა მიყვარხარ თუმც , არცერთი ამბობდა სათქმელს , რაღაც უშლიდათ ხელს .
- მითხარი . ( გაბრაზებული ხმა გაისმა იონგჯესი )
- რისი გაგონება გინდა ?
- რაზე ფიქრობ , რატომ არ მენდობი ?
- გენდობი .
- რამდენიმე წუთის წინ ისე მიყურებდი , თითქოს მკვლელი ვიყო და არამზადა , მე არ დამიმსახურებია ეს .
- მინდა რომ წავიდე .
- რაა ? ( თვალებზე ცრემლები მოადგა ბიჭს )
- კი არ გშორდები , ცოტა ხნით ...
- გაჩუმდი უბრალოდ გაჩუმდი , მიყვარხარ მაგრამ ყოველთვის გულს მტკენ , გულწრფელი ვარ შენს მიმართ , მაგრამ არასდროს აღმიქვავ სერიოზულად . ვეღარ გავიგე რა გინდა ? რას ითხოვ ჩემგან ?
( ხელში ლარნაკი აიღო და კედელს მიანარცხა ბიჭმა )
- ნახვამდის იონგჯე .
- ახლა თუ წახვალ სამუდამოდ დამკარგავ .
- იონგჯე გთხოვ არ გინდა .
- ჩემი ბრალია რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ ? როგორ შემიძლია ასეთი უგულო იყო ჩემს მიმართ . მარკს უფრო ენდობი ვიდრე მე .
- ამომივიდა ყელში შენი მარკისადმი ეჭვიანობა .
- შენი ბრალია ეს ქეთი , მაგრამ არ გაგიშვებ .
- რაა ? ძალით დამაკავებ ? ( ყვიროდა გოგონა ) ისე საუბრობ თითქოს მე ვიყო უგულო , აღარ შემიძლია უკვე , მიყვარხარ მაგრამ შენგან დასვენება მინდა . არასოდეს გადარდებდა ჩემი განცდები , ახლაც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ . (. ცრემლები შეუჩერებლად მოსდიოდა თვალებიდან ქეთის )
- გთხოვთ არ წახვიდე , არ მიმატოვო . ( ხმა უთრთოდა ბიჭს )
- როდესაც დამშვიდდები მერე გავაგრძელოთ საუბარი .
- ხომ არ წახვალ ?
- არა.
იონგჯე მასთან მივიდა და გოგონას სხეული გულში ჩაიკრა .
- მიყვარხარ, მიყვარხარ . ( შეუჩერებლად ბუტბუტებდა ბიჭის ბაგეები სიტყვებს )
- მეც იონგჯე. ( ამოიჩურჩულა ქეთიმ .
YOU ARE READING
my bad boy
Romanceმოქმედება ხდება 2070 წლის კორეაში, ორ დაპირისპირებულ ბანდას შორის , ვითარება მას შემდეგ გამძაფრდება , როდესაც ორივე ბანდის ლიდერს ერთი გოგონა შეუყვარდებათ .