ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია , იმ ადამიანმა მატკინა გული ვისაც ასი ვენდობოდი , შემდეგ გამოჩნდა ადამიანი რომელმაც , ნამსხვრევებად ქცეული გული გამიმთელა , თუმცა მალევე დამიმსხვრია ოცნებები . იძულებული გავხდი მისგან შორს წამოვსულიყავი , არ მინდოდა , ღმერთს ვფიცავარ მარკზე მეტად არავინ არ მიყვარს , მაგრამ არ შემიძლია მასთან ყოფნა , ვიგრძენი როგორ ეტკინა , როდესაც მისგან წამოვედი , ხმა უკანკალებდა , მთხოვდა მასთან დავრჩენილიყავი , მაგრამ ვერ შევძელი . ძნელია როდესაც გონება და გული ერთმანეთს არ ემორჩილება . ახლა უბედური ვარ, მარკთან რომ დავრჩენილიყავი არც მაშინ ვიქნებოდი ბედნიერი .
მეი უმიზნოდ დაეხეტებოდა ქუჩებში , ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოარკვია , უცნობი ნომრიდან მიიღო შეტყობინება , სასწრაფოდ გახსნა და წაიკითხა :
რადგანაც გადამარჩინე , მეც მოგცემ საშუალებას შენთვის ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე იხსნა , გეტყვი ჯექსონი სად მყავს , ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია , იმ სახლის სარდაფშია სადაც ბოლოს შენ და ჯინიონგი იყავით , მინდა იცოდე შენთვის არაფრის დაშვებას არ ვაპირებდი , იჩქარე .
გონება არეული და შიშისგან სასოწარკვეთილი მიდიოდა სახლისკენ მეი , ნახევარ საათში სარდაფში ჩავიდა , ჯექსონი უგონო მდგომარეობაშია დაინახა მისკენ გაიქცა , ხელები გაუნთავისუფლა და სახეზე წყალი შეასხა , ჯექსონმა თვალები გაახილა , შეეცადა ამდგარიყო ხელი მეის გადახვია და წვალებით სარდაფიდან ამოვიდნენ .
- შენ მოხვედი ჩემთან , იმედის ნაპერწკალი ჩაუდგა თვალებში ჯექსონს )
- ვერაფერს ვერ დაგპირდები .
- გული გატკინა ხომ ? სხვა შემთხვევაში მისგან არ წამოხვიდოდი .
- შენ არაფერი იცი ჯექსონ , მითხარი ნინისთან რამე გაკავშირებს ?
- არა . (იცრუა ჯექსონმა )
- დარწმუნებული ხარ ?
- ხო .
შენ გინდა დამარწმუმო , რომ უმიზეზოდ მოგექცეს ასე ?
- გთხოვთ ამის დრო არ არის . ( დაღლილი თვალებით უყურებდა ჯექსონი )
- უკვე ყველამ დამღალეთ , იმედია მალე კარგად იქნები .
- ჩემზე ღელავ ?
- რათქმაუნდა ვღელავ იდიოტი , მხოლოდ მე მაქვს უფლება , რომ შეგეხო .
- ოოო . მომწონს ახალი მეი .
- შეხებაში არაფერი კარგი არ მიგულისხმია , ასე რომ მოიშორე მაგ სულელური ღიმილი სახიდან , არ გიხდება .
- როგორ იტყვი , მითხარი რას აპირებ ?
- ამ სახლში დავრჩები .
- ჩემთან წამოდი მეი .
- შენი პატარა დაიკო მოგენატრა ? ( ირონიულად უყურებდა გოგონა )
- უკვე ძველი მეი დაბრუნდა .
- მე გავალ ოთახს მოვაწესრიგებ .
ერთ პატარა ოთახში შევიდა , ორივე ფანჯარა გამოაღო და ლოგინები გადაალაგა , რადგანაც გვიანი იყო , ვერ მოასწრებდა მეორე ოთახის მოწესრიგებას , თანაც მარტო ვერ შეძლებდა დაძინებას .
ოთახში ჯექსონი შემოვიდა და ლოგინზე წამოწვა .
- კიდევ გეშინია სიბნელის ?
- რათქმაუნდა ( მეი ლოგინზე იჯდა და ფეხებს აქეთ-იქით აქანავებდა .
- ფეხებს თუ გააჩერებ კარგი იქნება . ( გაეღიმა ჯექსონს )
- ნუ ხარ იდიოტი .
- დამიჯერე შენს სასიკეთოდ ვამბობ . ( კვლავ იღიმებოდა ბიჭი და მეის ფეხებზე უყურებდა )
- ნუ ხარ გარყვნილი .
- კარგი . ( დაამთქნარა ბიჭმა )
- ტკბილ ძილს გისურვებ .
- მეც ჯექსონ .
ბიჭმა ოთახში სინათლე ჩააქრო , კვლავ ლოგინში დაბრუნდა , ჯექსონი იმდენად დაღლილი იყო მალევე ჩაეძინა , მეის კი პირიქით ძილი არ ეკარებოდა , მთვარიანი ღამე იყო და ოთახი საკმაოდ განათებული იყო , ჯექსონისკენ გაიხედა რათა დარწმუნებულიყო , რომ ეძინა . შემდეგ თვალები მისი სხეულისკენ გაეპარა . ( იდიოტი მაისური ვერ ჩაიცვა ? გულში გაიფიქრა მეიმ ) ოთახი მოათვალიერა თუმცა კვლავ ჯექსონის სხეული ედგა თვალწინ . უეცრად მთელი ხმით წამოიყვირა და ჯექსონის ლოგინზე გადავიდა , ვერც კი მიხვდა როგორ აღმოჩნდა მის მკლავებში .
- ობობა ? ( ნამძინარევი ხმა გაისმა ბიჭის )
- ხო . ( თვალებზე ცრემლები მოადგა მეის )
- არ მითხრა რომ ტირიხარ .
- არა რას ამბობ .
- ხომ იცი ვერ მომატყუებ , საწყალი ობობა მოკალი ?
- ჯექსონ .
- კარგი ვხუმრობ .
- გთხოვ ჩემს ლოგინში შენ დაწექი .
- ასე მწირავ ? შენი აზრით გიგანტ ობობას მოვერევი ?
- ნუ დამცინი . ( ხელი ოდნავ დაარტყა მკერდზე მეიმ , როდესაც გააცნობიერა თავისი საქციელი ლოყები აუწითლდა )
- ჯანდაბა მაისური მაინც ჩაიცვი .
- ნუ შემომხედავ .
- ზედმეტად იდეალური სხეული გაქვს , რომ არ შემოგხედო . ( დაიჩურჩულა მეიმ )
- ყველაფერი გავიგე . ( მიუგო ჯექსონმა )
- იმდენად მეშინია , არ შემიძლია ხელები გაგიშვა .
- და ვინ გითხრა , რომ ეს მე მინდა ?
- მე მინდა .
ჯექსონი გოგონას ცხელ სუნთქვას გრძნობდა კისერზე , რაც გონებას უბინდავდა და გრძნობებს ურევდა , მეის სურნელი მასზე ძლიერ მოქმედებდა , რომ შეძლებოდა აღარასოდეს გაუშვებდა ხელს , დარწმუნებული იყო უკანასკნელად ეხებოდა მეის , თუმცა რამდენიმე წუთში ისეთი რამე მოხდა, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა . ტუჩებზე იგრძნო მეის ტკბილი შეხება , რამდენიმე წამში დასჭირდა იმის გასააზრებლად , რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა .
( გთხოვ შეჩერდი , გთხოვ . ყვიროდა მეის გონება . თუმცა მას წინაადეგობის გაწევა არ შეეძლო.
ეხებოდა მამაკაცს , არა უბრალოდ ვიღაცას , არამედ პირველ სიყვარულს , მიუწვდომელს . გრძნობდა მხოლოდ ამაზე ვერ შეჩერდებოდა , უფრო მეტი უნდოდა )
..........
- გამომიშვი . ( მთელი ხმით ყვიროდა გოგონა და კარებს ხელს ურტყავდა )
- შეწყვიტე , თავს არაფერი დაუშავო .
- თითქოს გადარდებდეს ჯებუმ ახლავე გამომიშვი აქედან .
- ვერ მოგცემ იმის უფლებას , რომ უგულო არსებად გადაიქცე .
- გამიშვი აქედან .
- რატომ ? დაწყებული საქმე რომ დააარულო ?
- ჯებუმ . ( კვლავ დაიყვირა ნინიმ )
- თუ არ ეცდები აქედან გამოქცევას მაშინ გამოგიშვებ .
- რატომ არ მომეცი მისი მოკვლის უფლება ?
- ვიცი ჯექსონი იდეალური არაა , მაგრამ ჩემი ძმაა .
- მან არც კი იცის შენი არსებობის შესახებ .
- მაგ არ არის მთავარი .
- აღარც მინდა მისი მოკვლა .
- ვიცი ნინი .
- გთხოვ გამიშვი ჯებუმ .
- არ შემიძლია .
- რატომ ?
- იცი რატომაც ნინი .
- არვიცი .
- მიყვარხარ და ჩემს თავს ვერ ვაპატიებ , თუ რამე დაგიშავდება .
......
- გთხოვ მითხარი , რომ შენთან არის მეი . ( ანერვიულებული ხმით ლაპარაკობდა მარკი )
- რას ამბობ , რა მოხდა ? ბინაში შემოდი .
- ქეთი , მართლა არ არის შენთან ?
მარკი მთლიანად კანკალებდა და ვერ მშვიდდებოდა ქეთიმ წყალი მიუტანა და სკამზე დასვა ბიჭი .
- მითხარი რა მოხდა ?
- დაშორდა , ვიცი ჩემი ბრალია , ისიც კი არვიცი სად არის , ძალიან რთული პერიოდი დაიწყება მალე , ძველი ბანდა ბრუნდება ...
- უსახელო ნაბიჭვრები ? ( შიში დაეტყო სახეზე ქეთის .
მარკმა მომხდარის შესახებ ყველაფერი უამბო .
- არიცი ვინარის ლიდერი ?
- რატომღაც ჯებუმი მგონია . მაგრამ ამაზე მეტი სადარდებელი მაქვს , აღარავინ მყავს სულ მარტო დავრჩი , ჩემს ძმასაც კი აღარ ვადარდებ , ეგ როგორ გამიკეთა , მესმის მეის , მაგრამ ჯინიონგს ვერ ვუგებ , მე ხომ მისი ერთადერთი ძმა ვარ , ( მარკი სასოწარკვეთილებამ მოიცვა )
ფეხზე წამოდგა ბოლთას ცემდა დაიწყო . თაროდან წიგნი აიღო და იქედან ფოტო გადმოვარდა .
- ეს ფოტო საიდან ?
- იონგჯეს მამის ფოტოა .
- რაა ? დარწმუნებული ხარ ?
- რა ხდება ?
- ეს სეჰუნია , უსახელო ნაბიჭვრების , ერთ-ერთი წევრი იყო .
- იმის თქმა გინდა , რომ იონგჯე არის ლიდერი ? ( ხმა აუკანკალდა ქეთის )
- არარის გამორიცხული .
- ყველაფერი ისე არ არის , როგორც ერთი შეხედვით ჩანს . ( გაისმა იონგჯეს ხმა )
😎😎😎😎😎
როგორ ხართ ბარტყებო ? იმედია მოგეწონათ . შევეცდები მომდევნო უფრო დიდი დავწერო , აბა მითხარით თქვენი იდეები , ვინ გგონიათ ლიდერი ?
YOU ARE READING
my bad boy
Storie d'amoreმოქმედება ხდება 2070 წლის კორეაში, ორ დაპირისპირებულ ბანდას შორის , ვითარება მას შემდეგ გამძაფრდება , როდესაც ორივე ბანდის ლიდერს ერთი გოგონა შეუყვარდებათ .