My bad boy p. 11

118 12 2
                                    

მიმატოვა . ,, ქეთი მუხლებზე დაემხო და ცხარედ ატირდა ''
- რატომ ?
- სულელური მიზეზის გამო .
- მე არ მეტყვი ?
- მეი გთხოვ დაასვენე. (საუბარში ჯინიონგი ჩაერთო )
- მას ძალიან უყვარხარ , უმიზეზოდ ...
- მეი გთხოვ ...
- კარგი ჯინიონგ .
კიდევ გაისმა კარებზე ხმა , ჯერ ზარის , შემდეგ ხელების დარტყმა , ლამის კარები ჩამოინგრა.
- ეს მარკი არაა , იონგჯე იქნება , არ შემოუშვა მისი დანახვაც არ მინდა . ( ევედრებოდა ქეთი )
- გინდა მეზობლები შემიყაროს ?
- მეი .
- გული მიგრძნობს რაღაცას მიმალავ ქეთი . ( კარები გააღო მეიმ )
იონგჯე შემოვიდა , სახეზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა . ქეთისკენ წავიდა , ხელი მოკიდა .
- აქ რას აკეთებ ? ( ისეთი ბრაზით წარმოთქვა სიტყვები , ქეთი უნებურად აკანკალდა )
- ხელი გამიშვი მტკივა .
- მასთან მოხვედი , არაა ?
- გთხოვ იონგჯე.
- უთხარი მეის ?
- არაა საჭირო .
- რაზე საუბრობთ ? ( მოთბინება დაეკარგა მეის )
- მარკს დაველოდოთ .
- აქ ვარ იონგჯე , რა პრობლემა გაქვს ? როგორ ბედავ ჩემს სახლში ასეთ დროს მოსვლას ? ( მეი გულში ჩაიკრა )
- იცის სიმართლე ? ( არ ეშვებოდა იონგჯე )
- ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ , არ მესმის ...
- არ გესმის ხოო ?? შენზე და ქეთიზე ვსაუბრობ.
- არ მეგონა სექსი თუ დანაშაული იყო , გთხოვ მეი , ასე ნუ მიყურებ , ეს დიდი ხნის წინ მოხდა , არც კი გიცნობდი , მაგ პერიოდში არ მეგობრობდით . ნუ ცდილობ რომ მომშორდე . მე შენთვის არ მიღალატია , იონგჯეს მამაკაცური ღირსება შეელახა იმის გააზრებით , რომ ქეთი პირველად ჩემთან იწვა და არა მასთან. მეი არაფერს მეტყვი ?
- გიყვარდა ?
- არა , მასაც არ ვუყვარდი . უბრალოდ ზედმეტი დავლიეთ. კარგი ვაღიარებ , მომდევნო დღესაც გვქონდა ..
- აღარ მინდა მოსმენა. ( ხმას აუწია მეიმ )
- ეს ყველაფერი მისი გადმოსახედიდან . ახლა ჩემს მოსაზრებას გეტყვი . ( იონგჯეს კვლავ ქეთის თვის ქონდა ხელი ჩაჭიდული )
- რატომ გამწარდი იონგჯე ?
- გაჩუმდი მარკ . მგონი გაგაფრთხილეს , რომ მარკს ქალიშვილები მოსწონს , ესაა მიზეზი , ის გიყენებს .
- მოკეტე ნაბიჭვარო . შენნაირი კი არ ვარ , ფიქრობ რადგანაც პირველი სიყვარული წამართვი , მეც შენსავით მოვიქცევი ? ( გამწარებული იყო მარკი , ხმა მკაცრი და უფრო ძლიერი გაუხდა ) მეი მართლა მიყვარხარ , მთელი გულით . ასე არასოდეს არავინ მყვარებია , ვიცი ბანალურად ჟღერს მაგრამ , ეს სიმართლეა . არ მინდა შენი დაკარგვა . ამას ვერ გადავიტან , მხოლოდ შენს გამო მინდა შეცვლა , აღარ ვაპირებ ლუზერად ყოფნას .
- ჯინიონგ გთხოვ აქედან წამიყვანე .
- არ გესმის რას გეუბნები ? მიყვარხარ.
- ჯობდა არ დაგემალა.
- მეი.
- მე არ მითქვამს , რომ გტოვებ . უბრალოდ მინდა ცოტა ხნით მარტო ვიყო. ხვალ დავბრუნდები .
- არა გთხოვ ...
- ვერ გაიგე რა გითხრა ?
- ჩვენს საუბარში ნუ ერევი იონგჯე .
ჯინიონგი ორივეს შუაში ჩადგა , მარკი და იონგჯე ცოტაც და იფეთქებდნენ.
- ორივემ მოკეტეთ , არაკაცურად იქცევით . ჩხუბით ვერაფერს მოაგვარებთ .
- აბა რა გავაკეთოთ ?
- პირველ რიგში იონგჯე უნდა წახვიდე , ქეთი დარჩები აქ ?
- მე არვიცი .
- დამიჯერე ჯობია წაყვე . იქნებ ცოტა გონზე მოიყვანო . იონგჯეს ჩემზე კარგად არავინ იცნობს , მას უყვარხარ .
- მართალი ხარ , წავალ . ყველას რთული ღამე გვქონდა . მეი მიბრაზდები ? არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა.
- ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ .
- კარგი , როგორც გინდა .
ქეთი ბინიდან გამოვიდა , ნელა მიყვებოდა იონგჯეს , უხერხული სიჩუმე იდგა , მანქანაშიც არ გაუციათ ხმა ერთმანეთისთვის . ბინაში ავიდნენ . ქეთი საძინებელში შევიდა და ლოგინზე წამოწვა .
- ხმას როდის გამცემ ?
-.......
- ქეთი ( ბოლო ხმაზე დაუყვირა იონგჯემ )
- გული მატკინე , ახლა კმაყოფილი ხარ ? შენს გამო ჩემს საუკეთესო მეგობარს ვკარგავ .
- გიყვარვარ ?
- მაგას მე მეკითხები ? ისეთი სკანდალები მომიწყვე , მიწასთან გამასწორე , უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის . ( სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს ქეთი , იმდენად იყო აფორიაქებული , გამოუვალ სიტუაციაში , აღარ იცოდა რა ეღონა )
- ქეთი. ( ხმა დაუთბა იონგჯეს )
- თვალდახუჭული გენდობოდი. ახლა როგორ გენდო ?
- მე მიყვარხარ.
- შეიძლება .
- არ გჯერა?
- არვიცი რა უნდა მჯეროდეს იონგჯე. ნუ მიყურებ მკერდზე .
- მარკი არ გიყვარს ?
- იცი პასუხი .
- დამიმტკიცე.
- რა.
- დამიმტკიცე , რომ გიყვარვარ ქეთი .

**ბიანეე მეტს ვეღარ ვწერ , ისე მეძინება . ვიცი პატარა თავია. მომდევნო +18 იქნება ასე რომ სულიერად მოემზადეთ , იმედია ისიამოვნეთ კითხვისას. გკოცნით ყველას. ვინც კითხულობთ , თუ დააკომენტარებთ ძალიან გამახარეთ .

my bad boyWhere stories live. Discover now