თავი 1
ვუყურებ ჩემ წინ მდგარ ბიჭს, რომელიც ზიზღით და ჩაშავებული,მუქი მწვანე, გაბორეტებული თვალებით მიყურებს და მთხოვს ვუთხრა ის რაც არ ვიცი. უკვე 1 კვირაა ერთი და იგივე მეორდება. ძალა გამოცლილი ვარ, ვეღარაფერს ვაკეთებ. 1 კვირაში დავნებდი,ყოველ წამს ველოდები სიკვდილს. უკვე ვლოცულეობ რომ მომკლან, ღმერთს ვევედრევი რომ მომკლან.
- არაფერი ვიცი. - ამოვილუღლუღე ძალა გამოცლილმა და თავი კედელს მივადე. მან გამწარებულმა მუშტი კედელს დაარტყა და მე "ჩამომხედა".
- გეყოს მაგის ძახილი! უკვე ერთი კვირაა მაგას გაიძახი! როდემდე იქნები ასე?! როგორც ჩანს კარგად ყავხარ გაწრთვნილი. მაგრამ..- ის დაიხარა და ყელზე მომიჭირა.- მაინც გათქმევნებ. რაც არ უნდა ოყოს. რადაც არ უნდა დამიჯდეს ხმას ამოგაღებინებ! - კბილებში გამოცრა და გავიდა. მე თავი დავხარე და ცრემლები წამომივიდა. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი. როდემდე ვიქნები აქ, როდემდე ვიგრძნობ ამ გაუსაზრდილ ტკივილს.
ნახევარი საათის შემდეგ ისევ გაისმა კარების ხმა. მე ამოვიოხრე და მოვემზადე ტკივილისთვის. მაგრამ იქ სულ სხვა ბიჭი იყო. მას ლურჯი თვალები და მუქი ყავისფერი თმები ქონდა. იგი ჩემთან მოვიდა, და ჩაიმუხლა.
- ასტრიდი არა? - მკითხა მან. მე ნელა თავი დავუქნიე. ის წამოდგა, სკამი მოიტანა და ჩემ წინ დაჯდა.- ასტრიდ. ეზლა მე კითხვებს დაგისმევ შენ კი მხოლოდ "დიახ"ს ან " არა"ს მეტყვი. გასაგებია? - მე თავი დავუქნიე და შეშინებულმა შევხედე.
- მე გკითხე. გასაგებია მეთქი?- მითხრა და წინ გადმოიხარა.
- დ..დიახ.- ვთქვი ჩუმად. კუთხეში შევამჩნიე მისი ღიმილი.
- ძალიან კარგი. დავიწყოთ. - თქვა და ხელები გასავსავა.- ხო მართლა. არ დაგავიწყდეს. მხოლოდ სიმართლე. თორემ, ის ბიჭი ალბათ გახსოვს არა? - მითხრა და ის ხუჭუჭა ბიჭი იგულისხმა რომელიც მაწამებდა. ჩემი შეშინებული სახე რო დაინახა ბოროტულად ჩაიღიმა. - დამიჯერე, ეს არაფერია რაც გაგიკეთა. - თქვა და ამათვალიერა. მაგრამ მერე ისევ სერიოზული სახე მიიღო და დაიწყო.- ჯეკ ბროუნი მამაშენია, ხომ ასეა?- მკითხა და შემომხედა.
- დიახ.- ვუთხარი მას. მან კმაყოფილი ღიმილით შემომხედა.
- შენი მშობლები დაშორებულები არიან, და შენ დედასთან ცხოვრობდი.ასეა?
- დიახ.
- მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად შენ მაინც ნახულობდი მამაშენს. ასეა?- არა ეს არ იყო სიმართლე. როცა მშობლები დაშორდნენ მე 2 წლის ვიყავი. მამა მხოლოდ 1 წელი მნახულობდა. მას შემდეგ აღარ მინახავს.
- ა..არა. - მის თალებში შევამჩნიე სიბრზე. მოულიდნელად ვიგრძენი როგორ წამომაყრნა ფეხზე.როგორ მომიჭირა ხელი ყელზე და კედელს ამაკრა.
- მე ვთქვი მხოლოდ სიმართლე მეთქი.- დამიყვირა მან და უფრო მომიჭირა ხელი.
- ს..სიმართლეს ვამ..მ..ბობ. - ვთქვი ძლივს რადგან ვეღარ ვსუნთქავდი.
- კითხვას კიდევ გაგიმეორებ! მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად შენ მაინც ნახულობდი მამაშენს. ასეა? - მითხრა და კიდევ უფრო მომიჭირა ხელი. ვეღარ ვლაპარაკობდი. - ასეა?- დამიღრიალა მან.
- არა! - ძლივ ვთქვი. ვიგრძენი როგორ მომაშორა ხელები, და მეც ძალა გამოცლილი ძირს დავეცი და ხველება ამიტყდა.
- კარგი. - თქვა მშვიდი ხმით. ეს ბიჭი მგონი გიჟია. 2 წამის წინ მიღრიალებდა რომ სიმართლე მეთქვა, მკლავდა. და ეხლა წყნარად მიყურებს და ადვილად დაინახავდით მის სახეზე პატარა ღიმილს. ნამდვილად გიჟია! ღმერთო. ცოტა რო ჩავწყნარდი ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და კედელს თავი მივადე.
- მაგრამ, იცი რას საქმიანობს მამაშენი და რაშია მონაწილე ხო? - მას გაკვჯრვებული შევხედე.
- ა..არა?- ვუთხარი შეშინებულმა. მაგრამ ეს უფრო კითხვას გავდა.
- ასტრიდ. - მუთხრა მან და გაბრაზებულმა შეომხედა. - მხოლოდ სიმართლე.- კბილებში გამოცრა.
- სიმართლეს ვამბობ.- ვთქვი ჩუმად და ცრემლები წამომივიდა. - გეფიცებით. მამაჩემს ნორმალურად არც ვიცნობ. ის ბოლოს 3 წლისას ვნახე. მას შემდეგ არც კი გამოჩენილა.
- თუ არ იცნობ მაშინ რატომ მიდიოდი იმ დღეს მამაშენთან!- დაიყვირა მან. მე შიშისგან ავხტი.
- იმიტომ რომ დედაჩემი გარდაიცვალა! იმიტომ რომ მე სრუწლოვანი არ ვარ და თუ რომელიმე მშობელთან არ ვიქნებოდი ბავშვთა თავშესაფარში წამიყვანდნენ. - მეც არ დავაკელი ყვირილი. იმ ბიჭმა გაკვირვებული შემომხედა. სიმართლე გითხრა მეც გამიკვირდა. ის ჩემთან მოვიდა და ჩემ წინ ჩაიმუხლა.
- მეორედ, არ გაბედო ხმის ამაღლება, თორემ შენს ხორცს ძაღლებს მივუგდებ საჭმელად. გასაგებია?- კბილებში გამოცრა და ჩაშავებული, ცივი თვალებით შემომხედა.
- კ..კი- ვუთხარი შეშინებულმა.
- ლუის!- გავიგე ვიღაცის ხმა. მისკენ მივიხედე იქ კი ის ხუჭუჭა იდგა. მის დანახვაზე, შიშმა და კანკალმა ამიტანა.
- შეგიძლია წახვიდე. - თქვა მან და ზუზღით შემომხედა.
- ჰარი. საქმე მაქვს!- თქვა ლუიმ და ოთახიდან გავიდნენ. ისევ მარტო დავრჩი. ამ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ის მივხვდი რომ აქ მხოლოდ მამაჩემის გამო ვიყავი. რომ ის რაღაც საქმეში იყო ჩარეული და ეს ნამდვილად არ იყო კეთილი საქმე. რა სიმართლრს მთხოვენ ისინი? აე ვიცი! არვუცი ისინი რას მთხოვდნენ. ისინი ხშირად მეუბნებოდნენ რო ეხლა ვის უნდა ატკინოს. ვის უნდა წაართვას საყვარელი ადამიანი. ვწყევლი ჯეკს! იმის გამო რომ ის მამაჩემია. იმის გამო რომ ის მკვლელი აღმოჩნდა და ცხოვრებას უნგრევს სხვებს. იმის გამო რომ ასეთ დღეში ვარ მის გამო. მძულს ჯეკ ბრაუნი. მირჩევნია მომკლან ვიდრე ვინმე მის შვილად მიცნობდეს.