' წარსულს ვერსად გაექცევი '

575 52 21
                                    

7 თავი
ტაქსში ვზივარ და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ამდენი ხნის შემდეგ ისევ გამოჩნდა. ისევ არია ყველაფერი. ისევ გამახსენა წარსული. რატომ ღმერთო! ყველგან ეგ რატომ უნდა იყოს.
- გოგონა კარგად ხარ?!- ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამომიყვანა.
- დიახ.- ვუთხარი მას და ცრემლები მოვიწმინდე. ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა. ამოვიღე და ზეინი იყო.
- გისმენ.- ვუთხარი მას.
- ასტრიდ?! სად ხარ?! ვერსად ვერ გნახე!- მითხრა ანერვიულებულმა.
- ზეინ ნუ ნერვიულობ. ამ.. სახლში წამოვედი.
- რატომ?! ხომ კარგად ხარ?!რა ხმა გაქვს, რამე მოხდა?! ეხლავე მოვდივარ!
- არა ზეინ! არ წამოხვიდე ჩემ გამო,გთხოვ. გაერთე. მე კარგად ვარ.
- კი მაგრამ ასტრიდ..
-  გთხოვ ზეინ. ყველაფერს ხვალ მოგიყვები.
- დარწმუნებული ხარ?!- მითხრა შეწუხებულმა.
- კი.
- კარგი.- მითხრა და ამოიოხრა. მე კი ტელეფონი გავთიშე და ისევ ცრემლები წაომივიდა.
მალევე გააჩერდა ტაქსი. ფული გადავუხადე და სახლში შევედი. ტანსაცმელი გავიხადე და თბილ საწოლში შევწექი. დღევანდელი დღე თავიდან არ ამომდიოდა, თუ როგორ მიყურებდნენ მისი მწვანე თვალები. თითქოს ადვილათ შეამჩნევდით მონატრებას და სინანულს. მაგრამ როგორ შეიძლება იმ სიტყვების შემდეგ და იმ ტკივილის შემდეგ მას ენატრებოდე?!დარწმუნებული ვარ სულ ფეხებზე ვეკიდე და ვკიდივარ კიდეც. ამ ფიქრებში ვიყავი როცა კარებზე ზარის ხმა მოისმა. ალბათ ზეინია. ხო ვუთხარი ნუ წამოხვალ მეთქი. ცრემლეი მოვიწმინდე, მოკლე ხალათი ჩავიცვი და კარებისკენ წავედი.
- ზეინ ხომ გითხარი დარჩი მეთ...- სიტყვა გამიწყდა როცა კარებში ზეინის მაგივრად ჰარი დავინახე. მას ხელები ჯიბეშო ქონა ჩაყოფილი და "მაღლიდან" მიყურებდა.
-არამგონია მე ზეინი ვიყო.- მითხრა მან ბოხი ხმით. ამაზე გამაჟრჟოლა.
- შენ?! აქ რას აკთებ?!- ძალ ღონე მოვიკრიფე და სერიოზული და უდარდელი სახე მივიღე. მას არც უკითხავს ისე შემოვიდა სახლში. - მე არ მითქია რომ შეგეძლო შემოსულიყავი!
- ამის თქმა არც მჭირდება. - მითხრა და თვალი ჩამიკრა. ამაზე ნერვები მომეშალა.
- კიდევ ერთხელ გიმეორებ! აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
- შენ გამოგყევი.- მომიჭრა უცებ.
- რატომ?!- ვუთხარი და წარბები შევჭმუხნე.
- ასე იყო საჭირო.
- ჯანდაბა! რატომ არ შეგიძლია თავი დამანებო?! არ გეყო ის რაც გამიკეთე?! რაც დამტანკე არ გეყო?! ისევ რატომ გამოჩნდი?! არ შეიძლია რომ უბრალოდ გაუჩინარდე ჩემი ცხოვრებისგან?! იცი მაინც რა ცუდად ვიყავი?! იცი მაინც რას ვგრძნობდი 1 წლის განმავლიბაში?!შენ რომ უდარდელად ცხოვრობდი მე იცი როგორ ვიტანჯებოდი?! და იცი ვის გამო?! შენს გამო! მხოლოდ და მხოლოდ შენს გამო!  - მწყობილებიდან გამოსული უკვე ვყვიროდი.
- და რა იცი შენ, მე როგორ ვცხოვრობდი?! - მანაც არ დააკლო.
- იმ სიტყვების შემდეგ რაც მითხარი არამგონია ჩემზე გეფიქრა და ღამე ჩემზე ფიქრით გაგეტარებინა. - ვუთხარი შედარებით წყნარად.
- მაშინ მთვრალი ვიყავი. - თავი იმართლა მან. ამაზე ჩამეცინა.
- წადი.- ვუხარი მას.
- არსად წასვლას არ ვაპირებ!- მითხრა მკაცრად.
- გთხოვ წადი! წადი ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ წადი გთხოვ!- დავიყვირე მე და ხელში რაც მომხვდა ყველაფერი ძირს გადმოვყარე.
- ასტრიდ დაწყნარდი!- მითხრა მან მკაცრად მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი გიჟივით მოფცევას. ყველაფერს ვლეწავდი რაც ხელში მომხვდებოდა. ნერვებს ვეღარ ვთოკავდი. ჰარი ჩემთან მოვიდა და ჩემ გაჩერებას ცდილობდა.
- წადი! წადი ჩემი ცხოვრებიდან!შემეშვი!- ვაგრძელებდი ყვირილს.
- ასტრიდ დაწყნარდი! - გავიგე მისი ყვირილის ხმა და ვიგრძენი როგორ ამეწვა ლოყა და როგორ აღმოვჩნდი იატაკზე. მან მე გამარტყა. ამაზე უფრო ამივარდა ტირილი. ჰარი დაიხარა და მთელი ძალით მომხვია ხელები. მე ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ მაინც არ მიშვებდა ხელებს. მერე დავნებდი და მის მკლავებში გავაგრძელე ტირილი.
- თავს რატომ არ მანებებ.- ვჩურჩულებდი მე.
- დაწყნარდი.- მითხრა თბილად და თავზე მაკოცა.

DarkМесто, где живут истории. Откройте их для себя