' ახალი ცხოვრება! '

490 48 7
                                    

თავი 6
დილით რომ გავიღვიძე ოთახში ვიყავი. გაკვირვებული წამოვდექი და ოთახს თვალი მოვავლე. მე ისევ აქ ვარ. მე ისევ იმ ოთახში ვარ. კი მაგრამ აქ როგორ აღმოვჩნდი?! გაკვირვებული ვიჯექი საწოლზე და ვფიქრობდი,აქ როგორ აღმოვჩნდი. გუშინ ტირილში ჩამეძინა, ზუსტად მახსოვს რომ ხის ქვეშ ვიჯექი. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს.
ფეხზე ავდექი მაგრამ თავბრი დამეხვა და ისევ დავჯექი. ხელი მივიდე სახეზე და ცხელი ვიყავი. ალბათ სიცხე მაქვს. ამოვიოხრე. ფეხზე ავდექი და ქვევით ჩავედი. იქ კი ლუი დავინახე რომელიც ტელევიზორს უყურებდა. ფეხის ხმაზე გამოიხედა, მე რომ დამინახა ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
- კარგად ხარ?- მკითხა მან.
- აქ როგორ აღმოვჩნდი? - მისი კითხვა დავაიგნორე და კითხვითვე შევუბრუნდი.
- გუშინ ჰარიმ მოგიყვანა. ხის ქვეშ გიპოვნა, წვიმაში. მაღალი სიცხე გქონდა ამიტომაც წამოგიყანა.
- არ უნდა წამოვეყვანე! რატომ?! მას ხომ ვძულვარ. რატომ წამომიყვანა!- ვუთხარი და ვიგრძენი ცრემლები როგორ მომაწვა.
- ასე არაა! მას არ სძულხარ. -მითხრა ლუიმ.
- მაში..
- მე შენ არ მძულხარ ასტრიდ!- ჰარის ხმამ გამაწყვეტინა. ამაზე გამაჟრჟოლა. მას შევხედე ცრემლიანი თვალებით. ეტყობოდა რომ ნასვამი იყო. ფეხზე ძლივს იდგა. -მე შენ არ მძულხარ. უბრალოდ გუშინ ძალიან გავბრაზდი!- მითხრა მან მკაცრად.
- რატომ?! რატომ ჰარი მიპასუხე! მე ხომ ისეთი არაფერი მითქვამს რომ გაბრაზებულიყავი?!მე ხომ შენ, შემიყვარდი?! ამაში რა არის დანაშაული?! დამნაშავე ვარ ჰარი?!- ვთქვი ხმამაღლა.
- არ უნდა შეგყვარებოდი! ეს შეუძლებელია! ეს არ შეიძლებოდა ასტრიდ გაიგე!
-რა უნდა გავიგო ჰარი! განა მე მინდოდა რომ შემყვარებოდი?! არა ჰარი ცდები! მე შენ მთელი არსებით მძულდი! მეზიზღებოდი! არვიცი როდის შემოიჭრა ეს გრძნობა ჩემში.- ხელი გულზე მივიდე. თან ცრემლები მახრჩობდა.- ამას ვერაფერს ვუხერხებ ჰარი გესმის?! ვერაფერს ვუხერხებ! თუ გინდა მცემე! მომკალი! მაგრამ,ვერაფერს შევცვლით!
- ხოდა როგორც შემიყვარე ისე გადამიყვარე! - დაიღრიალა მან და ლარნაკი ძირს დააგდო. ამაზე ძალიან შემეშინდა და უკან დავიხიე. - რას ელოდი?! რომ მოვიდოდი თავზე ხელს გადაგისვანდი და გეტყოდი მეც მიყვარხარ მეთქი?! და ესე ტკბილი და საყვარელი ცხოვრება გვექნებოდა?! ძალიან ცდები ასტრიდ!- ამბობდა ის თან იცინოდა. გულს მტეკნდა. მისი თითოეული სიტყვა გულს მტკენდა. მანადგურებდა. მინდოდა რომ მიწა გაყიფილიყო და შიგ ჩავეთრიე. აღარ შემეძლო. ამის ატანა აღარ შემძლო.
- ჰარი გაჩერდი!- ლუიმ დაუყვირა.- ხვდები რას ამბობ?! - მე მასთან მივედი.
- ლუი თავი დაანებე! - ვუთხარი ჩურჩულით. - ის მართალია. მე ის არ უნდა შემყვარებოდა. - ეხლა ჰარის შევხედე,რომელიც ჩაწითლებული თვალებით მიყურება. - მე შენგან არაფერს ვითხოვ და არც ვითხოვდი! უბრალიდ გთხოვ! ძალიან გთხოვ ამ სიტყვებს ნუ ამბობ. გულს ნუ მტკენ გთხოვ. წავალ. მე წავალ შენგან! ან ქვეყნდან! თუ გინდა დედამიწიდანაც წავალ ოღონდ ამ სითყვებს ნუ ამბობ!- ვტიროდი მე. - მეც ხომ ადამიანი ვარ! მეც მაქვს გრძნობები! ქვა არ ვარ! - უკევე ვყვიროდი,თან ხელს გულზე ვირტყავდი.- მეც მაქვს გული! და არა ქვა! შემიყვარდი დიახ! შემიყვარდი! და ვნანობ! პირველად ვნანობ ამ სიტყვებს! პირველად ვნანობ ცხოვრებაში ესე ძალიან და გულწფელად! მძულს ჩემი თავი იმის გამო რომ შემუყვარდი და ჩემს გულში გაქვს ადგილი!- ვყვიროდი.- წავალ. წავალ და აღარასოდეს გნახავ! დაგივიწყებ. და აღარასიდეს გაგიხსენებ! გადაგიყვარებ. და აღარასოდეს შეგიყვარებ! ამას გპირდები!- ვთქვი და კარებისკენ წავედი. ხმას არცერთი არ იღებდა. ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ძალა მეცლებოდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი რომ არ წავქცეულიყავი. კარი გავაღე და გარეთ გავედი. სუფთა ჰაერი მესიამოვნა და თვალები დავხუჭე. მივდიოდი მაგრამ არ ვიცოდი სად.. მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან და ტკივილთან. ვტიროდი. თვალები დაბინდული მქონდა. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი ტკუვილს გარდა. და ისევ იმავე კითხვას ვუსვავ ჩემ თავს. რატომ?! რატომ მაინც და მაინც ის?! და არა სხვა?! არ მეყო რა ტკუვილიც გადავიტანე?! ეხლა ეს დაემატა. ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძლებ. უბრალოდ არ შემიძლია ამ ტკივილის გაძლება. მეტი აღარ შემიძლია. ღირს ეს ადამიანი ჩემი ცრემლების ღირსად?! არა! აღარ ვიტირებ! მის გამო აღარასდროს აღარ ვიტირებ! მე მას დავივიწყებ! გადავიყვარებ! დავიწყებ ახალ ცხოვრებას! ბედნიერად ვიცხოვრებ! ჰარის გარეშე. ცრემლები შევიმშრალე და ჩემ თავში დარწმუნებული განვაგრძე სიარული ახალი ცხოვრებისკენ.
***
უკვე 1 წელი გავიდა რაც იქიდან წამოვედი. იქიდან წამოსვლის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი. სახლი არ მქონდა, არც საჭმელი, არც წყალი. მონატრება და ტკივილი. ეს ყველაფერი მკლავდა და არ მაძლევდა ფეხზე ადგომის უფლებას.
სანამ არ გამოჩნდა ერთი ადამიანი, მან ხელი გამომიწოდა. ჩამაცვა,მაჭამა და ყველაფერი დამავიწყდა. ზუსტად მისი წყალობით ეხლა ცნობილი ბიზმესმენი ვარ ინგლისსში. დიახ მე ინგლისსში ვარ. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, ის ქალაქი და საერთოდ ის ქვეყანა გულს მტკენდა.
- ქალბატონო, ბატონი ზეინია მოსული და შემოვუშვა?! - ფიქრებიდან ჩემი მდივანის ხმამ გამომიყვანა.
- დიახ რა თქმა უნდა.- ვუთხარი მას. მალევე კარები იღება და იქიდან ყავისფერ თვალება და შავგვრემანი ბიჭი შემოდის. ეს ის ადამიანია ვინც ცხოვრება ახლიდან დამაწყებინა.
- ზეინნ - ვუთხარი მას და ჩავეხუტე.
- რამდენი ხანია არ მინახიხარ. - მითხრა მან სიცილით. მეც გამეცინა ამაზე, ის ხომ ნახევარი საათის წინ ვნახე.
- აუ ძალიან დავიღალე. - ვთქვი და სკამზე მოწყვეტით დავეცი.
- ხო მართლა. ხვალ შეხვედრა გაქვს ხომ იცი? ამერიკიდან ცნობილი ბიზმესმენი ჩამოდის.- მითხრა მან.
- ელის, შეგიძლია ორი წუთით შემოხვიდე?!- დავუძახე ჩემ მდივანს. მანაც 2 წუთში შემოაღო კარები.
- დიახ. მეძახდით?!
- დიახ. რატომ არ მითხარი რომ ცნობილ ბიზმესმენთან მქონდა ხვალ შეხვედრა?!- ვკითხე მას. ის კი დაიბნა და სულ გაფითთრდა.
- იცით, მე უნდა ამ.. უნდა მეთქვა ეხლა.- თქვა დაბნეულმა.
- კარგი. შეგიძლია გახვიდე. ვუთხარი მას. მანაც თავი დამიქნია და გავიდა. ზეინს რომ გავხედე, იმ გოგოს აშტერდებოდა თან ენას ტუჩებზე ისმევდა. მე რაღაც რბილი ავიღე და მას გავუქანე.
- ნუ ხარ შენ მექალთანე!- ვუთხარი სიციით. მანაც შემომხედა და სიცილში ამყვა.
- მმ ძალიან სექსუალურია... ერთი ღამე რომ ჩამაგდრბინა ხელში, ისე ვა...
- გეყოს! - დავუკივლე მე. ამაზე კი გადაიხარხარა.
- კარგი. დღეს არ წავიდეთ კლუბში?! მოვიწყინე.- თქვა ზეინმა.
- ბევრი საქმე მაქვს.- ვუთხარი მე და საბუთებს თვალი გადავავლე.
- კარგი რაა.ჯერ 3 საათია. კლუბში კი 8 ზე წავიდეთ. 8 მდე ვერ მოასწრებ?!- მითხრა მან.
- ვნახოთ.
- მოკლედ წავედი მე და 8 ზე აქ ვარ. - თქვა და ფეხზე წამოდგა. თავი დავუქნიე. ის მოვიდა თავზე მაკოცა და გავიდა კაბინეტიდან. მე ამოვიოხრე და მუშაობა განვაგრძე.
რატომღაც ჰარი გამახსენდა. გამახსენდა ის დღეები და ის ტკივილი, რომელიც მის გამო გამოვიარე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს აქ იყო. თითქოს მიყურებდა.. ღმერთო ასტრიდ სულ გაგიჟდი! ამოვიოხრე და ფიქრების გასაფანტად საბუთებს დავაკვირდი დიდი ინტერესით.
უკვე 8 საათია, ამ დროდ ზეინმა შემოაღო კარები.
- აბა? წავედით?! - თქვა მან.
- კი მოვდივარ.- ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ჩანთა და ტელეფონი ავიღე და ორივემ დავტოვეთ შენობა.
მალევე მივედით კლუბში. მანქანიდან გადმოვრდი,როგორც ყოველთვის მთვრალი ხალხი ირეოდა, ზოგი კოვნით იყვნენ დაკავებულები. მე და ზეიი ბართან მივედით და ორმაგი ვისკი დევუკვეთეთ. ყელი ჩამწვა, მაგრამ მერე სიამოვნებაში გადაიზარდა. ზეინი უკვე გაუჩინარდა. ალბათ ვიღაც გოგო ითრია. 1 ჭიქას მეორე მოყვა,მეორეს მესამე, და ვგრძნობდი რომ უკვე მომეკიდა სასმელი. გადავწყვიტე სუფთა ჰაერზე გავსულიყავი. როგორც იქნა გავედი ჰაერზე, მაგრამ გასვლის თანავე ვიღაცას დავეჯახე და ლამის წავიქეცი.
- წინ იყურე!- გავივე გაბრაზებული ბოხი ხმა. მე თვალები გამიფართოვდა. ნუთუ ისაა, ღმერთო მგონი მეჩვენება. იმის გააზრება რომ ამდენი ხნის შემდეგ ს ჩემ წინ დგას გამაჟრჟოლა და კანკალმა ამიტანა. მე მას ავხედე გაკვირვებულმა. ისაა, ნამდვილად ისაა არ მევენება. მან მე რომ დამინახა გაკირვებულმა შემომხედა. ისეთი სახით მიყურრბდა თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი.
- ასტრიდ?!- გაისმა მისი ხმა. ამაზე თვალები მაგრად დავხუჭე. ვგრძნობდი რომ მონატრებამ და ტკივილმა ისევ იჩინა თავი. წარსულის გახსენებაზე ცრემლები ვეღარ შევიკავე. მას ზურგი ვაქციე და გავიქეცი. მესმოდა მისი ყვირილის ხმა მაგრამ არ მაინტერესებდა. მთავარია მისგან რაც შეიძლება შორს წავსულიყავი! ძალიან შორს.

___________________
მიყვარხართ და დიდი მადლობა რომ აქტოურობთ! 💕 ბევრს უნდა ზეინი ამ მოთხრობაში.. რას ფიქრობთ? 😍 თუ ბევრი კომენტარი და ვოუთი ექნება დღესვე დავდებ 💜💖 ლააავ.

DarkTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang