- ჰეიი, ტემპით დაიშალეთ, ვის ვუთხარი? დროზე..
- ჯობია წავიდეთ ეს ხომ „გადარეული დედაბერია".
გავიგონე ჩურჩული ჩემს უკან.
ეს რა... ჩემი და ვერაა, მხოლოდ მას შეეძლო მოეფიქრებინა ყველასთვის გაეგზავნა ჩემი ფოტო სადაც წინსაფარი მაქვს აფარებული, ხელში კი ბუზების სახოცი მიჭირავს რომლითაც ვცდილობ სამზარეულოში ობობა მოვკლა. ფოტოს წარწერა: „გადარეული დედაბერი მოქმედებაშია"
ჯოჯოხეთში დაიწვი პატარა ტილო.
ხომ დასაწყისისთვის რა შემიძლია მოგიყვეთ ჩემზე. მე ვარ აკირა ტიანი, დავიბადე იაპონიაში თუმცა ვცხოვრობ კორეაში. ოცი წლის ვარ, უაზროდ ვლაპარაკობ ბევრს და მიყვარს ხალხისთვის ყვირილი, ისე, გასართობად. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები და ხმაურიანი ხალხი (იმიტომ რომ თავად ვარ ასეთი). ვერ ვიტყვი რომ ლამაზი ვარ თუმცა ურჩხულსაც ვერ დამიძახებ შეიძლება ითქვას „ანგელოზი დაეცა სახით, როდესაც ეცემოდა", ვხუმრობ, ასე ცუდათაც არაა საქმე. ბრეკეტები კბილებზე ვფიქრობ მმატებს რაღაც საიდუმლოებას (მთარგმნელი: რა შუაშია?? :დ), ხოლო ოდნავ, სხვებთან შედარებით დიდი თვალები საყვარელს მხდის. მუქი, ხვეული თმები წელამდე (მათთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მაქვს). სიმაღლით მეტრა სამოცდაოთხი ვარ, ხომ სიმაღლით ვერ დავიკვეხნი.
- იყურე საით მიდიხარ ძროხავ!
დავუყვირე გოგოს რომელმაც კინაღამ გამთელა.
ჰომ გავაგრძელოთ.. მყავდა შეყვარებული ჯინ ოპპა, თუმცა ერთი თვის წინ დავშორდით.
მოგონებები:
- ოპპა, უკვე ნახევარი წელია ერთად ვართ, ეს ჩემგან საჩუქარი.
- რა არის?
მან გახსნა ყუთი შემდეგ კი დაინახა შოკოლადები (მთელი დილა ვაკეთებდი)
- ოპპა, რატომ გიყურებს ის გოგო შენ? რამე გქონდათ?
ვკითხე როდესაც შევამჩნიე ჭრუღი გოგოს თვალები რომელიც მისკენ იყო მიმართული (ხომ.. ეჭვიანი ვარ, ძალიან ეჭვიანი)
YOU ARE READING
How To Hate Him... (დასრულებულია)
Fanfiction- რა გქვია? - ჩონგუკი, ჩონ ჩონგუკი. - ჩონგუკ, თუ არ გინდა რომ ვალში იყო, მაშინ ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე!