-თავი 5-

404 27 6
                                    

უკვე 2 დღე გავიდა ჩონგუკთან საუბრის შემდეგ. არც მინახია და არც რამე გამიგია, თუმცა ჩემი ნომერი მივეცი.

საერთოდ რატომ ჩავიფიქრე ეს ავანტიურა? იკითხავთ თქვენ.

გიპასუხებთ! მე მიყვარს ჯინ ოპპა, სიგიჟემდე ზოგჯერ მგონია რომ მისით ვარ დაავადებული. არ შემიძლია ვუყურო სხვა ბიჭებს, ის ჩემთვის ყველაზე ლამაზია, ყველაზე სექსუალური, ყველაზე, ყველაზე საუკეთესოა. მაგრამ მას მე არ ვჭირდები, ამიტომ უნდა ვისწავლო მისი სიძულვივი.

- ონნნი.

უმცროსი შემოვარდა ჩემს ოთახში, თუმცა შემოსასვლელთან წაეთხლაპა. ჩვენს ოჯახს მხოლოდ მოუხერხებლობა აკავშირებს.

- აშშშშ, მტკივნეულია. მუხლი გამეცქვლიფა.

სლუკუნით თქვა უმცროსმა.

- დაჯექი.

ვუბრძანე მე, თავად კი უჯრა გამოვხსენი და „ზელიონკა" ავიღე.

- ეიიი, დედაბერო, რის გაკეთებას აპირებ?

- რაო ვერ ხედავ ტუშის ფენის აქეთ? ჭრილობის დამუშავებას ვაპირებ.

- არააა, არ მინდა დღეს პაემანზე მივდივარ, „ზელიონკა" საერთოდ არ მოუხდება ჩემს ყვითელ კაბას.

- ღმერთო.. მოდი, მაშინ თმები წითლად შეიღებე და იტყვი რომ შუქნიშანი ხარ.

- საერთოდ არაა სასაცილო, რომ იცოდე.

თუმცა მე უკვე დაბლა ვეგდე საკუთარი ხუმრობისგანვე. აჰჰ, აკირა რა მაგარი ხარ, ვფიქრობდი ჩემთვის.

- ონნი, რა გავაკეთო?

- მოდი, ჭრილობას დაგიმუშავებ, და შარვალი ჩაიცვი.

- შარვლები არ მაქვს.

- ჩემსას აიღებ რამეს.

- რა? სულელი ხომ არ ვარ დედაბრის ტანსაცმლით ვიარო.

- და რა არ მოგწონს?

- კირა, უკვე 21-ე საუკუნეა, შენ კი იცმევ ტანსაცმელს ალია 80-იანები.

How To Hate Him... (დასრულებულია)Where stories live. Discover now