-თავი 9-

323 30 2
                                    

ახალი დღე.

გუშინდელი კოცნა დეტალურად მახსოვს.

იქნებ ოპპა როგორც იქნა მიხვდა რომ ვუყვარვარ?!

ვიმედოვნებ ახლა ყველაფერი კარგად გვექნება.

შხაპი მივიღე და ჩასაცმელად წავედი. კარადაში ვერაფერი ვიპოვე შესაფერისი, ამიტომ უმცროსთან ოთახში წავედი.

ის უკვე სკოლისთვის ემზადებოდა.

- ჰმმ.. აიკაა?

- რა გინდა?

- რამე მომეცი შენი, ჩასაცმელად..

- შენ თვითონ აიღე რაც გინდა!
- ოჰჰ, ამას არ ველოდი. მეგონა იქნებოდა რაღაც ამის მსგავსი „ჩემი ნივთები მხოლოდ ჩემებია. არც კი გაბედო მათი აღება."

როგორც ჩანს დღეს კეთილია.

სასწრაფოდ მივვარდი კარადას სანამ გადაიფიქრებდა. როდესაც შიგ შევიხედე ჩემი თვალები უფრო დიდი გახდა ვიდრე პაკ შინ ჰესი კოცნის დროს.

შავი კაბა ავიღე მაღალი წელით და თეთრი ბლუზკა რომელიც ოდნავ გამჭვირვალეა.

მაკიაჟისა და თმების დასწორების შემდეგ გაჩერებაზე წავედი.

როდესაც კორიდორში მივდიოდი ვგრძნობდი როგორ მჭამდა რამოდენიმე ბიჭი მზერით. ესე იგი დღეს იმაზე კარგად გამოვიყურები ვიდრე სხვა დროს. კარგია.

ვიღაც ქერა კისერზე ჰყავდა ჩამოკიდებული, და ყველანაირი სირცხვილის გარეშე ისინი ერთმანეთს ჭამდნენ. „ვუიმე, ახლა ის გოგო ჰომ გადაყლაპავს" გავიფიქრე ჩემთვის.

ტელეფონი ამოვიღე და მესიჯი გავუგზავნე: „ოპპა უნდა ვილაპარაკოთ".

პასუხი არ მომივიდა ამიტომ კიდევ ერთხელ მივწერე: „10 წთ-ში გასასვლელთან გელოდები"

15 წუთი გავიდა მას შემდეგ რაც ვილოდები.

როგორც იქნა გამოჩნდა ნაცნობი სილუეტი.

- რატომ მეძახდი?

ცივად წარმოთქვა მან.

მე როგორც უკანასკნელმა დებილი, ხმაამოუღებლად ჩავეხუტე.

პირდაპირი გაგებით 3 წამში ბიჭმა ფრთხილად მოიშორა ჩემი ხელები კისრიდან.

- აკირა, რაც გუშინ იყო დაივიწყე კარგი? იმიტომ გაკოცე რომ ჩემი შეყვარებული გამებრაზებინა. თავის მართლებას არ დავიწყებ და კითხვებზე რატომ, რისთვის, პასუხის გაცემას არ ვაპირებ. უკეთესია უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი.

ჩუმად ვიდექი, არ ვიცოდი რა მეთქვა, თუმცა რა არის აქ სათქმელი?!

ბიჭი გაბრუნდა და წავიდა, მე კი ისევ იქ ვიდექი.

რამოდენიმე წუთში თავი დავიმშვიდე და საკუთარ თავს დავპირდი რომ დავივიწყებდი, უკვე მერამდენედ.

ჩონგუკის ნომერი ავკრიფე.

- სალამი.

- ჰომ, შენც

- ჩონგუკ, მაპატიე. გთხოვ კიდევ ერთხელ ვცადოთ პაემანზე წასვლა. გპირდები არ დავიგვიანებ.

How To Hate Him... (დასრულებულია)Where stories live. Discover now