-თავი 6-

360 25 0
                                    

- ფრთხილად, არ შეგიყვარდე.

ვთქვი და თან იდეალურად დასწორებული თმები უკან გადავიყარე.

- ახლა რა თქმა უნდა იმაზე უკეთესად გამოიყურები ვიდრე ერთი საათის წინ, მაგრამ ჩემს გემოვნებაში მაინც არ ხარ.

- ჰო, რა თქმა უნდა, ყველა ბიჭი მასე იძახის ცნობილი ფანფიკების დასაწყისში. ხოლო მერე ბაც! სიყვარული, ოთახი, ქორწილი, ოჯახი და ასე შემდეგ..

- პატარავ, ნაკლები იკითხე.

- ოო, ასეც იძახიან! და პატარას ნუ მეძახი! საერთოდ რომელი წლის ხარ?

- 95

- მეც. თვე?

- სექტემბერი.

- რიცხვი?

- პირველი.

ერთად ვთქვით.

- ზუსტად ტოლები ვართ!

- ჰომ, ზღვის ლომო, გამოიარე!

- ინდაურო.

მაღიზიანებს ეს აყლარწული იდიოტი. ოჰ, მეც ისე ვლაპარაკობ როგორც ფანფიკებშია.

არა, არაა, არავითარ შემთხვევაში, არასდროს არ შემიყვარდება. ესეც როგორც ფანფიკებში ხდება.

- სად სწავლობ?

მკითხა ჩონგუკმა, როდესაც სახლს ვუახლოვდებოდით.

- თამამი გოგონების ინსტიტუტი.

- თამამს სულაც არ ჰგავხარ.

- ამიტომ არ შეიძლება რომ იქ ვისწავლო?

- სერიოზულად გეკითხები.

თქვა ინდაურმა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.

- ადვოკატურაზე ვსწავლობ

- ჩემი ძმაც. კაი, წავედი.

- არ გაინტერესებს სად მდებარეობს?

- რაში მჭირდება?

- აამ, რავი ისე.. კაი, კარგად.

- ჰეიით, მოვედიი

ვთქვი და თან კორიდორში დავიწყე სიარული აქეთ-იქით, თითქოს პოდიუმი ყოფილიყოს, ხოლო მე უკვე 10 წელია რაც მოდელი ვარ.

თუმცა ჩემმა გავლამ კარგად არ ჩაიარა. როგორც ჩანს დედა იატაკს წმენდდა, ვედრო კი იქვე დაუტოვებია.

ჰოდამ, წამოვედე ამ ვედროს და მთელი შიგთავსი ზედ გადამესხა.

- ონნიი, შენ ყველაზე მაგარი ვარსკვლავი ხარ გუბეში.

იცინოდა უმცროსი.

- უმჯობესია ადგომაში დამეხმარო.

- რა თქმა უნდა, ხელი გამომიწოდე.

თქვა და თან თავისი გრძელი თითები გამომიწოდა. აჰჰ, არა ვიცი ამას რაც მოჰყვება. ახლა მე მას წავავლებ ხელს ის კი მოულოდნელად გამიშვებს.

ამიტომ მე პირველმა ჩავავლე ხელი და მთელი ძალით გამოვწიე.

- და ახლა, ეს რა გააკეთე?

ტუჩებგამოწეული წუწუნებდა უმცროსი რომელიც გუბეში ეგდო.

- წინა შემთხვევის გამო სამაგიერო გადაგიხადე.

ცხელი შხაპი არაჩვეულებრივია როგორც ჯასტინ ბიბერის - ბოიფრენდ, (მთარგმნელი: მეც მიყვარს, განსაკუთრებით დიოს ქოვერით ^^), რომელსაც გავკიოდი ბანაობის დროს. ჩემი საწოლი ისეთი მიმზიდველია, როგორც ჯინ ოპპა.

დღეს უნივერსიტეტში ვერავინ შეამჩნია ჩემი გარდაქმნა. მე კიდევ უკვე წარმოდგენილი მქონდა როგორ ვხსნი კარებს და ყველა ერთდროულად ამბობს „აჰჰ", ხოლო ჯინ ოპპა დგას ყვავილებით ხელში და ამბობს „აკი, ყველაფერი მაპატიე. ისეთი ლამაზი ხარ, ამას აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი".

მაგრამ არა, არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა! მიუხედავად იმისა რომ ოპპას შევხვდი მან უბრალოდ გაიღიმა და გვერდით ჩამიარა.

უნიდან გამოსულმა დავინახე როგორ დგანან რამოდენიმე გოგო საოცარი მანქანის გვერდით. შეიძლება ადამიანს ეფიქრა რომ იქ ჩონგუკი იყო მაგრამ არა, ის იქ არ იყო.

- გოგონა, ხომ არ წაგიყვანოთ?

მივტრიალდი. მიღიმოდა ჩონგუკი რომელიც ველოსიპედზე იჯდა.

ღმერთო, ის იყო მოსული ველოსიპედით რომელსაც გაურკვეველი ბანტი ჰქონდა წინიდან.

- რა არის, დაიკოს წაართვი?

- ვინ გგონივარ? დროებით ვითხოვე. იქნებ გაგაკატაო ქარით?

ოჰჰ, მაინც არაფერს ვკარგავ.

- გამაკატავე ქარით.

How To Hate Him... (დასრულებულია)Where stories live. Discover now