ავტორი:
აკირას ერთ ადგილას ჰქონდა თვალები გაშტერებული. "ხვალ უკვე მისი ქორწილია" უტრიალებდა მას თავში და უკვე მერამდენედ ცრემლები წამოუვიდა.
ჩონგუკი კი ამ დროს სმოკინგს ისინჯავდა, ქორწილისთვის, რომელიც საერთოდ არ სურდა, მის ლამაზ ყავსიფერ თვალებში ტკივილს ამოიკითხვა შეიძლებოდა.
რატომ ეთამაშება მათ ბედი ასე მწარედ?
*ქორწილის დღე*
აკირა დივანზე იჯდა და ტელევიზორს "უყურებდა", მას გვერდით უმცროსი დაიკო მიუჯდა:-ონნი, ბოლო გამოცდა კარგად ჩავაბარე
აკირამ უბრალოდ თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა, რომ კარგი გოგო იყო, თავს ძალაც კი არ დაატანა რათა გაეღიმა.
- კირა, მოდი წავიდეთ აქედან - შესთავაზა უმცროსმა
მაგრამ აკირამ უბრალოდ დააიგნორა მისი ეს სიტყვები.
როდესაც სხვა არხზე გადართო წააწყდა ახალ ამბებს:
"დღეს გაიმართება ქორწილი ცნობილი მომღერლის ლი დო რამის და დამწყები ბიზნესმენის ჩონ ჩონგუკის. ახალგაზრდობის მიუხედავად მათ ქორწილის გათამაშება გადაწყვიტეს, რადგანაც ბავშვობიდანვე უყვართ ერთმანეთი. ასევე მოდით გავიხსენოთ გოგონას ისტორია! ექვსი წლის წინ ის და ჩონგუკის მშობლები მოხვდნენ ავარიაში. მშობლები დაიღუპნენ ის კი ინვალიდი დარჩა. თუმცა ახლა ცუდზე საუბრის დრო არაა, ახალგაზრდებს უყვართ ერთმანეთი, მოდით ვუსურვოთ მათ ბედნ..."
აკირამ გამორთო ტელევიზორი და ატირებული დაიკოს მიუბრუნდა.
- კარგი, წავიდეთ, იქ სადაც ასეთი მტკივნეული არ იქნება
YOU ARE READING
How To Hate Him... (დასრულებულია)
Fanfic- რა გქვია? - ჩონგუკი, ჩონ ჩონგუკი. - ჩონგუკ, თუ არ გინდა რომ ვალში იყო, მაშინ ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე!