- თავი 11 -

346 29 8
                                    

მივიწიე რათა მეკოცნა..

მაგრამ...

რბილი, თბილი ტუჩების მაგივრად ჩონგუკის თითი ვიგრძენი რომელსაც ვკოცნიდი..

- რას აკეთებ? - მკითხა მან და თან წარბი ასწია.

მაშინვე უკან გადავხტი და სერიოზული სახე მივიღე.

- წამწამი ჩამოგვარდა - ვთქვი და თან სწრაფი მოძრაობით მოვაშორე უხილავი წამწამი.

- მადლობა - თქვა და გატრიალდა.

არ მჯერა რომ მისი კოცნა მინდოდა, ის კი უბრალოდ გატრიალდა... კარგი ჩონ ჩონგუკ 1:2.

უკვე ჩემს სახლს ვუახლოვდებოდით. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, ალბათ ორივე თავისაზე ფიქრობდა.

- აი, მოვედით - დავარღვიე სიჩუმე - კარგად.

ცოტა ხანი ერთ ადგილზე ვიდექი შემდეკ კი შევტრიალდი.

- მოიცადე..

რეაგირება ვერ მოვასწარი, ჩონგუკი უკვე მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და.. მაკოცა.

ეს არ იყო ვნებიანი კოცნა, უფრო სუფთა, ისეთი რომ არ მჯეროდა, ეს სინამდვილეში ხდებოდა?!

ის გაჩერდა და შემომხედა. ამ მზერას ვერ ვცნობდი, ვერ ვხვდებოდი რაზე ფიქრობდა.

- ეს ხომ თავად გინდოდა.. - თქვა ჩონგუკმა და წავიდა.

ჯანდაბა, ინდაურო!!

დღემ უნივერსიტეტში ჩვეულებრივად ჩაიარა.. მოსაწყენად.

იმას თუ არ გავითვალისწინებთ რომ ჩონგუკმა მომაკითხა (ამჯერად ის ველოსიპედზე არ იყო) და კაფეში დამპატიჟა.

- საიდან გაქვს? - ვკითხე და თან მანქანის სალონს ვათვალიერებდი.

- ჩემი ძმისაა - მშრალად მიპასუხა მან.

კაფეში ყავა შევუკვეთე, ჩონგუკმა კი ყავა და რაღაც ნამცხვარი.

- აი, გასინჯე მაინც - უკვე მერამდენედ მთავაზობდა ჩონგუკი

- ხომ გითხარი, ტკბილი არ მიყვარს.

ამაზე საუბარი დამთავრდა. ჩუმად ვიჯექი და წყვილს ვუყურებდი რომელიც გვერდით მაგიდასთან იჯდა. ისინიც ჩუმად სვამდნენ თავიანთ ყავას.

როგორც ჩანს ბიჭმა იგრძნო რომ მზერით ვწვავ და გამომხედა.

ომოო, ოღონდ ის არა...

ჯინი მზერას არ მაშორებდა.

არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ მინდოდა მეთქვა მისთვის რომ ეკოცნა. როგორცვე პირი გავაღე ჩონგუკმა პირში ნამცხვარი შემტენა.

- მოისვარე.

ამ სიტყვების შემდეგ მან თავისი ტუჩებით ჩემები დაფარა.

- მმ... რა ტკბილი ხარ - თქვა და თან თვალებში დაჟინებით მიყურებდა, შემდეგ კი გვერდითა მაგიდისკენ გაიხედა სადაც ოპპა იჯდა.

- ჰეი, სალამი ჰიონ - მხიარულად დაუქნია მას ხელი..

ის კი ჩვენსკენ დაიძრა...    

How To Hate Him... (დასრულებულია)Where stories live. Discover now