ვიყურები საოცრად ნაცნობ თვალებში. აი, ის ადამიანი რომლის ნახვაც, ხმის გაგონება და შეხება ასე ძალიან მინდოდა.
- მომენატრე აკირა
რატომ თქვა ეს? ვგრძნობ, რომ ახლა ტირილს დავიწყებ, მაგრამ არა არ დ
ავუშვებ.
სწრაფად ავიღე დოკუმენტები მაგიდიდან და წასვლას ვაპირებ, რომ მან ხელზე ხელი მომკიდა.
მივტრიალდი და აცრემლებული ვეუბნები იმ სიტყვებს, რომლებსაც
გულში ვინახავდი ამ დროის განმავლობაში.
- რა გინდა ჩონგუკ? კიდევ გინდა რომ იმედი მომცე და შემდეგ ისევ მარტო დამტოვო? არა ასე არ გამოვა, მე უშენოდაც ბედნიერი ვარ.
ხელი გავაშვებინე და მონათესავე თვალევს შევეჩეხე, დავინახე ისევ ის პატარა იარა ლოყაზე,
რომელიც ძალიან მომწონს.
რისთვის ვუთხარი ეს სიტყვები, მე ხომ საერთოდაც არ ვარ ბედნიერი.
" მეც მენატრებოდი, ჩონ ჩონგუკ" ამბობს ჩემი გული.
- აქ მხოლოდ ორი დღე ვიქნები, შემდეგ უნდა დავბრუნდე. ეს დღეები სასტუმრო " მერკური"-ში დაგელოდები.
ამ სიტყვების შემდეგ ის წავიდა.
*****
დღეს ის უნდა წავიდეს, მე კი აქ ვზივარ და უკვე გაციებულ ყავას ვსვამ. არა, მე მასთან ვერ ვიქნები, მას ცოლი ჰყავს, შეიძლება უკვე შვილებიც. ჯობს უბრალოდ არ ვიფიქრო ამაზე.
ჩემი ეს მსჯელობა ტელეფონის რეკვის ხმამ შემაწყვეტინა.
- ონნი, როგორ ხარ?
- კარგად, ლაწირაკო შენ?
- რაღა ლაწირაკი?? მოკლედ,
დავრეკე რომ ბოდიში მოგიხადო, იმისთვის რომ ჩონგუკმა შენი ადგილსამყოფელი გაიგო.- კარგი, გპატიობ
- მას უყვარხარ - ჩემთვის მოულოდნელად თქვა აკირამ
- მმმ...
- ის ცოლს დაშორდა და შემდეგ პირადპირ შენთან წამოვიდა. შეხვდით?
დაშორდა... მხოლოდ ამის გააზრება მოვახერხე.
- უნდა წავიდე.
ყურმილი დავკიდე და სახლიდან პირდაპირ ჩუსტებით გავიქეცი.
- მოხვედი? - თქვა და ზურგი შემაქცია ჩონგუკმა.
მე კი უკნიდან ჩავეხუტე.
- შენი გადაყვარება ვერ მოვახერხე, გთხოვ მასწავლე როგორ შევიძულო.
- რა თქმა უნდა, გასწავლი - ამ სიტყვების თქმისას სახე ისეთი ახლოს ჰქონდა რომ ჩვენი ბაგეები თითქმის ერთმანეთს ეხებოდნენ.
*******
- ვერ გიტან ჩონ ჩონგუკ, იმედია ჯოჯოხეთში დაიტანჯები ინდაურო!!!! - ვყვიროდი და ხელები მის თმაში მქონდა ჩავლებული.
- გოგონა, კიდევ ერთხელ, ერთი, ორი, სამი, გაიჭინთეთ
- აააა
- გილოცავთ, გოგოა - ბედნიერმა წარმოთქვა ექიმმა და ბავშვი ჩონგუკს მიუყვანა.
ის ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს მენახა. ახლა, ჩვენ ოჯახი ვართ.
YOU ARE READING
How To Hate Him... (დასრულებულია)
Фанфіки- რა გქვია? - ჩონგუკი, ჩონ ჩონგუკი. - ჩონგუკ, თუ არ გინდა რომ ვალში იყო, მაშინ ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე!