ამას ნამდვილად არ ველოდი. ერთ ბიჭს ვთხოვე რომ მეორის სიძულვილი ესწავლებინა, ეს მეორე კი მისი ძმა აღმოჩნდა... ვინ წერდა ჩემი ცხოვრების სცენარს? გთხოვთ ოსკარი მიეცით.
- გაიცანი ეს ჩემი შეყვარებული აკირაა - თქვა ჩონგუკმა და მხრებზე ხელი გადამხვია - ეს კი ჩემი ძმა ჯინია.
როგორც იქნა გავტოკდი და ჯინს ხელი გავუწოდე.
- სასიამოვნოა.
ჯინმა უბრალოდ ხელ ჩამომართვა და თავისთვის ჩაიღიმა.
- თითქოს მეცნობი?! - თქვა ჯინმა
- აა, ალბათ უნივერსიტეტში შეხვედილხართ! - თქვა ჩონგუკმა
- ხო ალბათ - და ისევ მისი ეს ღიმილი
რა გინდა ოპპა, რაღა ახლა გამოჩნდი! კი, ისევ ისე მიყვარხარ, მაგრამ უფრო მჭირდები. აუცილებლად შეგიძულებ, აი ნახე.
- ჩემი წასვლის დროა.. - ვთქვი და კაფიდან გამოვიქეცი.
- კირა მოიცადე - დამიძახა ჩონგუკმა და მეც გავჩერდი - რა დაგემართა?
როგორც იქნა დამეწია. ისიც დარბოდა ამიტომ ორივენი რთულად ვსუნთქავდით.
- მაპატიე ჩონგუკ დავიღალე და სახლში მინდა.
- რამე მოხდა?
მან ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია და მაიძულა მისთვის თვალებში შემეხედა. ცრემლები თავისით წამოვიდნენ ჩემი თვალებიდან.
- სულელო, რა გატირებს?
მან მიმიხუტა, ძალიან ძლიერად. მისი სურნელი შევისუნთქე და მივხვდი როგორი ახლოა ის ჩემთვის. როდის მოასწრო ჩემს გულში ფესვები გაედგა? წელზე ხელები შემოვხვიე და უფრო ძლიერ მივეხუტე.
ისეთი მშვიდად ვარ, არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობ. ამ ადამიანთან ბედნიერი ვარ!
- დამშვიდდი? - მკითხა ჩონგუკმა, თან მანქანას აჩერებდა ჩემი სახლის წინ
- კი - ჩაწყვეტილი ხმით ვუპასუხე - შეხვედრამდე
***
უკვე ძალიან გვიანია მაგრამ ქუჩაში ვდგავარ და ჯინს ველოდები. ოცი წუთის წინ მესიჯი მომწერა რომ ჩემთან საუბარი უნდა.როგორც იქნა მანქანა მომიახლოვდა. მასში ვჯდები.
- რატომ დამიძახე? - უხეშად ვკითხე
- ჩონგუკის შესახებ მინდა დაგელაპარაკო - მიპასუხა და თვალებში ჩამხედა
ჟრუანტელმა დამიარა.
მან კი გააგრძელა.
- როდესაც 17 წლის ვიყავი მშობლები გარდაიცვალნენ. მე და ჩონგუკი ბავშვთა სახლში მოვხვდით. როდესაც 18-ის გავხდი მემკვიდრეობით კომპანია მივიღე. ამიტომ ჩონგუკის წამოყვანა შევძელი. მაგრამ ამერიკაში გავაგზავნე. როდესაც მშობლები ცოცხლები იყვნენ ორივეს საცოლეები შეგვირჩიეს. შენთან ვერ ვიქნებოდი იმიტომ რომ საცოლე მყავს ისევე როგორც ჩონგუკს! ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ჩვენ მის მშობლებთან ერთად გადავწყვიტეთ რომ ქორწილი 3 თვეში იქნება. დღეს ვკითხე თუ რატომ იყო ჩონგუკი შენთან ერთად, მან მიპასუხა რომ მას მოსწონხარ მაგრამ ის მაინც დაქორწინდება სხვაზე რადგანაც ეს მშობლების ნება იყო.
ხელში აიღეთ რაიმე ფურცელი და რაც შეიძლება ძალიან დაჭმუჭნეთ აი ამ ფურცლის ნაირად ვგრძნობ თავს ახლა. ცრემლები მცვიოდა.
ჯინმა გააგრძელა..
- შენ ის უნდა მიატოვო! ის ამას თავად ვერ მოახერხებს. ამიტომ ამას შენ გთხოვ..
YOU ARE READING
How To Hate Him... (დასრულებულია)
Fanfiction- რა გქვია? - ჩონგუკი, ჩონ ჩონგუკი. - ჩონგუკ, თუ არ გინდა რომ ვალში იყო, მაშინ ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე!