- აუუ, რაღა მაინც და მაინც მე?
- აკირა, მალე გაემზადე!
- დედა არ მინდა, ის პატარა ტილი თავადაც მოახერხებს სახლში დაბრუნებას.
- დროზე აწიე შენი ტრაკი ადგილიდან და გააკეთე რასაც გეუბნები!
დედა ყვირილზე გადავიდა, ეს კარგად არ დამთავრდება. აეროპორტში წასვლა მომიწევს.
ვერ ვიტან ვაგზლებს! არსაითკენ მიპყრობილი მზერები და ბუნდი განათება, დაობებულ კორიდორებში.
უხხ, მბურძგლავს. ყველა ჩქარობს მე კი მივაბიჯებ „გუჩიში", ჰომ.. ჩავიცვი ათი ზომით დიდი ტრიკო და ვუალა „ბომჟი მზადაა"
- დედაბერო, რას შვები, როგორ ხააარ?
მომაფრინდა გრძელი, ქერა თმებით გოგონდა და კისერზე ჩამომეკიდა. ეს ჩემი დაიკოა, აიკა. მაღალი, გამოყვანილი ფორმებით, სპორტული, ლამაზი, იდეალურია ასე შეიძლება დიდი ხანი გავაგრძელოთ.
აი რატომ ვარ ასეთი მახინჯი, ვითომ ჩემი სისხლი და ხორცია, თუმცა მასთან ახლოსაც ვერ მივალ.
- იქნებ როგორმე ხელები გამიშვა? ისე, რა ვიცი, თუ ჩემი გაგუდვა არ გინდა.
- ვაუუუ, შეხედე რა სიმპატიურიაა.
გადაიტანა მან საუბარი.
- აიკა, კულტურული არაა თითების ასე გაშვერა.
- ოხ, რას გადამეკიდე, უკეთესია წახვიდე და ნომერი ჰკითხო!
- რა? და მე რატომ? ის ხომ ვითომ შენ მოგეწონა. თან ჯინ ოპპა ბევრად ლამაზია.
- ჯინ ოპპა, ჯინ ოპპა, რას ჩაიხვიე. ონნი გონს მოდი ის არც ისე იდეალურია.
- ჩემთვის ის საუკეთესოა.
ჩავიფრუტუნე მე.
წამით გავტრიალდი, მოტრიალებულმა კი ის ტილი ვეღარ დავინახე.
აჰ, უნდა მივხვედრილიყავი, დგას და იმ ბიჭს ეფლირტავება.
როდის ასწრებს?
- აიკა, სახლში წასვლის დროა!
ხელზე ხელი წავავლე და ვეცადე გასასვლელისკენ წამეთრია. მაგრამ არა, ის ჩემზე ძლიერია. როგორ მოახერხა ხელის ისე გამოგლეჯა, რომ ახლა ვარსკვლავის პოზით დაბლა ვგდივარ, სახით ქვევით!
- ონნი, როგორც ყოველთვის ისეთი მოუხერხებელი ხარ.
თქვა ჩვიდმეტი წლის გოგონამ და თან თავის ქერა თმებს აქეთ-იქით იქნევდა.
- აჰჰ, მართლა?!
სარკასტულად ვუპასუხე, თუმცა წყვილი მე უკვე აღარ მამჩნევდა.
ოჰ, ძალიან კარგი წავალ სახლში, და სულაც არ მაინტერესბს რომ დედისგან ტაფას მივიღებ სახეში..
YOU ARE READING
How To Hate Him... (დასრულებულია)
Fanfiction- რა გქვია? - ჩონგუკი, ჩონ ჩონგუკი. - ჩონგუკ, თუ არ გინდა რომ ვალში იყო, მაშინ ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე!