ორი დღე, მხოლოდ ორი დღე გავიდა. ჩონგუკმა ალბათ 100-ჯერ დარეკა მეტჯერ თუ არა, არ ვპასუხობ მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან მინდა.
- ონნი აბანოში მაინც შედი - მითხრა უმცროსმა და ჩემს საწოლზე წამოგორდა
- არ მინდა - ვთქვი და საბანი თავზე გადავიფარე
- რა მოხდა, მოყევი
- არა!
- ორი დღეა არ ჭამ, არ გძინავს, უნიში არ დადიხარ, ყოველ ღამე მესმის შენი ტირილის ხმა!
თავი ამოვყავი და დაიკოს შევხედე ის კი ლეკვის თვალებით მიყურებდა.
- მასზე უარს იტყვი? - მითხრა მან ჩემი ამბის მოსმენის შემდეგ
- არ ვიცი - ჩავიფრუტუნე ჩემთვის
- იცი ონნი, საკუთარი ბედნიერებისთის უნდა იბრძოლო... რაც არ უნდა ძნელი იყოს, ჩახლართული, ყველაფერს უნდა გაუძლო თუ გიყვარს. რა არის სიყვარულზე ლამაზი და სასიამოვნო გრძნობა?
- როგორ გაიზარდე - ვთქვი და უმცროს თავზე მოვეფერე
- ჰაჰ მალე 18-ის გავხდები - სარკასტულად თქვა მან.
- ბოდიში, უნდა წავიდე.
საწოლიდან წამოვფრინდი, რაღაც კომოდიდან გადმოვახეთქე და მგონი ფეხი ამოვიგდე. მაგრამ ავდექი... არ დავნებდები.
- მოიცა, ასეთი აპირებ მასთან წასვლას? - შემაჩერა უმცროსმა - პირველ რიგში აბანოში შედი.
თქვა ეს და აბანოში შემაგდო.
***
ღრმად ჩავისუნთქე და ჩონგუკის სახლის კარებზე დავაკაკუნე. რამოდენიმე ხანგრძლივი კაკუნის შემდეგ კარებზე ფეხების მირტყმა დავიწყე ( მკიდია გოგო რომ ვარ).
- ხმ, ხელს ხომ არ გიშლი?
უკან მივტრიალდი და ჩემს წინ ის დავინახე, ის ვისთანაც ასე მოვიჩქაროდი.
რამოდენიმე წამი ასე ვიდექით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. ვერ მოვითმინე, მივუახლოვდი და ჩავეხუტე.
YOU ARE READING
How To Hate Him... (დასრულებულია)
Fanfic- რა გქვია? - ჩონგუკი, ჩონ ჩონგუკი. - ჩონგუკ, თუ არ გინდა რომ ვალში იყო, მაშინ ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე!