- ტა-დამ, შემოდი. თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
თქვა ჩონგუკმა და თან გახსნა რკინის კარები რომლითაც გარაჟში შევედით. შიგნით ობის და ალკოჰოლის სუნი იდგა. გვერდზე დგას დივანი, მასთან ახლოს მაგიდა და ტელევიზორი. ცარიელი არაა, თუმცა მაინც ბევრი ადგილია.
- და აქ ვის ემალები? რატომ არის ეს ადგილი შენი "თავშესაფარი"
- რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, აქ მშობლებს ვემალები.
ამის თქმისას თმები დაიტკეპნა და მზერა სხვაგან გადაიტანა.
- და ასეთი რა გააკეთეს?
- ცდილობენ ცხოვრება მასწავლონ
მონოტორულად თქვა მან.
- და ეგ ცუდია?
- ჩემ შემთხვევაში კი. აკირა არც ისეთი კარგი ვარ როგორიც ჩემი გარეგნობაა, შიგნიდან ნამდვილი მონსტრი ვარ.
ბოხი ხმით წარმოთქვა მან.
- გარეგნულადაც გეტყვი რომ დიდი არაფერი ხარ.
- რა პირდაპირი ხარ, ეს არ მომწონს.
- შენი პრობლემაა
ვთქვი და თან დივანზე დავჯექი
- აქ რატომ მომიყვანე?
- როგორ თუ რატომ? აქ იქნება ჩვენი მეორე გაკვეთილი, სახელით: „როგორ შევიძულოთ ყოფილი"
- პირველი გაკვეთილი?
- პირველი შენი გარეგნობა იყო. სხვათაშორის დღეს საყვარლად გამოიყურები.
- მადლობა.
სიმორცხვის გარეშე ვუპახე და თმები ყურის უკან გადავიწიე.
- ესე იგი „მეორე გაკვეთილი": ვიპოვოთ შეყვარებული, რომ ძველი დავივიწყოთ.
- შენ არ ხარ ჩემი შეყვარებული?
- არა ზღვის ლომო, ნამდვილი გჭირდება. მე ნამდვილი არ ვარ.
- და საიდან მოვიყვანო? მაღაზიებში ხომ არ იყიდება. თუმცა, კი! იყიდება! ვფიქრობ მანეკენი არ იქნება ჩვენი ურთიერთობების წინააღმდეგი.
- კაი, დაგეხმარები. შენი ტელეფონი მომეცი, ერთი ბიჭის ID-ის ჩაგიწერ.. ნამდვილისას.
თქვა და ხელი გამომიწოდა. დაბნეულმა ტელეფონი ამოვიღე. მისი მზერა ჯერ ტელეფონს დაეცა შემდეგ მე შემომხედა.
- კარგი შავ-თეთრი მაგრამ... კნოპკებით?! რომელი საუკუნიდან ხარ?!
- უბრალოდ არ მიყვარს თვალებში მოსახვედრი ნივთები.
- და ეს თვალებში არ ხვდება შენი აზრით?
- არა.
საკუთარ თავში დარწმუნებულმა წარმოვთქვი.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან თქვა:
- დღეს, პაემანზე ჩემთან ერთად წამოხვალ. ნამდვილზე!
და ეს არ იყო თხოვნა, უფრო ბრძანება!
YOU ARE READING
How To Hate Him... (დასრულებულია)
Fanfic- რა გქვია? - ჩონგუკი, ჩონ ჩონგუკი. - ჩონგუკ, თუ არ გინდა რომ ვალში იყო, მაშინ ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშე!