ფოტოები😈😇

184 17 6
                                    

სანის pov:
მშვენიერ ხასიათზე ვარ. იმ ალქაჯების ფოტოებიც მაქვს და ჰიუმინისაც.  სახლში შევედი და გოგოებთან ავირბინე რაღაც ფიკს განიხილავდნენ. მათ შუაში საწოლზე გავიშხლართე.

-სანი გვაცადე რაღაც მნიშვნელოვანს განვიხილავთ და შემოგვიერთდი თუ გინდა. -თქვა ბოამ. თითქოს არც უთქვამს.

-ესეგი გადამყვანი მომეცით და ეგ საქმე სულ გადაგავიწყდებათ. -ვუთხარი თუ არა ეუნა ეგრევე ადგა და გადამყვანი მომაწოდა.

-აი გამომართვი და დროზე გვანახე რა გაქ ასეთი მაგ ტელეფონში. -მითხრა ეუნამ. მალევე ჩავრთე და თან ექსოს " monster"-იც ჩავრთე.

-მესროლეთ ტაფა! აი ძმა უფასო ბოტოქსიი. თან არც მალე არ ჩაეჩუტებათ მეტიჩარა ტუჩები... სახეზე კიდე რა გინდა ყბების აუმოძრავლებლად შეუძლიან საკვები მიიღონ. -თქვა სიცილით ეუნამ. ნუ ბოაც იტყოდა, მაგრამ იატაკს აპრიალებდა.

-აი კულმინაციაც. ყურადღება! ყურადღება თქვენს წინაშეა მაკიაჟის მეფედ წოდებული შიუმინი.- ვთქვი დაბოხებული ხმით შიუმინის ფოტო გამოვიდა ეკრანზე თუ არა ბოამ წივილი დაიწყო.

-ვაი... დედიკო მესროლე ტაფა. მოჩვენება ვნახე და აღარ ქრება. -ეუნას შევხედე და  სიცილსგან სულ გაწითლებულიყო.

-კაი დაწყნარდი გოგო მოჩვენება კი არა შიუმინია. -სიცილისთ უთხრა და სიცილისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა ეუნამ.

-აუუ თქვენ რა ხართ რაა... დავიღალე აქ ჯდომით და წავედი ბიჭებს მაინც შევუვლი და დავცინებ. - თქვა ეუნამ და სახლიდან გავარდა. არა რა ეს გოგო გადარეულია. ჩავიცინე და ბოს დავუწყე ლაპარაკი.

-წამო ჩვენც თორე ამოგვხვდა სული სახლში ყოფნით.

-სირცხვილი არაა გოგო მერე? - მითხრა თუ არა თვალები დავუბრიალე.

-გოგო ეგ ეხლა ეუნას უთხარი და ხმას აღარ გაგცემს. რაა გოგო სირცხვილი ყოველთვის კი არ გექნება შანსი, რომ ნახო ექსოს ბიჭები.

-ვიღაც შიუმინზე იყო გაბრაზებული და მოკვლას უპირებდა. - თქვა და თვალი ჩამიკრა.

-ეგ ჩემი საქმეა! რაცარუნდა იყო ჩემი ბიჭია მაინ. შენ კიდე ეხლა ერთი სული გაქვს ბეკეკო ნახო და წავიდეთ დროზე სანამ ხელებში ჩამადნი.

Love and blue sky/სიყვარული და ლურჯი ცა(დასრულებული)Where stories live. Discover now