ალისიას პოვ:
თორმეტს ხუთი წუთი ეკლდა, გრძელ კორიდორში მდებარე ყველა პალატიდან ჩვილების ტირილი გამოდიოდა,მაგრამ ერთ პალატაში ყველაფერი დუმდა...ხო,ამ პალატაში,ზუსტად ამავე არეულობაში,თორმეტ საათზე გოგონა დაიბადა,რომელიც არ ტიროდა!
მხოლოდ გარედან შემოსულ ხმაურს თუ გაიგონებდით ,რომლებიც ჩვილის დაბადებას აღნიშნავდნენ ბედნიერი შემოძახილებით!
ხოლო შემდეგ იმ ერთის ხმა,რომელიც ყველა შვილს პირველი წამიდანვე აქვს გულში შენახული...დედის ხმა.
დაბადების წამს ალბათ თავს ძაალიან მშვიდად ვგრძნობდი,ზედმეტადაც კი,მანამ ჩემი ტყუპისცალიც არ დაიბადა.
მე ალისია დამარქვეს,ჩემს ქაოტურ ტყუპისცალს კი ელე...ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით,ერთმანეთისგან განსხვავებულები,მაგრამ ერთმანეთის ნაწილნი.
ბევრჯერ უთქვამთ ბავშვობაში ჩვენთვის,რომ ერთადერთი რაც გვაკავშირებდა ,გარეგნობა იყო.
რადგან ელე ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო,ჯიუტი და მიმწოლი!
პატარაობაშიც კი ყოველთვის რაღაც პრობლემაში ეხვეოდა და მე ვიყავი ერთადერთი,ვინც მშვიდად აგვარებდა მისგან გამოწვეულ არეულობას...მას რაც უნდოდა ყოველთვის იმას აკეთებდა...ხო,მართლა ყველაფერს გააკეთებდა,რომ ის მიეღო რაც მას სურდა.
ხოლო მე მშვიდი და ჩაკეტილი ვიყავი,ჩემთვის ვიყავი ყოველთვის და ზედმეტად არავის არ ვაწუხებდი,მცირედიდაც კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი,კომფორტი და ჰარმონია მიყვარდა ყოველთვის ჩემს გარშემო,ხოლო ცვლილებები მაშინებდა!
ვინ იცის,მგონი რომ ეს სისუსტეც იყო ჩემთვის,მაგრამ ასე გვანსხვავებდნენ ერთმანეთისგან მე და ელეს...ჩვენ ერთმანეთის საპირისპირო მახასიათებლები გვქონდა.
ჩემი სახელია ალისია, 21 წლის,მიყვარს ხატვა და სიმღერა ,ასევე კითხვა და წერა.
ამ მომენტისთვის პატარა ოფისში ვმუშაობ,რათა ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო!
ვიცი რომ რასაც ახლა ვაკეთებ დიდი არაფერია,მაგრამ ნელ-ნელა წვალებით ბოლოს მაინც მივაღწევ ჩემს მიზანს,ნაბიჯ ნაბიჯ.
არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები როგორიცა: კლუბები,ბარები,რესტორნები, პარკები, კონცერტები, კააფები და საერთოთ ადგილები,სადაც ბევრი ხალხია!
მირჩევნია სახლში მშვიდად ვიყო და ის საქმე ვაკეთო რაც მე მიყვარს.
პატარა ბინაში ვცხოვრობ სულ მარტო და ჩემი პატარა საქმით ვცდილობ ცხოვრებაში გზა გავიკვლიო.
ვეღარც დედას და მამას ვნახულობ და ვეღარც ჩემს ტყუპისცალ დას ელეს,მაგრამ ისინი ყოველთვის მახსოვს.
ჩემი დაა ელე დიდიხნის წინ წავიდა ჩვენი ქალაქიდან ,ასევე თავისი ოცნებებისთვის...იშვიათია ტელეფონზე ვისაუბროთ ,რადგან ორივეს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს ,მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დაველაპარაკო, ძაალიან კარგ ხასიათზე ვდგები და იმასაც ვხვდები, რომ უკვე ძაალიან მენატრება .
DU LIEST GERADE
⭐ტყუპები⭐
Fanfictionორი სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული ტყუპი დაა ,და მათი ისტორია რომელიც მოგვითხრობს ,დღეზე როდესაც ერთ-ერთს მოუწევს მისი ტყუპისცალი დის ადგილი დაიკავოს. იყოს ყველაზე წარმატებული და სახელგანთქმული ჯგუფის მოცეკვავე და გაასაღოს თავი როგორც პროფ...