"მეორე"

1.3K 133 15
                                    

ალისიას პოვ:
"მაშინ ალისია...შეგიძლიაა ელე გახდე ცოტახანს?
ჩემი ადგილი,რომ დაიკავო და ჩემი სახელით იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლის მანძილზე,ამას შეძლებ? "ამის მოსმენის შემდეგ ცოტახანს სუჩუმე ჩამოვარდა...ვერაფერს ვერ ვიძახდი.
ამას მართლა მთხოვს? უცნაურია ეს აზრი საიდან მოუვიდა...მე ამას ვერ შევძლებ,თუნდაც მთელი გულით მინდოდეს.
ეს რაღაც წარმოუდგენელია,ვინ დაიჯერებს ან მე საიდან ავითვისო ის რაც ელეს შეუძლია?
მესმის ,რომ სასოწარკვეთილია,მაგრამ ზედმეტად არარეალურია ეს თხოვნა.
"ვერ გავიგე რას გულისხმობ,ეს შეუძლებელია ელე...მე არასოდეს არ მიცეკვია,როგორ დავაჯერო ხალხს რომ მოცეკვავე ვარ?" დაბნეული ვიყავი მისი შემოთავაზებით...ამას როგორ გავაკეთებ?
"ალისია,მხოლოდ ეს გზა არსებობს ...ვიცი უაზროდ ჟღერს და მესმის,რომ ვერ წარმოგიდგენია,მაგრამ გთხოვ მხოლოდ ერთი წელი,მხოლოდ ერთი წელი! "
უეცრად მეტად ატირდა,რაზეც საგონებელში ჩავარდი..მისი ამ მდგომარეობაში ყურება ჩემთვის რთულია,რა ვქნა?
"არც კი ვიცი რა გითხრა..."ვთქვი და თავი ჩავხარე,რაზეც მისი შეხება ვიგრძენი ხელზე.
"ალისია...შენ ხომ თქვი რომ ყველაფერს გააკეთებდი?
ვიცი ეგოისტივით ვიქცევი და წარმოუდგენელს გთხოვ,მაგრამ ეს ოცნება თუ ასე განადგურდება ,მეც დავნებდები..."
ნაზად ეჭირა ჩემი ხელი და აცრემლილი თვალებით მიყურებდა.
"კი ვთქვი,მაგრამ ეს მართლა შეუძლებელია.
მე ელე? ცეკვა არ ვიცი ,ყველაფერს გავაფუჭებ."ვუთხარი ანერვიულებულმა.
"არა,არა გპირდები მე გასწავლი!
არ გააფუჭებ,უბრალოდ გთხოვ დამთანხმდი,ეს გამიკეთე და მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები...გთხოვ ალისია!"ასე ჩემთვის არაფერი არ უთხოვია,უარი როგორ ვუხრა?
"ელე მე..."

"ალისია გთხოვ,მთელი გულით გთხოვ..."
ვიცი შეუძლებელია და შეიძლება ეს გადაწყვეტილება მალე ვინანო,მაგრამ ჩემი დისთვის უნდა ვცადო .
"კარგი,თანახმა ვარ...არ ვიცი როგორ რა იქნება,მაგრამ იცოდე ამაზე შენ დამიყოლიე!"ეს რომ ვუპასუხე ,სიხარულით მკითხა!
"ანუ თანახმა ხარ?!"ვერ იჯერებდა მგონი რომ დავთანხმდი!
"თანახმა ვარ,შენს ადგილს დავიკავებ და ერთი წელიწადი ელე ვიქნები."

⭐ტყუპები⭐Where stories live. Discover now