პარასკევი 8:55
Kookie: რას აკეთებ?Me: სამსახურში წასასვლელად უნდა გავემზადო
Me: 10 საათზე იწყება ჩემი განრიგი დღეს.
Kookie: ანუ 10 საათი?
Me: დიახ
Kookie: მისამართი მომწერე თორემ იქამდე შეგაწუხებ რომ იძულებული გახდები😈
Me: კარგი \მისამართი/
Kookie: თუ რამე საქმე არ გამომიჩნდა გნახავვ.
Me: რაა?
Me: სერიოზულად?
Me: ქუქიი
Me: ჰეიი
Me: ნუ მაიგნორებ
მაღაზიაში მოვა?? რა ჩავიცვა?? სერიოზულად ეუნა? დღემდე ბიჭის გამო ასე არ მოვქცეულვარ.
გავემზადე და მაღაზიაში მივედი. არ დამხვდა, ალბათ არც მოვა. ისევ მობილურში ჩავძვერი და ინსტაგრამზე შევედი ფოტოების თვალიერებით ისე გავერთე რომ უკვე ვეღარ ვამჩნევდი ვინ შემოდიოდა და ვინ გადიოდა, იქამდე სანამ საეჭვო ხმაური არ მომესმა.
სალაროდან გადავიწიე და ვეცადე გარეთ გამეხედა. დაზვერვის მომენტში კარებში რამდენიმე ნიღბიანი ბიჭი შემოვიდა მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ შემოვარდა."უკაცრავად რაიმე ხომ არ გნებავთ?" ვკითხე და სკამიდან ავდექი, მობილური კი მაგიდაზე დავდე.
"მოიცა შენ საიდანღაც მეცნობი" ერთ-ერთი მომიახლოვდა და შემათვალიერა. "დიახ შენ ხარ ჩვენს მაკნეს ვინც სწერს" საჩვენებელი თითით სხვებს გაკრეჭილმა ჩემზე ანიშნა, მე კი გაურკვეველი სახე მივიღე.
"კარგი გემოვნება ჰქონია" დაამატა მეორემ. ამ დროს ყველაზე მაღალს დაურეკეს. მოშორებით რამდენიმე წუთი ილაპარაკა და შემდეგ მოგვიახლოვდა.
"ქუქი და ვი მანქანაში გველოდებიან წავიდეთ" თქვა მაღალმა და ყველა მას გაჰყვა. მოიცა მან ქუქი თქვა თუ მომესმა? ანუ ახლა იმ ჯგუფს შევხვდი რომლის ნახვასაც მილიონობით გოგო ცდილობს??
სამუშაო დღემ ისევ უაზროდ ჩაიარა დილის ფაქტს თუ არ ჩავთვლით. სახლში დაღლილი მივედი ამიტომ მაშინვე დავწექი მაგრამ მესიჯი მომივიდა და გავხსენი.Kookie: ჰიონებს უნახიხარ
Kookie: მეც მინდოდა შენი ნახვა.
Kookie: ყველამ თქვა ძალიან ლამაზი და საყვარელიაო.
Me: იქამდე ვერ მივხვდი ვინები იყვნენ სანამ შენი სახელი არ ახსენეს.
Kookie: რაიმე ხომ არ გითხრეს?
Me: არა
Me: მალევე წავიდნენ.
Kookie: კარგი ღამემშვიდობისა.