7

514 53 1
                                    

ორშაბათი 10:17
Kookie: დილამშვიდობისა.

Kookie: ინტერნეტში ყველგან შენს წარმატებაზე წერენ.

Kookie: გილოცავ

Me: მადლობა

Kookie: იქნებ შევხვდეთ?

Me: არვიცი თუ დროს გამოვნახავ.

Kookie: /მისამართი/  ამ მისამართზე მოდი თუ მოიფიქრებ სამ საათზე.

Me: კარგი

მობილური მაგიდაზე დავდე და მდივანთან გავედი.
"დღეს რაიმე შეხვედრა გვაქვს?"
"დღეს თავისუფალი განრიგი გაქვთ ქალბატო... უკაცრავად ეუნა" მითხრა და თავისივე ნათქვამზე ჩაეღიმა.
კაბინეტში დავბრუნდი და მობილური ავიღე. რას ვაკეთებ? როდიდან გავხდი მასზე დამოკიდებული? რამეს რომ მთხოვს უარს რატომ ვეღარ ვეუბნები ადრინდელივით? საკუთარმა ქცევებმა გამაკვირვა მაგრამ ქუქის მიმოწერა მაინც გავხსენი.

Me: დღეს თავისუფალი განრიგი მაქვს ამიტომ შესაძლებელია მოვიდე.

Kookie: კარგი გელოდები.

მდივანს დავემშვიდობე და კომპანიიდან გამოვედი. ჯერ სახლში წავედი, რამდენიმე საათიანი მზადების შემდეგ ძლივს გამოვედი სახლიდან. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი.

Kookie: ხელი დამეღალა ქნევით

Kookie: შენგან მარჯვნივ ვარ

მარჯვნივ გავიხედე და ნამდვილად იქ იყო. მისკენ წავედი და დაბნეული მაგიდას მივუჯექი.
"როგორც იქნა შევხვდით" გაიღიმა, არა უფრო გაიკრიჭა.
"დიახ" უხერხულად ვუთხარი.
"ერთი წუთი" თქვა და მაგიდაზე დადებული ჩემი ტელეფონი აიღო.
"3...2...1 მზადაა" თქვა და ჩემსკენ გამოაბრუნა.

"ძალიან კარგია" ჩაილაპარაკა და ფოტოს მიაშტერდა.
"შენ რაზე სწავლობ?" მკითხა და მობილური დადო.
"ბიზნესი" დაუფიქრებლად ვუთხარი და ახალ მოტანილი ყავა მოვსვი. ქუქის მობილური აწკრიალდა, როგორც კი ნახა მაშინვე აქა-იქა ყურება დაიწყო.
"რა მოხდა?" ვკითხე, რადგან მეგონა ვინმემ შეგვამჩნია და ის შეატყობინესო მაგრამ...
"ჯინმა მომწერა ერთმანეთს აკვდებითო ანუ აქ არიან" თქვა და ისე დაიწყო კაფის თვალიერება. მე კი შვებისგან ამოვისუნთქე.
"მე მეგონა ვინმე ჟურნალისტმა დაგვინახა" ჩავილაპარაკე და ისევ მოვსვი ყავა.

Texts With Idol | J.JK ✔Where stories live. Discover now