6

566 49 1
                                    

"ეუუნააა" დამიყვირა ჯივუნმა და მასთან სწრაფად მივედი.
"ნახე ჩალურჯებული ისევ მაქვს კომპანიაში როგორ წავიდე ასე?" სარკეში ჩალურჯებული თვალის თვალიერებით მელაპარაკებოდა, მე კი ამასობაში ჩემი კოსმეტიკის ჩანთით წინ დავუდექი.
"არ არსებობს" ჩაილაპარაკა მე კი სკამზე დავსვი და ნახევარ საათიანი პროცედურის შემდეგ ჩალურჯება გავაქრე.
"ყოჩაღ" მითხრა და თმები ამიჩეჩა.
"კომპანიაში როგორ მიდის საქმეები?" ვკითხე უკვე დასერიოზულებულმა.
"შენ შაინ სთარის მეწილე ხარ ამიტომ შეგიძლია მოხვიდე და თვითონ გაიგო" მითხრა და პიჯაკი ჩაიცვა მე კი ჰალსტუხი გავუკეთე.
"იქნებ არ ვარ კარგი მაგ საქმეში" ჩავილაპარაკე და ტუჩები წინ გადმოვწიე.
"არავინ მოგთხოვს რომ იმღერო უბრალოდ სახვადასხვა კონტრაქტებს დადებ სხვადასხვა კომპანიებთან. თან შენი ფაკულტეტიც გიწყობს ხელს"

"მაშინ ვცდი" ვთქვი და ჩემს ოთახში შევარდი და ტანსაცმლის შეთვალიერება დავიწყე. მაგრამ ვერაფერი ვიპოვე და ისევ ჯივუნთან გავედი.
"არ მაქვს შესაფერისი ტანსაცმელი"
"მაშინ ვიყიდოთ"
მაღაზიები დავიარეთ მაგრამ ჯივუნს არაფერი არ მოსწონდა. მე კი უკვე დაღლილ დაქანცული ზოზინით ვიცვლიდი ტანსაცმელს.

ბოლოს ეს ძლივს აარჩია რადგან მე უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი აღარ მაინტერესებდა რას აარჩევდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბოლოს ეს ძლივს აარჩია რადგან მე უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი აღარ მაინტერესებდა რას აარჩევდა.
იქიდან პირდაპირ კომპანიისკენ წავედით.
"Shine Star" ლი ვუნის იგივე მამაჩემის კომპანიაა, სადაც მომავალი აიდოლები ემზადებიან. ასევე ჩვენს ტრეინებს ვთავაზობთ სხვადასხვა კომპანიებს. ახლა კი კომპანიის 50% მე მეკუთვნის დანარჩენი კი ჩემს ძმას.
ახლა ისიც დაგაინტერესდებთ რატომ ვმუშაობ მაღაზიაში და რატომ ვცხოვრობ მარტო? იმიტომ რომ მინდა დამოუკიდებლად გამოვიმუშავო თანხები და ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა, მაგრამ ვინ გაცდის.

კომპანიაში შესვლისთანავე ყველას ყურადღება მივიქციეთ, გვესალმებოდნენ ამიტომ მეც ვესალმებოდი. გრძელი და მოსაწყენი დერეფანის შემდეგ მამაჩემთან შევედით რომელიც ორივეს თბილად დაგვხვდა.
"ქალბატონმა ლი გვიკადარა" თქვა სიცილით და ჩამეხუტა.
რამდენიმე უმნიშვნელო საბუთებზე ხელის მოწერით დასრულდა ე.წ ჩემი სამუშაო დღე. მე, მამაჩემმა და ჯივუნმა ერთად დავტოვეთ კომპანია, გარეთ კი უამრავი ჟურნალისტი დაგვხვდა.
__________
"ქუქიიი ნახეე შენიი გოგო ტელევიზორშია" დაუყვირა ჯიმინმა ქუქის და ის მაშინვე მასთან გაჩნდა.
"შაინ სთარი?" თავისთვის ჩაილაპარაკა ჯიმინმა მაგრამ ქუქიმ ანიშნა გაჩერებულიყო.
"ბატონო ლი რამდენიმე დღის წინ ფადაწყვიტეთ რომ შაინ სთარი თქვენი შვილებისთვის გადაგეცათ. რატომ გადაწყვიტეთ ეს?"

"ვთვლი რომ ჯივუნიც და ეუნაც საკმაოდ გაიზარდნენ ამიტომ მათ ვებდობი და ვიცი რომ იმედს არ გამიცრუებენ"
თქვა ბატონმა ლიმ და ქუქმა ეუნასკენ გააპარა თვალი რომელიც დაბნეული იყურებოდა და მისი ძმისთვის ერთი ხელი მკლავზე ჰქონდა მოხვეული.
_______________

Kookie: ტელევიზორში გნახე

Kookie: ასეთი კომპანიის მფლობელი მაღაზიაში მუშაობ?

Me: მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო მაგრამ არ მაცდიან😂😂

Me: მაღაზიიდან გამომიშვეს და ახლა კომპანიაში უნდა ვიჯდე.

Me: და კიდევ რაღაც უაზრო საბუთებს ხელი უნდა მოვაწერო.

Kookie: ძალიან სასაცილო ხარ

Me: მადლობა??

Kookie: სიმღერა ან ცეკვა შეგიძლია?

Me: ჩემი სიმღერა ცხენის ყროყინს გავს ხოლო ჩემი ცეკვა ნასვამი კაცის მოძრაობას.

Kookie: ანუ საქმე ცუდადაა?

Me: ასე გამოდის.

Texts With Idol | J.JK ✔Where stories live. Discover now