ერთი თვის შემდეგ
"ეუნა იქნებ ახლა მაინც ჩამოხვიდე? ძალიან მომენატრე" ჯივუნი უკვე მერამდენედ ცდილობდა ეუნას დაყოლიებას რომ კორეაში დაბრუნებულიყო მაგრამ ყოველთვის უარით ისტუმრებდა. ეუნა კი გერმანიაში ცდილობდა დაესვენა და ყველაფერი ცუდი დაევიწყა.
"კომპანიაში მხოლოდ შენ ხარ?" ჰკითხა და ჩემოდანი თაროდან აიღო.
"დიახ აქ მხოლოდ რამდენიმე მდივანმა და დამხმარემ მოინდომა დარჩენა"
"მაშინ კაბინეტი მომიმზადე"
"რაა?? კარგი კარგი ქალბატონო ეუნა" ესღა უთხრა გახარებულმა ჯივუნმა და გაშიშვისთანავე, დამხმარეები შეკრიბა და ეუნას კაბინეტის მომზადება უბრძანა.
_________
Me: არ მნახავ?Kookie: ჩამოხვედი?
Me: რამდენიმე საათის წინ
Kookie: კაფის მისამართს მოგწერ და იქ მოდი.
Me: კარგი
______________"როგორ ხარ?"
"არვიცი ალბათ უკეთესად"
ამის შემდეგ ერთმანეთს არაფერს ეუბნებოდნენ მაგრამ თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს. ორივეს უნდოდა რამის თქმა მაგრამ ვერცერთი ვერ ამბობდა. იმდენად იყვნენ ერთმანეთით გატაცებული რომ ჯონგუკმა ვერ შეამჩნია მისი აფეთქების პირას მყოფი მობილური.
"გირეკავენ" ეუნამ თქვა და მობილურისკენ ანიშნა. დაბნეულმა ჯონგუკმა მობილური აიღო და სწრაფად უპასუხა.
"რა გინდა ჰიონ?"
"ხმა ამოიღეთ თორემ ჩამოგვეძინა"
"რას გულისხმობ?"
"სალაპარაკო თემა მოიფიქრე რამე თორე ჩამოგვეძინა"
"ჰიონ..."
ჯონგუკი რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა მაგრამ მისმა ჰიონმა არ აცადა და გაუთიშა.
ჯონგუკი ფიქრობდა იუნგის ნათქვამზე თუ რა თემა წამოეჭრა.
ამასობაში ეუნას მისმა ძმამ დაურეკა.
"გისმენ ჯივუნ"
"სასწრაფოდ მოდი"
"რამე მოხდა?"
"ყველა ანგარიში გაიყინა, მაგრამ წინა კარიდან არ შემოხვიდე ათობით ჟურნალისტია"
"რაა? ახლავე მოვალ" თქვა ეუნამ და ჩანთა აიღო.
"ბოდიში კომპანიააში პრობლემები შეიქმა და ახლავე უნდა წავიდე" პასუხის გაცემა არ აცადა ჯონგუკს ისე გაუჩინარდა კაფიდან.
"გაგექცა" ამ ხმამ შეაკრთო, ხმის პატრონისკენ გაიხედა და მისი ექვსივე ჰიონი დახვდა.
მაგიდას ისინი მიუსხდნენ და გაუთავებელი ლაპარაკი დაიწყეს. ჯონგუკი კი ისევ მასზე ფიქრობდა.
კაფის ერთ-ერთ კედელზე დაკიდებული ტელევიზორი ჩართეს მომხმარებლების თხოვნით. სადაც შაინ სთარზე იყო რეპორტაჟი."როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა შაინ სთარი გაკოტრების პირასაა. სულ რაღაც ერთი თვის წინ შაინ სთარის დამფუძნებელი ლი ვუნი გარდაიცვალა და კომპანიას სათავეში მისი ორი შვილი ლი ეუნა და ლი ჯივუნი ჩაუდგნენ. შენობიდან არავინ გამოდის, ამიტომ აქ ვიქნებით და ახალ ინფორმაციას დაველოდებით"
ახლა უკვე კაფეში მსხდომი ხალხი აყაყანდა.
"ის გოგონა მაღაზიაში მუშაობდა"
"მამამისის ნდობა ვერ გაამართლეს"
"არ გაჩერდებით?" ბოლოს ხმა 20 წლამდე გოგომ ამოიღო და სკამიდან ხმაურიანად წამოდგა.
"ჯერ კარგად გაერკვიეთ და შემდეგ თქვით თქვენი სათქმელი" კაფიდან წასვლა დააპირა მაგრამ ერთ-ერთის ირონიულმა შეძახილმა ძალიან გააბრაზა.
"მალე ალბათ კომპანიასაც დახურავენ და ლი ეუნა ისევ მაღაზიაში იმუშავებს".
"არავინ არ იცის რა მოხდება იქნებ ცოტახანში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია გახდეს" გოგონამ ჩაიცინა და კაფიდან კარის ხმაურიანად გაჯახუნებით გავიდა.
ბიჭები კი გაკვირვებულები დარჩნენ.
მალე მათაც დატოვეს კაფე და დორმში წავიდნენ.
ნამჯუნმა მათ მენეჯერს დაურეკა ამბების გასაგებად.
"როგორც ვიცი მათი ანგარიშები გაიყინა, მაგრამ სხვადასხვა კომპანიები მათ დახმარებას ცდილობენ მათ შორის ბიგჰითიც"
"კარგით და თუ რაიმე სიახლე იქნება გაგვაგებინეთ" მობილურის გათიშვისთანავე სხვა წევრებსაც გააგებინა.ჯონგუკი მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა სიახლეებს მაგრამ არანაირი სიახლე იყო.
_________
Me: ეუნაEuna: ??
Me: უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი
Euna: მგონი ყველაფერი წესრიგში დგება.
Euna: ძალიან დავიღალე
Me: გთხოვ არ დანებდე.
![](https://img.wattpad.com/cover/153819634-288-k524883.jpg)