"შაინ სთარის დირექტორი ლი ვუნი გუშინ ღამით გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი შვილების თხოვნით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება".
"ჯონგუკ გირჩევ მისწერო, იქნებ ვინმესთან ლაპარაკი სჭირდება" რჩევებს აძლევდა იუნგი ჯონგუკს, მაგრამ უშედეგოდ რადგან ის მხოლოდ ეუნაზე ფიქრობდა.
მათ ლაპარაკში მენეჯერი შემოვიდა ოთახში და ყველა გაჩუმდა.
"ბიჭებო ახალ ამბავს გაიგებდეთ ალბათ და ისიც იცით როგორი ურთიერთობა ჰქონდა და იმედია ექნება შაინ სთარსა და ბიგ ჰითს ამიტომ თქვენ წახვალთ და მიუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს" მენეჯერის ნათქვამზე ჯონგუკს გულის სიღრმეში ძალზედ არ მოეწონა ეს აზრი რადგან არ უნდოდა ასეთი ეუნას ნახვა.
"კარგი" თქვა მონმა.
ნახევარ საათში უკვე ადგილზე იყვნენ მაგრამ მანქანიდან ჩამოსვლას არ ჩქარობდნენ.
"წავიდეთ" თქვა ჯონგუკმა და ყველა ერთად ჩავიდა მანქანიდან, რამდენიმე ჟურნალისტმა მოახერხა სამძიმარზე მოსული ცნობილი ხალხის დაჭერა.
შესასვლელში ეუნა, მისი ძმა ჯივუნი და ექსოს წევრი სუჰო დახვდათ. მათ მიუახლოვდნენ და ყველამ სათითაოდ მიუსამძიმრა. ჯონგუკი ეუნასთან მივიდა და მიუსამძიმრა მაგრამ მისმა განადგურებულმა სახემ გული ატკინა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ჩახუტებოდა.
"ეს ყალბი ცრემლები და დრამა" ტაშის კვრით შემოვიდა ყველასთვის უცნობი მაგრამ ეუნასთვის და ჯივუნისთვის ძალიან ნაცობი ადამიანი.
"ბიძია" ეუნა მისკენ წავიდა მაგრამ კაცმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
"გახსოვარ? მეგონა შენმა თავნებობამ და სითამამემ ყველა და ყველაფერი დაგავიწყა" ჯივუნმა ვეღარ მოითმინა დის დამცირება და ბიძამისის წინ დადგა.
"აღარ გაბედო მისთვის ასე დაძახება" საჩვენებელი თითი მის სახეს მიუახლოვა და თვალებში ჩააშტერდა.
"ეს ოჯახი მაკვირვებს, და-ძმა რომელიც ერთმანეთს ვერ იტანდა ახლა მოსიყვარულეებად და მზრუნველებად გადაიქეცით" თქვა და ეუნას გახედა რომელსაც მისი ძმის მკლავზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და იმალებოდა.
"დეიდა თუ შეიძლება ეუნა გაიყვანეთ" ჯივუნმა დაუძახა ერთ-ერთ ქალს და ეუნა სხვა ოთახში გაიყვანა.
"მარტო მინდა დარჩენა" უთხრა ქალს და მანაც უარი ვერ უთხრა. როგორც კი ქალი გავიდა ეუნამ ტირილი დაიწყო."ასე ვერ დაიცავ შენს დას"
"შენ ნუ მასწავლი" უთხრა ჯივუნმა და საყელოთი გარეთ გააგდო.
ამ დროს კი ჯონგუკი შეუმჩნევლად ცდილობდა ეუნასკენ წასვლას. როგორც იქნა ხალხმრავალი დერეფანი გაიარა. მაგრამ ტირილის მოსმენისთანავე შესვლა გადაიფიქრა და კარებთან აიტუზა.