"ცოლი ჩამოდიოდა და მე არ ვიცოდი" გაბუტულმა ჟივუნმა თქვა მაგრამ მიონას მაინც ლეკვის თვალებით უყურებდა.
"სიურპრიზი მინდოდა მაგრამ ვინ მაცადა" თქვა მიონამ და გაკრეჭილ ეუნას მკვლელი თვალებით შეხედა.
"ასე მჩვევია" მხრები აიჩეჩა ეუნამ და ცოლ-ქმარი მარტონი დატოვა.
"რამდენი ხანია რაც ცოლ-ქმარი ვართ? ორი წელია და ეს გოგო საერთოდ არ იცვლება" ჩაილაპარაკა მიონამ და ჯივუნს ჩაეხუტა.ეუნამ კაბინეტის დატოვებისთანავე ჯონგუკის მიერ მიწერილი ახალი მესიჯი გახსნა.
Kookie: როგორ ხარ?
Me: ახლა ძალიან კარგად
Kookie: რატომ?
Me: ჯივუნის ცოლი და ჩემი რძალი ჩამოვიდა რაც იმას ნიშნავს რომ ჩემი სახლიდან გადავა და დაჭკვიანდება
Kookie: შენს ძმას ცოლი ყავს?
Me: დიახ
Me: არ იცოდი?
Kookie: პირველად მესმის
Me: 😂😂
ეუნამ კაბინეტში შეიჭყიტა მიხვდა რომ უხერხულ დროს შევიდა ამიტომ კარი ნელა და უხმაუროდ მოხურა. ყავის აპარატთან მივიდა. როგორც კი გაიკეთა ვეღარ მოითმინა და კაბინეტში მაინც შევიდა.
"გვრიტებოო" მხიარულად შემოუძახა და ორივე მთლიანად გაწითლდა.
"ეუნა რაღაც უნდა გთხოვოთ მაგრამ ძალიან მერიდება" ბუტბუტებდა მიონა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
"რა არის მოსარიდებელი მთხოვეთ" მანაც უპრებლემოდ უთხრა მაგრამ მალე ინანა.
"იცი ჩვენს სახლში ისევ რემონტებია და შენთან რომ დავრჩეთ? სულ რაღაც ერთი კვირა" ლეკვის თვალებით შეხედა მიონამ ეუნას რომელმაც ნერვიულად სიცილი დაიწყო.
"რამდენი ხნითაც გინდათ დარჩით" თქვა და ყალბი ღიმილი აჩუქა მის რძალსა და ძმას რომლებიც მალე მის სახლში დაბინავდებოდნენ.
წარმოიდგინა მათი ერთად თანაცხოვრება და უფრო უარესად გახდა.
საღამოსთვის სამივე ეუნას სახლში იყო. წყვილი ერთმანეთს ეკურკურებოდა ეუნა კი მათ საშინელი სახით უყურებდა.
ძლივს საქმე გამონახა რადგან მობილურზე მესიჯი მოუვიდა ქუქი რომ დაინახა უფრო გაიკრიჭა.Kookie: შენი სახლის წინ ვარ'თ
Me: ხართ?
Kookie: ისევ ჩემი ტელეფონი ჩაიგდეს ხელში რომ გაიგეს მარტო იყავი ვესტუმროთო და...
წაიკითხა და კარზე კაკუნის ხმაც გაისმა. ჯივუნმა მიირბინა და კარი ისე გააღო ეუნამ ვერც გაიაზრა. შვიდივეს დანახვისას ეუნამ პირი დააღო და მიონა კი თითქმის ხელები დაილურჯა ჩქმეტით. ჯივუნმა კი უბრალოდ შემოიპატიჟა.
"აააჰჰჰ" ამოიკვნესა მიონამ როცა ისინი უფრო ახლოდან ნახა. ჯონგუკმა კი ეუნას მინიშნებებით ძლივს მოუბოდიშა.დაახლოებით ოთხ ან ხუთ თავში დავასრულებ❤❤იმედია მოგწონთ და კითხულობთ❤💛
