13

454 42 0
                                    

"ჩუმად რატომ ხართ?" რამდენიმეწუთიანი სიჩუმე ჯივუნმა დაარღვია და მუხლებზე ხელის ტყაპუნით წამოდგა. სამზარეულოში გავიდა და ცოტახანში ლუდის ქილებით გამოვიდა.
დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს მოახერხა ყველას დარწმუნება რომ დაელიათ.
"აბა აქ რამ მოგიყვანათ?" იკითხა უკვე ნასვამმა მიონამ თამამად.
"ჩვენ... არვიცი..." ბუტბუტებდა თეჰიონი და მის ჰიონებს იმედიანად უყურებდა.
"მარტო მოწყენილები ვიყავით და კარგი ქენით" გადაარჩინა ჯივუნმა და ბიჭებმაც ამოისუნთქეს. მხოლოდ ახლა შეამჩნეს მძინარე ეუნა.
"ასე იცისს" თქვა ჯივუნმა და თხელი გადასაფარებელი გადააფარა. ჯონგუკს მისი შემხედვარე სხვებს ვერ ამჩნევდა და ამ სიტუაციიდან გამოძრომაში გვერდზე მჯდომი ჯიმინი მხარის გაკვრით ეხმარებოდა.
თითქმის პირველი სრულდებოდა როცა ბიჭებმა სახლი დატოვეს.
"მან გვითხრა რომ სახლში მარტო იქნებოდა" ამოიოხრა ჰობიმ.
"ეგ თქვენ კი არა მე მითხრა" შეეწინააღმდეგა ქუქი.
"კარგი არაუშავს"

მეორე დღეს ეუნა თავის ტკივილმა გააღვიძა, თვალები მოისრისა და წამოდგა.
გუშინდელის გახსენებას დიდი ხანი არ მოანდომა და მაშინვე გაწითლდა.
"გაიღვიიძეე?" ყურში ჩაჰყვირაა მიონამ.
"არა მძინავს" თქვა და პირდაპირ მის ოთახში შევარდა, კარს ზურგით მიეყუდა და ხელი გულზე დაიდო.
"ალბათ ახლა მატყუარად მთვლის".
____________
Me: ბოდიში არ ვიცოდი თუ მათ სახლში რემონტი ჰქონდათ და ჩემთან აპირებდნენ ერთი კვირით დარჩენას.

Kookie: არ მეგონა ვინმე ასე თუ მომიბოდიშებდა ოდესმე😂😂

Me: ნუ დამცინი

Kookie: კარგი

Kookie: აღარ დაგცინებ

Kookie: ეუნაა

Kookie: გაიბუტე??

Kookie: სამ ბილეთს გამოგიგზავნი ოთხ დღეში კონცერტი გვაქვს სეულში

Me: კარგი

Kookie: ახლა მე გაგებუტო?
______
"ახლა გული წამივა" ამოიოხრა მიონამ როცა ქუქის მოწერილი წაიკითხა რათქმაუნდა ამ ყველაფერს ხომ ის სწერდა, მან ეუნას სააბაზანოში შესვლით ისარგებლა, თან რამდენიმე საათის წინ გაგებულმა კოდმაც შეუწყო ხელი. ამასობაში ეუნაც გამოვიდა სააბაზანოდან და მიონას მცდელობა ტელეფონის დამალვის ჩაიშალა. მან სწრაფად მიირბინა მიონასთან და ტელეფონი გამოართვა. წერილების გახსნისთანავე რძალს ეჭვისთვალით შეხედა.
"მიოონააა" დაიყვირა და თმაზე შემოხვეული პირსახოცი ახლა სახეზე მოიქცია.
"შენ ძალიან ცუღლუტიი ყოფილხარ" უთხრა გაკრეჭილმა მიონამ და ოთახიდან გაიქცა. "შენს ძმას არ ვეტყვი" წამით უკან მობრუნდა და კარებიდან მიაძახა.
ჯონგუკს მაშინვე მოუბოდიშა.
Kookie: არაუშავს ბილეთები უკვე გამოვაგზავნე

Kookie: ალბათ მალე მოვა

კარზე კაკუნის ხმა გაისმა მალე კი მიონა შემოვარდა
"მართლა გამოგზავნა" დაიყვირა და ბილეთები ამიფრიალა.
"თან სულ წინა რიგებში" დაამატა როცა ბილეთს დახედა. ალბათ ეს ხმა საბუთებში ჩაფლულ ჯივუნსაც მოესმა და ისიც ოთახში გაჩნდა მალე.
"ჯივუნ ჩემმა მეგობარმა სამი ბილეთი გამოგვიგზავნა ბითიესის კონცერტისთვის ხომ წავალთ?" ლეკვის თბალებით შეხედა მიონამ ჯივუნს.
"მგონი ვიეჭვიანებ" თქვა და თანხმობის ნიშანად თავი დაუქნია. მიონა ჩაეხუტა და თან ჩაილაპარაკა "მოგიწევს". ეს ჯივუნს არც გამოპარვია.
"რა მომიწევს?"
"არა...არაფერი" თქვა და უფრო ჩაეხუტა, ეუნამ კი თვალებზე ხრლი აიფარა.
"თქვენს ოთახში გააგრძელეთ" დაიყვირა და ძლივს მარტო დარჩა.

Texts With Idol | J.JK ✔Where stories live. Discover now