11

463 47 0
                                    

"ეუნა შენ ამას ვერ გააკეთებ, მამაჩვენი შვიდწლიან წვალებას ერთი ხელის მოწერით ვერ აქცევ ფერფლად" უკვე ერთი საათია რაც ეუნამ გადაწყვიტა შაინ სთარის დაშლა და ჯივუნი მის გადარწმუნებას ცდილობს.
"ბიძაჩვენი ყველანაირად ცდილობს ჩვენს გაკოტრებას და გამოსდის კიდეც, ინვესტორებსაც კი გვართმევს" მაგიდაზე დაწყობილ ხელებზე ახლა თავი დადო და ღრმად ამოისუნთქა.
"ქალბატონო ძალიან კარგი ამბავი გვაქვს" მათი ერთგული მდივანი რომელმაც ასეთ დროსაც არ დატოვა გახარებული შემოვიდა კაბინეტში. ეუნამ კი თავი ასწია და მდივანს მიაჩერდა.
"რა მოხდა?" ჰკითხა ჯივუნმა უფრო იმედიანად.
"ვაიჯის სურს კონტრაქტის დადება და ჩვენი კომპანიის ვაიჯისთან შეერთება" თქვა სწრაფად მდივანმა და საბუთები ეუნას მაგიდაზე დააწყო.
ეუნამაც და ჯივუნმაც ნახევარსაათიანი თათბირის შემდეგ, ვაიჯის შემოთავაზებას დათანხმდნენ.
რამდენიმე საათში ორ კომპანიას შორის საბოლოო ხელშეკრულება დაიდო, რის შედეგადაც შაინ სთარის სტაფი და ტრეინები ვაიჯიში უნდა გადასულიყვნენ.
"მიხარია რომ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყეთ" უთხრა ვაიჯის დირექტორმა და ორივეს თბილად გაუღიმა.
_____________

"Breaking news: YG Entertainment_მა და Shine Star_მა ხელშეკრულება დადეს. დღეიდან შაინ სთარი ვაიჯის ექვემდებარება."

______________

"ასე სწრაფად ინფორმაციას როგორ იგებენ" გაკვირვებულმა ეუნამ იკითხა როცა 20 წუთის წინ დადებულ კონტრაქტზე უკვე იდო ინფორმაცია ინტერნეტში.
"ვაიჯიმ გააკეთა განცხადება" თქვა ჯივუნმა და სავარძელზე მოწყვეტით დაეცა.
"როდის გადავდივართ?"
"სტაფი როგორც კი მოახერხებს ყველაფრის სატვირთო მანქანაში მოთავსებას" უთხრა ჯივუნმა და ეუნამ მობილური აიღო.

Kookie: ვნახე ახალი ამბები და გამიხარდა რომ არ დანებდი.

Me: მადლობა

Kookie: ალბათ დაკავებული ხარ და აღარ შეგაწუხებ.

Me: სიმართლე რომ ვთქვა ახლა მე და ჯივუნი ჩვენი კაბინეტის სავარძელში ვნებივრობთ😂😂

Me:  და ახლა საეჭვოდ მიყურებს

Kookie: ჩვენს შესახებ იცის?

Me: რაა უნდა იცოდეს?

Kookie: ეს ჰიონებმა
მოგწერეს

Me: კარგი

"ვის სწერ? ამ ბოლო დროს გაკვირდები და შეყვარებული ხომ არ გყავს? ვინ არის სიმპატიურია?" მაშინვე კითხვები მომაყარა როცა მობილური მაგიდაზე დავდე.
"ის ჩემზე სულ რაღაც 40 წლით დიდია" გავეხუმრე მაგრამ ისეთი სახე მიიღო მგონი დაეჯერა.
"რაა??"
"ვხუმრობ"
"აჰჰ კარგიი"
ისევ წერილი მომივიდა მაგრამ ეს უცხო ნომრისგან იყო.

Unknown: აქ ვარ გველოო

Me: უკაცრავად?

Unknown: მიონა ვარ

"ჩემი რძალი აქ თუ იყო რატომ არ ვიცოდი?" ვკითხე ჯივუნს, რძალის ხსენებაზე კი მაშინვე წამოხტა.
"მიონა აქ არის?"
"მომწერა" ვუთხარი და მობილური ავუფრილე, მან კი ა ხტუნაობა დაიწყო.
"ღმერთო მას გადმოხედე" ჩავილაპარაკე და მოხტუნავე ჯივუნის ყურებით დავტკბი.

Texts With Idol | J.JK ✔Where stories live. Discover now