14. LAST

600 46 5
                                    

კონცერტის დღეც მოვიდა. დილიდან მიონაც და ეუნაც დიდი მონდომებით ემზადებოდნენ. ჯივუნმა კი რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა.
"შენს ქმარს მოდის არაფერი ესმის რძალო" დასცინა ეუნამ.
"ის შენი ძმაა" სიტყვა შეუბრუნა მიონამ.
"ასე მოხვალ ასეთი პოპულარული ჯგუფის კონცერტზე?" ჰკითხა ეუნამ და მისი ძმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
"დიახ" მანაც გაზეთიდან თავი ამოყო და სრული სერიოზულობით თქვა.
"ღმერთოო" ამოიოხრა ეუნამ და თავის ოთახში შევიდა.
_______
Kookie: ემზადებიი??

Me: თითქმის მზად ვართ მაგრამ ჩემი ძმა კონცერტზე პიჯაკით მოდის

Kookie: არაუშავს ყველასგან  განსხვავებული იქნება

Me: 😂😂

Kookie: კონცერტი სამზე იწყება არ დააგვიანოთ

Me: კარგი.
_________________
იქ მისულებს საკმაოდ ბევრი ხალხი დახვდათ. ზოგიერთი გოგო ავტოგრაფსაც კი ართმევდა ჯივუნს რაზეც მიონა საშინლად ეჭვიანობდა.
"მართლები იყავით სხვა უნდა ჩამეცვა" ჩაილაპარაკა ჯივუნმა.
"დაგვიჯერე ხანდახან" ლოყაზე უჩქმიტა მიონამ. კიდევ ერთი გოგონა მოდიოდა და ჯივუნიც შეემზადა მაგრამ ის ეუნასთან მივიდა და მობილური მორცხვად გაუწოდა. ეუნამ გაკრეჭილმა დაუტოვა ავტოგრაფი და ფანიც მადლობით გამოემშვიდობა.
ამასობაში ხალხმა შესვლა დაიწყო. დარბაზი მალე ივსებოდა. ისინი კი ზუსტად სცენის წინ ჩამოდგნენ.
15 წუთში კონცერტიც დაიწყო. ჯონგუკი მას თვალებით ეძებდა და როგორც კი იპოვა ჩაეღიმა. მთელი კონცერტის განმავლობაში ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ.
"ჯონგუკ ოპპას თუ შეყვარებული ეყოლება იმ გოგოს გავწეწავ" ეუნამ შემთხვევით ორი ფანგოგოს ლაპარაკს მოუსმინა.
"ჩემთვის მთავარია მას მოსწონდეს რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ის გოგო" შეეპასუხა მეორე გოგო.
"ის ჩემია" მან მაინც არ დაინდო.
დასრულების შემდეგ ჯონგუკმა ეუნას კულისებისკენ ანიშნა. ეუნამ ჯივუნი და მიონა გაუშვა თავად კი კულისებში გავიდა.
ჯონგუკმა როგორც კი ეუნა შეამჩნია ძლიერად ჩაეხუტა.
"იქნები ჩემი შეყვარებული?"

_____________________________

რაღაც მიზეზების გამო ასე მომიწია დასრულება ამიტომ ბოდიშს გიხდით❤❤
და ახალ ფიკთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს.
1. ვისზე იყოს ფიკი? (ნებისმიერი ჯგუფი)
2. როგორც აიდოლები თუ ჩვეულებრივი ადამიანები?
❤❤

Texts With Idol | J.JK ✔Where stories live. Discover now