დილით ჩემი სვლა 7 საათზე მქონდა ამიტომ ექვსზე ავდექი და მზადება დავიწყე, ნახევარსაათიანი ბოდიალის შემდეგ მაღაზიაში მივედი უნიფორმა ჩავიცვი და სალაროს მივუჯექი. ხალხი არ იყო მაგრამ ერთმა პიროვნებამ ჩემი ყურადღება მიიქცია რომელიც პროფუქტს იღებდა შემდეგ კი გარემოს ათვალიერებდა. კეპი თვალებამდე ჰქონდა და პირბადეც ეკეთა ამიტომ სახეზე ვერ გავარჩიე. სალაროდან გამოვედი და ბიჭისკენ წავედი მაგრამ გაიქცა. ჯანდაბაა! მეც გავეკიდე. კიდევ კარგი ყოველწლიურ მარათონებში ვიღებ მონაწილეობას და სირბილი არ მიჭირს. მაგრამ ეს ბიჭიც არ უკლებს.
ერთ-ერთ შესახვევთან ქუქი და მისი ჰიონები დავინახე რომლებიც გაკვირვებულები მიყურებდნენ. თან ის ბიჭი მუხლებში მოკეცილიყო. დრო ვიხელთე და ზედ დავახტი. კეპი ჩამოვგლიჯე შემდეგ კი პირბადე. მაგრამ პოლიციას აქ რა უნდა?
ნახევარ საათში მე და ჩემი საყვარელი ე.წ ძამიკო პოლიციელის წინ ვიჯექით."გოგონა თქვენ ამბობთ რომ ეს არის თქვენი ძმა მსგრამ მაღაზიაში ქურდი გეგონათ ამიტომ სდიეთ სამი ქუჩა? ასევე მას თვალთან ჩალურჯება აქვს" დაიწყო პოლიცილემა და საჩვენებელ თითს ხან ჩემსკენ გამოიშვერდა და მისკენ.
"ბატონო არაფერი მომხდარა სერიოზული ჩვენ წავალთ" უთხრა ძამიკომ და გარეთ სწრაფად გამიყვანა. გასვლისთანავე ფეხებში და უკანალზე წიხლები ვურტყი.
"ჰეეიიი ნუ მირტყამმ" ყვიროდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ფანჯრიდან ის პოლიციელი მიყურებდა ამიტომ გაჩერება მომიწია.
ტაქსის ძებნაში თვალში ისევ ქუქი და თავისი ჰიონები ისევ იგივე მზერით ვნახე. ესენი მომყვებიან?
"ნახე ჩემს ლამაზ სახეზე შენი ძლიერი ხელით რამხელა ზიანი მომაყენე?" ამბობდა ჯივუნი და მის ჩალურჯებულ თვალს სახეზე მაფარებდა, მე კი ისევ მათკენ მქონდა მზერა.
ზარალის ანაზღაურებისთვის ჯივუნმა ჩემს სახლში თავი დაიპატიჟა და რამდენიმე ქილა ლუდიც იკისრა.21:46
Kookie: დღეს ძალიან გიჟი იყავი.Me: ჩემი ძმა ქურდი მეგონა და...
Kookie: ანუ ძმა?
Me: დიახ
Kookie: და ასე სწრაფად როგორ დარბიხარ?
Me: ყოველწლიურ მარათონებში ვიღებ მონაწილეობას ამას დამატებული თავისუფალ დროს ვვარჯიშობ.
Kookie: კარგია.
Kookie: შენი ძმა რამდენი წლისაა?
Me: 24
Kookie: მეგონა არ მეტყოდი.
Me: 😂😂
Kookie: შეყვარებული გყაცს?
Me: რაში გაინტერესებს?
Kookie: ისე უბრალოდ
Me: არა არ მყავს
Kookie: კარგია.