კიმ თეჰიონი და ჯეონ ჯონგუკი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ.როგორც ცა და დედამიწა,ან თუნდაც მაგნიტის სხვადასხვა პოლუსები.
თეჰიონი თავქარიანი ახალგაზრდა იყო,ჯონგუკი კი თმის ღერიდან,ფეხის თითამდე სერიოზული ყმაწვილი გახლდათ.მას არ მოსწონდა ბავშური ახირებები და ასევე ბავშვური ადამიანები.
მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებითაა არა სავსე?
არცერთი ბიჭის გეგმებში არ შედიოდა ვინმეს შეყვარება.ორივეს საკუთარი მიზნები გააჩნდათ.
თეჰიონს სურდა ხატვის სკოლა გაეხსნა,ჯონგუკის ოცნება კი ცნობილი ბიზნესმენობა იყო.სამომავლოდ ორივე ყმაწვილმა აიხდინა ოცნება,მაგრამ მანამდე ერთ სასიყვარულო სცენარში ამოყვეს თავი,სადაც მთავარ როლში ისევ კიმ თეჰიონი და ჯეონ ჯონგუკი გახლდათ.