T

589 69 6
                                    


-არ შეიძლება შავი ფერი შენს გარდერობში სხვა ფერით ჩაანაცვლო?მომაბეზრებელია-ამოიოხრა თეჰიონმა,რომელიც ყველა შემხვედრ კენჭს ოდნავი ბიძგით აგორებდა.

-რაიყო არ მოგწონს?მე კი ვფიქრობ, რომ მიხდება.ასე ვთქვათ ჩემი ფერია-გაიღიმა ჯონგუკმა და თმებში ხელი შეიცურა.

-ნარცისი-ჩაიჩურჩულა თეჰიონმა,რაც ჯონგუკის ყურებს არ გამოპარვია.

მისთვის თეჰიონის ხმა ყველა ტკბილ ხმას ჩრდილავს.მოსწონს საუბრისას,როგორ მოძრაობს ქერას ტუჩები.მოსწონს სიცივისგან,როგორ უწითლდება ცხვირი.მოსწონს სიხარულისგან,როგორ უბრწყინავს თვალები.ჭკუიდან შლის მისი თითოეული ნაკვთი.

-დღეს ჩემი ჯერია,მე გპატიჟებ.აბა რა გინდა?-სიხარულით ტაში შემოჰკრა თეჰიონმა და ჯონგუკს გახედა.

-ამ ეტაპზე მხოლოდ შენი სახელი მინდა,მაგრამ არც შოკოლადის ნაყინზე ვიტყოდი უარს-გაიცინა ჯონგუკმა და ქერას გაწითლებულ ცხვირზე საჩვენებელი თითი ჩამოჰკრა.

-იყოს შოკოლადის ნაყინი,სახელი სხვა დროისთვის გადავდოთ-წამოიძახა თეჰიონმა და ხელკავი გამოსდო ჯონგუკს-სიმართლე გითხრა შენზე ლამაზი სახელი მაქვს.

-საინტერესოა,იმედი მაქვს მალე გავიგებ.

Different sides||Taekook✔Where stories live. Discover now